აბიატი: "კარიერის დასრულება გადავწყვიტე, რადგან..."

image
"მილანის" ყოფილმა მეკარემ, კრისტიან აბიატიმ იტალიურ პრესასთან ინტერვიუში სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

"დონარუმას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ბუფონი ღირსეულად შეცვალოს. ის მხოლოდ 18 წლისაა და გაზრდას განაგრძობს. ჯიჯიოს დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა და "სან სიროზე" ზეწოლის გაძლება ადვილი არ არის".

"მილანთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლით მაკავშირებდა, მაგრამ კარიერის დასრულება კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან დონარუმას და პლიცარის გზა გავუთავისუფლე".

"იტალიის მომავალი? დონარუმა, მერეტი და პლიცარი საუკეთესო მაგალითები არიან იმისა, რომ ჩვენი მეკარეთა სკოლები კარგად მუშაობს",
- დაასრულა აბიატიმ.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 105/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook