"სიტი" დონარუმას სანაცვლოდ 150 მილიონს იხდის

image
"მანჩესტერ სიტი" სერიოზულად არის დაინტერესბული "მილანისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას შეძენით.

"Sky Sport Italia"-ს ინფორმაციით, 18 წლის კიპერი ინგლისელთა პრიორიტეტია და ისინი მზად არიან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "როსონერის" ჯიჯიოს სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გადაუხადონ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დონარუმას აგენტია მინო რაიოლა, რომელმაც გასული წლის ზაფხულში ორგანიზება გაუწია პოლ პოგბას "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერს და ამით სერიოზული ჰონორარიც მიიღო.

თავად დონარუმამ არაერთხელ გამოთქვა "მილანში" დარჩენის სურვილი, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დასრულდება "როსონერის" ჩინელ ინვესტორებზე გასხვისების საკითხი, რადგან ამ გაურკვევლობის გამო, ჯიჯიოსთან ხელშეკრულების გახანგრძლივებზე მოლაპარაკებები შეჩერებულია.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 826/1
milaneli giorgi 23 მარტი 2017 14:42
auu sitimac da mag raiolaac davait raaaa ar gvchirdeba eg 150 milioni

tu es cava milanidan sagol mashin jijios raaaaa
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?