გატუზო: "ჩემი მომავალი? სიმართლე გითხრათ..."

image
გთავაზობთ "მილანის" მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს "ლუდოგორეცთან" მატჩის შემდგომ ინტერვიუს.

"ჩემი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ გოლი არ გაგვეშვა და ეს დავალება ბიჭებმა შეასრულეს. მე კმაყოფილი ვარ მათ მიერ ნაჩვენები თამაშით. შანსი მივეცი იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც მიმდინარე სეზონში მცირე სათამაშო დრო ეძლევათ და მათ ეს შანსი გამოიყენეს.

ჩვენ სწორი გზით ვვითარდებით და ახლა მომდევნო მატჩზე ვფიქრობთ. "რომას" წინააღმდეგ საკმაოდ რთული შეხვედრა გველოდება, შემდეგ არის "ლაციო" და "ინტერი". არ მომწონს თამაში ყოველ სამ დღეში, თუმცა ბიჭებზე ეს დატვირთული გრაფიკი არ მოქმედებს და მადლობა მათ.

სილვამ ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. მართალია დღევანდელი მატჩი გოლით ვერ დაასრულა, თუმცა მან კარგად ითამაშა. კალინიჩზეც იგივეს თქმა შემიძლია, ის ხარისხიანად მოქმედებდა. ახლა ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ "ევროპის ლიგის" შემდეგ ეტაპს.

ტრავმირებული ფეხბურთელები? სერიოზული არაფერია, კალაბრია და მუსაკიო მალე შეუერთდებიან გუნდს, ხოლო ანტონელი ცოტა მოგვიანებით.

ჩემი მომავალი? ეს კითხვა გუნდის მენეჯმენტს უნდა დაუსვათ. ჩემთვის დიდი პატივია ამ კლუბის ხელმძღვანელობა და აქ დარჩენა დიდი ხნით მსურს",
-დაასრულა გატუზომ.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 016/3
abajira 3 აპრილი 2018 07:34
Hello, dear friend! Nice to be here and a part of this community. It is a little about myself: I am 34 years old. I live in Europe, I've married 2 years ago. I have 2 children - a son, and the daughter. I live in a small city in east Europe. I'm working at the college. I really hope I am useful at all My blog: wypożyczalnia samochodów sportowych warszawa
Baresi 23 თებერვალი 2018 19:46
rino kalinichis xarisxian tamashze ra gitxra aba
martalia erti orjer ragac dvijenia qonda,magram mastma erti zusti pasis gaketeba ver shezlo
mokled eg kalinichi magari zaralia jerjerobit rasac vuyureb
nyACM 23 თებერვალი 2018 17:24
Romastsn pre, racios mouge, inters mouge, arsenals mouge da egaa, darchenili xar
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?