წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


რინოსთვის, მილანისთვის! - ემპოლი vs მილანი - პრევიუ
ავტორი: vazha
  • იტალიის ჩემპიონატის ეგიდით, "როსონერი" შემდეგ მატჩს კვირას გამართავს. კლუბს აუცილებლად სჭირდება 3 ქულის მოპოვება, ერთი მხრივ, სატურნირო ცხრილში საკუთარი პოზიციის გასაუმჯობესებლად, ხოლო, მეორე მხრივ, თუ გუნდი ვერ გაიმარჯვებს, მთავარი მწვრთნელისადმი ნდობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

    როგორც იტალიური პრესა იტყობინება, ლეონარდო და მალდინი სეზონის სტარტზე რინო გატუზოს სრულ ნდობას უცხადებდნენ, მაგრამ იქვე აღნიშნულია, რომ ბოლო ორი დასანანი ფრის შემდეგ მათი მოთმინება კრიტიკულ ნიშნულამდე მივიდა და მომავალი სამი შეხვედრა მთავარი მწვრთნელისათვის ე.წ "გამოსასწორებელი ვადაა", თუმცა შესაძლოა სამიც აღარ გახდეს საჭირო, თუ "ემპოლისთან" რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდება. რინო გუნდის ლეგენდაა, თუმცა მას ამდენ დროს არავის მისცემს - "მილანს" შედეგი სჭირდება ახლავე. როგორც პრესაში იწერება, მეგობრობა არის მეგობრობა, თუმცა გატუზოს ეს ვერ დაეხმარება სკამის შენარჩუნებაში, მთავარი აქ შედეგია.

    დანაკლისი:

    მასპინძლების მხრიდან მომავალ შეხვედრას ტრავმების გამო გამოტოვებენ ექს-მილანისტა ლუკა ანტონელი და აფრიე აკბა, დისკვალიფიკაციის გამო კი გუნდს ვერ დაეხმარება მიხა ზაიცი.

    რაც შეეხება "შავ-წითლებს", მათ ვერ დაეხმარებიან ანდრეა კონტი, ივან სტრინიჩი, მატია კალდარა და პატრიკ კუტრონე. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დავიდე კალაბრიას თამაშიც, თუმცა წინა ოთხი მოთამაშისაგან განსხვავებით, მარჯვენა მცველი განაცხადში მაინც იქნება. შესაძლოა, მისი ადგილი სასტარტოში ფაბიო ბორინიმ ან იგნაციო აბატემ დაიკავოს.

    სავარაუდო შემადგენლობა:

    რინოსთვის, მილანისთვის! - ემპოლი vs მილანი - პრევიუ


    მთავარი ინტრიგა - შეძლებს თუ არა "მილანი" კარის მშრალად შენახვას?



    იტალიის ჩემპიონატის ბინადარი 20 კლუბიდან, მიმდინარე ჩემპიონატში, უკვე 18-მა მოახერხა მინიმუმ ერთი გამარჯვების მოპოვება. ხოლო ერთადერთი კლუბი, რომელმაც ვერცერთ თამაშში კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა, არის "მილანი". რა თქმა უნდა, ასეთ დროს მხოლოდ ერთი მოთამაშის დადანაშაულება არ იქნება სწორი, თუმცა ეს სტატისტიკა ნათლად მიუთითებს იმაზე, თუ რატომ არის კითხვის ნიშნები ჯიჯო დონარუმას ნდობისადმი გატუზოს მხრიდან. როგორც რამდენიმე იტალიური გამოცემა იტყობინება, რინო ახალგაზრდა მეკარის თამაშით უკმაყოფილოა და არის შანსი, რომ სასტარტოში პეპე რეინა ვიხილოთ.

    შევაფასოთ მექოტე - ძლიერი და სუსტი მხარეები

    "ემპოლის" ყველაზე მნიშვნელოვანი ძლიერი მხარე სტანდარტული მდგომარეობები. გუნდი შესანიშანვად ასრულებს კუთხურებსა და საჯარიმოებს. ამ უკანასკნელში იგულისხმება როგორც კარგად დამუშავებული გათამაშებები, ისე პირდაპირი დარტყმები კარისკენ.

    რაც შეეხება სუსტ მხარეებს, აქ რამდენიმე კომპონენტის გამოყოფა შეგვიძლია: მოთამაშეები ხშირად აფუჭებენ საგოლე მომენტებს, სუსტად თამაშობენ მეორე სართულზე და ხშირად ხვდებიან თამაშგარე მდგომარეობაში.

