ფან-კლუბი



1. ანოტაცია

აღნიშნული მცირე ნაშრომი წარმოადგენს ‘’მილანის ქართული ფან-კლუბი’’-ს შესახებ სუბიექტურად წარმოდგენილ სტრუქტუირებულ თეზისებსა და ერთ პატარა სოციუმში განვითარებული მოვლენებს, რომლებიც შეიძლება თანხვედრაში არ მოდიოდეს ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის შეხედულებებთან, რაზე პრეტენზიასაც არ ვაცხადებთ, თუმცა ვფიქრობთ ყველა წევრისათვის მისაღები და საინტერესო უნდა იყოს ჩვენი ხელით შექმნილი ისტორიის გაცნობა, რომლის ერთ ნაშრომში მოთავსებაც პირველ მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს.

1. შესავალი


ფეხბურთი საქართველოში ყველაზე პოპულარული სპორტია, თუმცა ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის განმავლობაში აღნიშნულ სახეობაში მიღწეული წარმატებებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, ფეხბურთისადმი სიყვარული ქართველებს ძველი დროიდან მოგვსდევს, აღსანიშნავია 1981 წელს ლეგენდარული თბილისის ‘’დინამო’’-ს მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვება, რაც ქართული და საბჭოთა ფეხბურთისათვის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ბრწყინვალე გამარჯვება იყო, ხოლო 21-ე საუკუნეში კი პატარ-პატარა წარმატებები კანტი-კუნტად თუ გვახსოვს... დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქართული ფეხბურთის ყველაზე წარმატებულ ფეხბურთელად კახა კალაძე ითვლება, რომელმაც 9 წელი გაატარა იტალიურ კლუბ ‘’მილანში’’, აღნიშნული კლუბი საქართველოში ყველაზე პოპულარული გახდა... ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც პირველ რიგში ჩვენი ეროვნული ნაკრებისა და ქართული კლუბების ფანები ვართ ფეხბურთის მოზღვავებული სიყვარულისა ხოლო აღნიშნულ სპორტში ჩვენი წარუმატებლობის გამო ძალიან პოპულარული გახდა ‘’უცხოური’’ ფეხბურთი. - ევროპული ნაკრებები და მათი კლუბები ქართველი გულშემატკივრების ნაწილობრივი ‘’ნუგეშისმცემელი’’ გამოდგა... ასე და ამგვარად ევროპული ფეხბურთის გაცნობამ, გარჩევამ, დისკუსიებმა და გულშემატკივრობამ ინტერნეტის გლობალურმა განვითარებამ ერთი-ათად გააძლიერა და გააპოპულარულა საქართველოში ‘’ევროპული ტოტალური ფეხბურთი’’, ამის მაგალითია სხვადასხვა უცხოური კლუბების საიტების ანალოგი ქართული ვებ გვერდების შექმნა.მილანის ქართული ფან-კლუბის ისტორიაც აქედან იწყება...

2. პირველი ნაბიჯები


მილანის საფეხბურთო ასოციაცია (Asociacione Calcio Milan), ასეთია ჩვენი საყვარელი კლუბის სრული დასახელება, რომლის დღევანდელი ფან-კლუბის ჩამოყალიბების საწყის ეტაპად ქართული ვებ-გვერდის acm.ge-ს შექმნა ითვლება, ეს მოხდა 2011 წელს. ეს იყო რაღაც ახალი სიტყვა-საქმიანი და საქმე-სიტყვიანი, ერთნაირი საფეხბურთო გემოვნების ადამიანებს მოგვეცა საშუალება ერთ ‘’სივრცეში’’ გავერთიანებულიყავით, გვეკამათა, გვეგულშემატკივრა, გაგვეხარა, გული დაგვწყვეტოდა, ერთმანეთისათვის შთაბეჭდილებები გაგვეზიარებინა... ადამიანთა ჯგუფი არნახულად სწრაფად იზრდებოდა, აღნიშნულ ერთ სივრცეში თავი მოიყარა ათასობით გულშემატკივარმა, ყველა თაობიდან თუ სოციალური ჯგუფიდან, რომლებიც დისკუსიებსა თუ მატჩის განხილვებში აქტიურად მონაწილეობდნენ, აღნიშნულმა აზრთა გაცვლა-გამოცვლამ ბუნებრივია დაბადა აზრი გავცდენოდით ონლაინ ‘’ფანჯრის ჩარჩოებს’’ გაგვეცნო ერთმანეთი და ერთად გვეყურებინა ჩვენი საყვარელი კლუბის მატჩისათვის... იდეა ყველას მოეწონა, ეს აფეთქება იყო, რაღაც ახალი იწყებოდა, თითოეული ტიფოზის მხარდაჭერაც კი ჩვენთვის წარმატება იყო... თავიდან გაგვიჭირდა, შესაბამისი ადგილის მოძებნა, ხალხის ინფორმირება და მათი დარწმუნება რომ მოსულიყვნენ თუმცა ესეც მოვახერხეთ... 2011 წლის 2 ოქტომბერი იუვენტუსი - მილანის მატჩი - ეს არის მილანის ქართული ფან-კლუბის პირველი ოფიციალური შეკრების თარიღი, საკმაოდ ხალხმრავალი, საკმაოდ შთამბეჭდავი და რაც მთავარია პირველი!!! პირველ შეკრებას მოჰყვა მეორე, მეორეს მესამე და ასე დაიბადა, განვითარდა,გაიზარდა და ‘’გამრავლდა’’ ფან-კლუბი. ცოტა ხანში უდიდესი როლი ითამაშა ფან-კლუბის განვითარებაში სოციალურ ქსელ ‘’Facebook’’-ში შექმნილმა ჯგუფმა რომელიც როგორც acm.ge-ს წევრებით ასევე სხვა ქართველი ტიფოზებით იყო დაკომპლექტებული და ვიწრო წრეს მოიცავდა, აღსანიშნავია რომ ფან-კლუბურ ცხოვრებაში ის ძირითადად არ ერთვებოდა, იშვიათი გამონაკლისების გარდა არ მონაწილეობდა შეკრებებში და ფაქტიურად პარალელურად აგრძელებდა ქართულ-მილანურ სამყაროსთან არსებობას… ასე რომ არსებობდა მილანის რეალური ფან-კლუბი ხოლო სოციალურ ქსელში მილანის ვირტუალური ფან-კლუბი... ორივეს გაერთიანება დროის საკითხი იყო, აღნიშნული ‘’ვირტუალური’’ ფან-კლუბის სათავეში მყოფი ადამიანების ფან-კლუბიდან ჩამოშორებაც დროის საკითხი იყო, მილანის ქართული სამყარო იმ დროისათვის უკვე გაცილებით მეტს მოითხოვდა ვიდრე ეს ვირტუალური ფან-კლუბი იყო... ფან-კლუბის წევრებს შორის ჩატარდა გამოკითხვა ადმინისტრაციის შეცვლის შესახებ, გამოკითხვის შედეგად ‘’ვირტუალური’’ სამყარო რეალურს შეუერთდა, ‘’შავ-წითელმა რევოლუციამ’’ მილანის ქართული ფან-კლუბი გადააქცია ერთ დიდ და სწრაფ მანქანად რომელიც დაძვრის დღიდან აღარ გაჩერებულა...


3. მილანის ლეგენდები თბილისში - კახა კალაძის გაცილება


ბევრი შეკრება, ბევრი სიხარული, ბევრი იმედგაცრუების შემდეგ დადგა ფან-კლუბის ისტორიაში უდიდებულესი დღე, კახა კალაძე ფეხბურთს დინამო არენაზე გამოემშვიდობებოდა ხოლო ქართველი ქომაგები კი საქართველოს დედაქალაქში მილანის ლეგენდებს იხილავდნენ... საოცარია, მილანის ყველა ქართველი გულშემატკივარიც ამაზე ოცნებობდა, საოცარი შეგრძნებაა როდესაც მალდინი ქართულად გეუბნება: ‘’მოდი დინამოზე - ჩვენ მოვდივართ’’... დაუყოვნებლივ დავიწყეთ მოძიება იმ გზების რომელიც ფან-კლუბს საორგანიზაციო ჯგუფამდე მიგვიყვანდა, ვინც ეძებს ის პოულობს... საორგანიზაციო ჯგუფში სამუშაოდ მილანის ქართული-ფან კლუბი მიგვიწვიეს იტალიის ქართულ ფან-კლუბთან ერთად... მთლიანი სექტორი გადმოგვეცა შესაბამისი ბილეთების რაოდენობით... ფან-კლუბის 1000-მდე წევრმა ბილეთი უფასოდ მიიღო... დინამოზე 3 რეპეტიციის შემდეგ ყველას ყელი გვტკიოდა, მაგრამ ამას სიხარული აქარწლებდა ის სიხარული რომელსაც მხოლოდ კი არ ვგრძნობდით არამედ რამდენიმე მეტრში ვხედავდით... 90 წუთი არ გავჩერებულვართ, შიგადაშიგ მილანის ფეხბურთელები ტაშს გვიკრავდნენ... აღსანიშნავია ინძაგისა და შევჩონკოს აპლოდისმენტები ჩვენი ტრიბუნის მიმართულებით ხოლო ბოლოს კალაძემ ჩვენს ტრიბუნასთან მოსვლისას თავი დაგვიკრა, ეს ‘’ცხოვრების ჟესტი’’ იყო... ოცნების მატჩი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა...

4. ა(ა)იპ ‘’მილანის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი’’


აღნიშნული მატჩი იყო ყველაზე დიდი ბიძგი და წინ გადადგმული ნაბიჯი ფან-კლუბის განვითარებისათვის, უკვე სერიოზული ნაბიჯების გადადგმა გახდა საჭირო, აუცილებელი იყო ჩვენი არსებობის ოფიციალური დასტური და აღიარება სახელმწიფოსაგან, ასევე აუცილებელი გახდა ფან-კლუბის წევრების სახელებით, გვარებით და აიდი ნომრებით ოფიციალური წევრობის დადასტურება ერთ ოფიციალურ სივრცეში... ძალიან მარტივად მოვახერხეთ საერთო აზრამდე მისვლა, წესდების ჩამოყალიბება და ადმინისტრაციული ორგანოს ‘’დამფუძნებელი კრების’’ ჩამოყალიბება... მაშ ასე ჩვენ გავხდით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული პირველი უცხოური კლუბის ფან-კლუბი, დამფუძნებელი კრების წევრებით: ნიკოლოზ ქშუტაშვილი, ლევანი გოგოშიძე, ვაჟა ხეცურიანი, სანდრო თორდია. გარდა იმისა რომ ეს ფურცელზე დავაფიქსირედ ჩაიწერა ისტორიაში - ‘’მილანის ოფიციალური ფან-კლუბის’’ - ისტორიაში...

5. მილანური საღამოები თბილისში!

ძალიან ბევრ მატჩზე შევიკრიბეთ ქართველი შავ-წითლები ერთად... შესაბამისად ჩამოყალიბდა ტრადიციები... ერთ ერთი ასეთი ტრადიციაა ყოველ წელს მილანის დაარსების დღეს 21 დეკემბერს შეკრება, მნიშვნელობა არ აქვს ემთხვევა თუ არა მატჩი ამ დღეს, ჩვენ ვიკრიბებით და ვზეიმობთ ჩვენი საყვარელი კლუბის დაარსების დღეს! ასევე აღსანიშნავია 2014 წლის 11 მარტს მილანის ქართული ფან-კლუბების დაბადება თბილისს გარეთ ბათუმსა და ქუთაისში... ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მილანს ერთდროულად საქართველოს 3 ქალაქში ქართული ტიფოზერია გულშემატკივრობდა... ასევე აღსანიშნავია მატჩების ცქერა მოწინააღმდეგე გუნდების ფან-კლუბებთან ერთად... აღნიშნული რამ 2-ჯერ მოხდა რომასა და იუვენტუსის ქართული ფან-კლუბებთან და ამაყები ვართ რომ დავანგრიეთ სტერეოტიპი ქართველი გულშემატკივრისა რომელიც მოწინააღმდეგეს შეურაცჰყოფას აყენებს და მუშტების ქნევით ცილდება...

6. მილანის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი დღეს!


2016 წელი, დღეს მილანის ქართული ფან-კლუბი წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ, ცნობილ, ორგანიზებულ და ყველაზე წარმატებულ ფან-კლუბს რომელიც აერთიანებს ყველა თაობის წარმომადგენელს სრულიად საქართველოს მასშტაბით... გარდა თბილისისა ფან-კლუბები შექმნილია ქუთაისსა და ბათუმში, წევრების ფიქტიური რაოდენობა განისაზღვრება 2190-ით ხოლო ოფიციალურის 390-ით... მილანის ქართული ფან-კლუბის ვირტუალური სივრცე აერთიანებს 4 ონლაინ გვერდს:
1) http://acm.ge/
2) https://www.facebook.com/groups/GeorgianRossoneri/
3) https://www.facebook.com/ACMGeorgia/
4) https://forum.ge/?f=76&showtopic=34792382
ასევე მილანის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი არის მისი წევრებისაგან დაკომპლექტებული საფეხბურთო კლუბის მფლობელი, რომელნიც 2011 წელს ქომაგთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ადგილოსნები გახდნენ.. ვმეგობრობთ სხვადასხვა მილანურ გვერდებთან და ფან-კლუბებთან... აღსანიშნავია მეგობრობა იუვენტუსის ოფიციალურ ქართულ-ფან კლუბთან, რომლებთან ერთადაც სიამოვნებით ვატარებთ საერთო შეკრებებს ასევე რომას ქართულ ფან-კლუბთანაც იგივეს თქმა შეგვიძლია... ასევე მჭიდროა ურთიერთობები იტალიის ნაკრების ქართულ ფან-კლუბსა და მიუნხენის ბაიერნის ქართულ ფან-კლუბებს შორის. მილანის ქართული ფან-კლუბის შეკრებები ტარდება აღნიშნული კლუბის ყველა მნიშვნელოვან თამაშზე, და არ დასრულდება მანამ სანამ აღნიშნული კლუბი იარსებებს... გიწვევთ თქვენც, ჩვენთან, გახდი ჩვენი ისტორიის ნაწილი! ჩვენ ვართ შავ-წითლები, შავი როგორც შიში, რომელსაც მეტოქეებში ვიწვევთ; წითელი როგორც ‘’ცეცხლი’’ - ცხოვრების უშრეტი წყარო და ყველაზე ცხელი სტიქია.
ტურის მოთამაშე - რ. მონტოლივო

სატურნირო ცხრილი

ბომბარდირები <>

000_c5f64adaca9f31c1ceec9
ანდრე სილვა

გოლი: 0
000_c5f64adaca9f31c1ceec9
მერტენსი

გოლი: 0
000_c5f64adaca9f31c1ceec9
ბელოტი

გოლი: 0
000_c5f64adaca9f31c1ceec9
იგუაინი

გოლი: 0
000_c5f64adaca9f31c1ceec9
იკარდი

გოლი: 0

დისკვალიპიკაცია

ლუკას ბილია, ბონავენტურა

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელ ფეხბურთელს უფრო მეტი დამსახურება აქვს მილანის წინაშე?

რიკარდო კაკა
ანდრეი შევჩენკი



Live: Stream / პირდაპირი ეთერი

პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 39
რეგისტრირებული: 6
სტუმარი: 33
გაბი cylsznyltq donnarumma shah_abasi Kaka GEORGIA- ITALIA