მილანი და ვერატი - ტრანსფერი კვლავ აქტუალურია

image
როგორც იტალიური პრესა იტყობინება, ეროვნული ნაკრებისა და "პსჟს" ცენტრალური ნახევარმცველი, მარკო ვერატი სერიოზულად ფიქრობს სამშობლოში დაბრუნებაზე.

წყაროში მითითებულია, რომ მოთამაშე საკუთარ აგენტთან, მინო რაიოლასთან ერთად, ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს. მათ აპენინის ნახევარკუნძულზე დაბრუნება სურთ, სადაც მარკო 2012 წლამდე ასპარეზობდა.

თავის მხრივ, "მილანი" ყოველთვის დაინტერესებული იყო ვერატის გადაბირებით, თუმცა ზოგჯერ ფინანსები, ზოგჯერ კი ევრო ტურნირებზე ასპარეზობის შეზღუდვა იყო პრობლემა. დღეს, როცა კლუბში რაიოლას მეგობრები, ლეონარდო და მალდინი დაბრუდნენ, ტრანსფერი საკმაოდ რეალურია.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ ზამთარში ვერატი ძალიან ახლოს იყო "ბარსელონაში" გადასვლასთან, თუმცა ტრანსფერი საბოლოოდ თავად მოთამაშემ ჩაშალა. скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 425/3
skindori 21 სექტემბერი 2018 22:53
Kargi motamashe kia verati, magram shushis kacia, erts itamashebs 2 tve tramvatologiurshia, mara milanshi tu mova kargi iqneba
FARAONE 21 სექტემბერი 2018 22:34
ეეჰ ოცნებაა
--------------------
qebo 21 სექტემბერი 2018 21:55
იდეალური იქნებოდა ამ მილანისთვის მაგრამ თითქმის არარეალურია ამის აქ მოსვლა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი
სერია A - ცხრილი
Facebook
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?