ფერგიუსონი "მანჩესტერს" დონარუმას ყიდვას ურჩევს

image
"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-თავკაცმა, სერ ალექს ფერგიუსონმა ყოფილი კლუბის ხელმძღვანელობას "მილანის" მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას ყიდვა ურჩია.

"Il Corriere dello Sport" იუწყება, რომ ფერგიუსონმა "წითლებს" ჯიჯოს თაობაზე "როსონერისთან" დაუყოვნებლივ მოლაპარაკებების დაწყებისკენ და ტრანსფერის ნებისმიერ ფასად განხორციელებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დონარუმას შეძენით დაინტერესებულია მეორე მანჩესტერული კლუბი "სიტი", რომლის ხელმძღვანელობაც მზად არის "მილანს" ჯიჯიოს სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გადაუხადოს.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 480/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook