აგენტი: "მილანი" ბადელში 15 მილიონს იხდიდა, მაგრამ..."

image
"ფიორენტინას" ნახევარმცველის, მილან ბადელის აგენტმა, დეიან იოკსიმოვიჩმა თავისი კლიენტის "როსონერიში" ტრანსფერზე ისაუბრა.

"გასულ ზაფხულს, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას "მილანთან", რომლის მიხედვითაც, "როსონერის" 15 მილიონი უნდა გადაეხადა, მაგრამ ბოლო მომენტში, "ფიორენტინამ" პოზიცია შეცვალა და ბადელის გაყიდვა გადაიფიქრა".

"იანვარში ჩვენ კვლავ გვქონდა კონტაქტი "მილანთან". ასევე გვაცნობეს "რომას" და "ინტერის" ინტერესის შესახებ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ კონკრეტული წინადადებები მხოლოდ "როსონერიდან" იყო. თუმცა "შავ-წითლებმა" "იებს" არენდა შესთავაზეს გამოსყიდვის უფლებით, რაზეც ფლორენციელებმა უარი განაცხადეს",
- განაცხადა იოკსიმოვიჩმა.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 298/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook