იური ალბერტო: "იტალიურ გრანდში თამაში ჩემი ოცნებაა"

image
"სანტოსის" ახლაგაზრდა ფეხბურთელმა, იური ალბერტომ ბრაზილიურ პრესასთან ინტერვიუში იტალიის ჩემპიონატზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"იტალიური ფეხბურთი? მე ძალიან მომწონს "სერია A", ეს ტაქტიკურად ძალიან ძლიერი ჩემპიონატია. წარსულში, იტალიაში ბევრმა ბრაზილიელმა გამოიჩინა თავი.

გარდა ფეხბურთისა, იტალია სხვა მიზეზების გამოც მშვენიერი ქვეყანაა და რა თქმა უნდა ვოცნებობ რომელიმე იტალიურ გრანდში თამაშზე",
-დაასრულა იური ალბერტომ.

როგორც "Mediaset"-ი იუწყება, 16 წლის ფეხბურთელის შეძენით "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსია" დაინტერესებული.скачать dle 11.3
  • ნახვები: 914/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?