მონტელას პრესკონფერენცია "იუვენტუსთან" მატჩამდე

image
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ "იუვენტუსთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

"ჩვენ შევიძინეთ დეულოფეუ, რადგან გვინდა, რომ დაგვეხმაროს. იმედი გვაქვს, რომ იგი გამოავლენს ყველა საუკეთესო თვისებას, მე მჯერა მისი. ჯერარდი განსხვავდება სუსოსგან. ეს შესანიშნავი ტრანსფერია. ალბათ, მას მოედანზე ხვალ ვიხილავთ".

"ნაპოლისთან" მატჩი განვიხილეთ, ანალიზი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვფლობდით ტერიტორიულ უპირატესობას და ვაკონტროლებდით ბურთს. ეს შეხვედრა დაგვეხმარება იმაში, რომ მომავალში, მსგავსი შეცდომები აღარ გავიმეოროთ. რწმენა არ უნდა დავკარგოთ".

"იუვენტუსის წინააღმდეგ საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ და გამოვიყენოთ ჩვენი კოზირები. ტურინელებს არაერთი კარგი შემსრულებელი ჰყავთ და შესაძლოა მათი ტაქტიკა შეიცვალოს. საინტერესო მატჩს ველოდებით და ეს იქნება კარგი ტესტი ჩემი გუნდისთვის. "ბიანკონერიმ" მოიგო ზედიზედ 27 შეხვედრა საკუთარ მოედანზე - კომენტარი ზედმეტია. რა თქმა უნდა, კალენდარი არ არის საუკეთესო, მაგრამ ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია".

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიანგი ხვალ სასტარტოში მოხვდეს. თუ იგი დარჩება, ჩემი დამოკიდებულება მისდამი არ შეიცვლება. მე მას ისე მოვექცევი, როგორც სხვა დანარჩენ ფეხბურთელებს".

"მიზნები? უკვე ვთქვი, რომ მომდევნო მატჩები გასცემს ამ კითხვაზე პასუხს. ჩვენი ამოცანაა ევროპის ლიგაზე გასვლა. გამოწვევა - ჩემპიონთა ლიგა, რაც ძალიან რთულია. უახლოესი შეხვედრების შედეგები არც ისე დამაკმაყოფილებელია, მაგრამ "უდინეზესთან" მიღწეულ გამარჯვებას ყველაფრის შეცვლა შეუძლია. არ არის გამორიცხული, რომ კვირას, ჩვენთვის ახალი დილა დაიწყოს".

"კუჩკა გაიზარდა, პაშალიჩი მუდმივად პროგრესირებს, ისევე, როგორც ბერტოლაჩი. ჩვენ გვყავს ბონავენტურა, რომელსაც შეუძლია ნახევარდაცვაში თამაში".

"ჩემი აზრით, ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა უნდა შემცირდეს. კარგი იქნება თუ სერია A-ში 18 კლუბი იასპარეზებს".

"სუსომ ვარჯიში განაახლა. სამწუხაროდ, კვლავაც პრობლემები აქვს დე შილიო და დიდი ალბათობით, იგი ხვალინდელ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დარჩება",
- დაასრულა მონტელამ.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 136/4
skindori 25 იანვარი 2017 00:38
Midi montel, mjera iuves damarcxebis tasze
BeeQSooN 24 იანვარი 2017 20:16
ციტატა: nika acm
სასღოლ ადმინებს

მადლობა blush
nika acm 24 იანვარი 2017 20:10
სასღოლ ადმინებს
Locatelli 73 24 იანვარი 2017 20:02
Mesame tamashic unda movugot
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?