მონტელას პრესკონფერენცია "კალიარისთან" მატჩამდე

image
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ "კალიარისთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

"მოხარულები ვართ, რომ იტალიის სუპერ თასი მოვიგეთ, თუმცა ეს არ არის პრესტიჟული ჯილდო, მაგრამ წარმატება მაინც სასიამოვნოა. ჩვენ უნდა გავხსოვდეს, რომ იტალიის თასის მოგებით ევროპის ლიგის საგზურს მოვიპოვებთ".

"მასიმო რასტელის კარგად ვიცნობ. მისი გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით, რა უნდა დავუპირისპიროთ მათ. ლამაზი ფეხბურთი უნდა ვაჩენოთ და აუცილებლად გავიმარჯვოთ".

"ყოველი შესვენების შემდეგ არსებობს კონცენტრაციის დაკარგვის საფრთხე, მაგრამ მე ვხედავ, რომ ბიჭები მოტივირებულნი არიან. ხვალ ლოკატელის დაბადების დღეა და მინდა, რომ მას ბალანსის შენარჩუნება ვუსურვო. ვფიქრობ, რომ იგი დონარუმასთან ერთად ჩვენი წარმატების გასაღები იქნება".

"სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და უფლება გაქვთ ამ საკითზე კითხები დამისვათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათზე პასუხის გაცემას შევძლებ. თუ შესაძლებლობა იქნება, რომ უფრო გავძლიერდეთ, ამას მივესალმები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამჟამინდელი რესურსით დავკმაყოფილდები. მინდა ავღნიშნო, რომ ყველა ტრანსფერი ჩემთან შეთანხმებით განხორციელდება".

"ნიანგს ვირუსი ჰქონდა, თუმცა იგი გამოჯანმრთელდა. მას სურს იმ დონეზე დაბრუნება, რომელზეც სეზონის დასაწყისში იყო. ბაკა სასარგებლოა გუნდისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი გოლი ვერ გააქვს. იგი ისეთ შეცდომებს უშვებს, რაც მისთვის უჩეულოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის კიდევ არაერთხელ გაიტანს".

"ბერტოლაჩიმ სამი კარგი მატჩი ჩაატარა. მოხარული ვარ, რომ იგი ფორმაში შედის. ის არის მნიშვნელოვანი ნახევარმცველი, რომელიც კარგად ერგება ტაქტიკას. მას შეუძლია საყრდენის პოზიციაზე თამაში, როგორც "რომასთან" და "იუვესთან" მატჩებში".

"სეზონის დასაწყისში, ჩვენი მიზანი ევრო ტურნირზე მოხვედრა იყო და ასეა ახლაც. მომდევნო 45 დღის განმავლობაში გავიგებთ, რამდენად რეალურია ჩვენი ამოცანა",
- დაასრულა მონტელამ.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 455/1
skindori 8 იანვარი 2017 00:53
Midi montel, sheni imedi gvaqs milanis fanebs
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook