პირლო: "მილანში" ალეგრისთან პრობლემები მქონდა"

image
"მილანის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ "როსონერიდან" წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

"მე არაფერზე ვწუხვარ, მოვიგე ყველაფერი, რაც შემეძლო და სამ დიდ იტალიურ კლუბში ვითამაშე. "მილანში" ათი ფანტასტიური სეზონი გავატარე, მოვიპოვე ჩემპიონთა ლიგა და გავხდი სკუდეტოს მფლობელი".

"იგივე შეიძლება ითქვას "იუვეში" გატარებულ წლებზეც. ბედნიერი ვიყავი, რომ კლუბს აღორძინებაში დავეხმარე. "როსონერიში" ალეგრისთან პრობლემები მქონდა. ტრავმა მივიღე, მაგრამ როცა მოედანს დავუბრუნდი, მაშინ "მილანმა" სკუდეტო მოიგო და რაღაცის შეცვლა რთული გახდა".

"სეზონის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ცვლილებების დრო იყო. "იუვენტუსში" წასვლის არ შემშინებია. ვფიქრობდი, რომ ჯერ კიდევ კარგი ფეხბურთელი ვიყავი და ტურინში მოტივირებული გადავბარგდი",
- დაასრულა პირლომ.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 155/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook