"მილანი" დეპაის შეძენას შეეცდება

image
"მილანი" დაინტერესებული იყო "ევერტონის" გარემარბის, ჯერარდ დეულოფეუს შეძენით და ინგლისურ კლუბს ოფიციალური შეთავაზებითაც მიმართა, თუმცა უარი მიიღო, ამიტომ, "როსონერიმ" სხვა ალტერნატივების ძებნა გადაწყვიტა.

"შავ-წითლებს" "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევის, მემფის დეპაის გადაბირება სურთ, რომელმაც "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს კლუბიდან გაშვება სთხოვა, რაზეც პორტუგალიელისგან თანხმობაც მიიღო.

"მილანის" ხელმძღვანელობა ჰოლანდიელის არენდით აყვანას გეგმავს, ხოლო მას შემდეგ რაც "როსონერის" ჩინური ჯგუფი შეიძენს, იტალიელები მემფისს გამოისყიდიან.
скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 585/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook