მონტელამ ახალი სეზონის კალენდარი შეაფასა

image
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ სერია A-ს 2016/17 წლების სეზონის კალენდარზე ისაუბრა.

"ჩემპიონატის დაწყებამდე საკმაოდ რთული მატჩები გვაქვს. პირველ ტურში, მიჰაილოვიჩის "ტორინოს" წინააღმდეგ ვითამაშებთ , შემდეგ კი ჩემს ყოფილ გუნდებთან, "სამპდორიასთან" და "ფიორენტინასთან" მოგვიწევს შეხვედრა".

"რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, ყველა გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, მაგრამ კარგი კალენდარი ძალიან მნიშვნელოვანია",
- განაცხადა მონტელამ "Sky Sport"-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ "მილანი" ახალი სეზონის პირველ ტურში "ტორინოს" დაუპირისპირდება, ხოლო მომდევნო მატჩებში - "ნაპოლის", "უდინეზეს", "სამპდორიას", "ლაციოს" და "ფიორენტინას".скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 077/1
Skindori
Skindori 24 ივლისი 2016 15:32
Aba vicenco, miaweqi seria as
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი
სერია A - ცხრილი
Facebook
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?