ანტონელი: "იუვეს" 120 წუთის განმავლობაში ვაჯობეთ"

image
"მილანმა" იტალიის სუპერ თასისთვის ბრძოლაში "იუვენტუსს" აჯობა და ტიტულს დაეუფლა. აღნიშნული შეხვედრის შესახებ კომენტარი "როსონერის" მცველმა, ლუკა ანტონელიმ გააკეთა.

"ძნელია აღწერო ის სიხარული, რომელიც იტალიის სუპერ თასის მოგების შემდეგ განვიცადეთ. ჩემთვის, როგორც "მილანის" გულშემატკივრისთვის, ამ გუნდთან ერთად ტიტულის მოპოვება ორმაგად სასიამოვნოა".

"იუვენტუსს" 120 წუთის განმავლობაში ვაჯობეთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ გყვავს ძალიან ახალგაზრდა გუნდი. ჩვენ მოვიგეთ პენალტების სერიაში და ეს კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო. ამ გამარჯვებას ჩემს ახალშობილ შვილს ვუძღვნი".

"ასევე მინდა, რომ მადლობა გადავუხადო ტიფოზებს, რომლებიც მუდამ მხარს გვიჭერდნენ და ასე იყო "იუვესთან" მატჩშიც",
- დაასრულა ანტონელიმ.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 004/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი
სერია A - ცხრილი
Facebook
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?