    მთავარი მსაჯი - მიკაელ ფაბრი


    მისთვის აღნიშნული დაპირისპირება 56-ე მატჩი იქნება იტალიის უმაღლეს დივიზიონში. საშუალოდ, იგი შვიდ თამაშში ერთხელ აძევებს მოთამაშეს. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ მიკაელი საშუალოდ 810 წუთში ერთხელ ნიშნავს თერთმეტმეტრიანს.

    ფაბრიმ "როსონერის" მონაწილეობით მატჩში სამჯერ იმსაჯა და კლუბს ორი მოგება და ერთი წაგება აქვს. "ემპოლის" კი ფაბრის დროს ორი-ორი ფრე, მოგება და წაგება მოუგროვდა.

    საინტერესო ფაქტები, ურთიერთშეხვედრები და წინა თამაშები

    "ემპოლისთან" გასვლაზე ჩატარებული უკანასკნელი 8 თამაშიდან მილანს არცერთი არ წაუგია(ყველა ტურნირი);
    იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 4 საშინაო შეხვედრიდან "ემპოლი" "მილანთან" მინიმუმ 2 გოლს უშვებს;
    მიმდინარე სეზონში, "მილანი" მეორე ადგილზეა იტალიის ჩემპიონატში ორ კომპონენტში:
    1)პასების სიზუსტის პროცენტული მაჩენებლით - 88,1% (ლიდერი არის 88,9%-ით "იუვენტუსი").
    2)კარისკენ განხორციელებული დარტყმები საშუალოდ ერთ მატჩში - 18(ლიდერია "იუვენტუსი" 22-ით).

    აღნიშნული გუნდები, იტალიის ჩემპიონატში, ერთმანეთს სულ 18-ჯერ შეხვდნენ:
    "მილანმა" მოიგო 10,
    "ემპოლიმ" მოიგო 3,
    5-ჯერ ითამაშეს ფრე.

    ✔️ "მილანმა" გაიტანა 27 გოლი,
    ✖️ "ემპოლიმ" გაიტანა 15 გოლი.

    რაც შეეხება უკანასკნელ 6 შეხვედრას, რომელის "ემპოლის" სტადიონზე გაიმართა:
    "მილანის" მოგება - 3,
    "ემპოლის" მოგება - 0,
    ფრე - 3.

    ⚽ გოლები:
    "მილანი" - 14,
    "ემპოლი" - 7.

    ბარათები:
    "მილანი" - 15 ყვითელი და 0 წითელი,
    "ემპოლი" - 10 ყვითელი და 1 წითელი.

    "ემპოლის" წინა ხუთი ტური:
    1) 2:0 მოგება სახლში "კალიარისთან".
    2) 1:2 წაგება გასვლაზე "ჯენოასთან".
    3) 0:0 ფრე გასვლაზე "კიევოსთან".
    4) 0:1 წაგება სახლში "ლაციოსთან".
    5) 1:3 წაგება გასვლაზე "სასუოლოსთან".скачать dle 11.3
    # 5
  • გასულია
  • 27 სექტემბერი 2018 03:53
    Tipi arapers cvlis. Isev plangze chalxana, gijia Roja. Ertidaigive taktika da sastavi, ar ezareba??
    # 4
  • გასულია
  • 26 სექტემბერი 2018 18:53
    ციტატა: gogi1984
    ემპოლისთანაც თუ ვერ მოიგო არანაირი მეორე და მესამე ცდა აღარ უნდა მიეცეს გატუზოს,ემპოლია ბოლობოლო
    # 3
  • გასულია
  • 26 სექტემბერი 2018 15:06
    Daayenos reina karshi miakvden donarumas, xom xedaven mouklo mag bichma asageb burtebs ushvebs, abate daayenos marjvniv tu kalabria ver moketda, borini moashoron ziritads, empolis unda mougon mizezebis gareshe torem zalian gaizrdeba otxeultan chamorchena
    # 2
  • გასულია
  • 26 სექტემბერი 2018 13:33
    unda movugot uechveli sxva gza agaraa
    # 1
  • გასულია
  • 26 სექტემბერი 2018 13:33
    ემპოლისთანაც თუ ვერ მოიგო არანაირი მეორე და მესამე ცდა აღარ უნდა მიეცეს გატუზოს,ემპოლია ბოლობოლო
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.