სტარიჯი "მილანში"?

image
როგორც "Calciomercato.it"-ი იტყობინება, "მილანის" ინტერესთა სფეროში "ლივერპულის" ინგლისელი შემტევი, დანიელ სტარიჯი მოექცა.

არსებული ინფორმაციით, "როსონერი" 27 წლის ფეხბურთელის შეძენას, სეზონის ბოლოს ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ეცდება.

სტარიჯი მე-5 სეზონია "ლივერპულის" ღირსებას იცავს, თუმცა ხშირი ტრავმების გამო შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას ვერ ახერხებს, ასე რომ არაა გამორიცხული ინგლისელმა "წითლები" სეზონის ბოლოს დატოვოს.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 106/2
Mari 2 მარტი 2017 09:54
ადვილად მტვრევადი ხალხი გვაკლია ჩვენ smiling_imp
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook