მიჰაილოვიჩი: "მილანის" გამარჯვებამ ძალიან გამახარა"

image
"მილანის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სინიშა მიჰაილოვიჩმა ჯანლუიჯი დონარუმას და იტალიის სუპერ თასის მატჩის შესახებ ისაუბრა.

"თავდაპირველად, მე სკეპტიკურად ვუყურებდი დონარუმას ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ზეწოლის არ ეშინოდა".

"ჯიჯიოს ვკითხე, მზად იყო თუ არა დიდი თამაშისთვის, რაზეც მან მიპასუხა: "დიახ". ამის შემდეგ ვთქვი, რომ სანამ მე "მილანს" გავწვრთნიდი, სწორედ ის იქნებოდა გუნდის პირველი მეკარე".

"იტალიის სუპერ თასი? იმ ღამეს რომში ვიყავი ოჯახთან ერთად. მატჩის შემდეგ გალიანიმ დამირეკა და მადლობა გადამიხადა. მან მითხრა, რომ გარკვეულწილად ეს ჩემი დამსახურებაც იყო. რა თქმა უნდა, "მილანის" მოგებამ ძალიან გამახარა",
- დაასრულა მიჰაილოვიჩმა.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 093/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?