წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


ვერატის იტალიაში დაბრუნება უნდა - "მილანი" ბრძოლაშია
ავტორი: vazha
  • როგორც პოპულარული ფრანგული გამოცემა "L`Equipe" იტყობინება, იტალიის ეროვნული ნაკრების ლიდერი კლუბში არსებული სიტუაციის უკმაყოფილოა და სამშობლოში დაბრუნება სურს.

    25 წლის ნახევარმცველი პარიზში 2012 წლიდან ასპარეზობს და მის ანგარიშზე 243 შეხვედრა და 8 გოლია. მისი შესაძლო წასვლის შესახებ მიმდინარე წლის ზაფხულშიც იწერებოდა, ყველაზე მეტად "ბარსელონა" აქტიურობდა, თუმცა, საბოლოოდ, მოთამაშე მაინც საფრანგეთში დარჩა.

    როგორც წყარო იტყობინება, ამჯერად სიტუაცია უფრო რთულადაა და მარკომ კატეგორიულად გადაწყვიტა აპენინის ნახევარკუნძულზე დაბრუნება. მოთამაშე მხოლოდ იტალიური კლუბების ვარიანტს განიხილავს და ეს პროცესი შესაძლოა მომავალ ზამთარშიც დაიწყოს. მსურველებს შორის "რომა", "იუვენტუსი" და "მილანი" არიან. "როსონერის" ახალ ხელმძღვანელებს, ლეონარდოსა და პაოლო მალდინის შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ ვერატის აგენტთან(მინო რაიოლა), რაც დამატებითი უპირატესობაა.
    скачать dle 11.3
    # 2
  • გასულია
  • 4 ოქტომბერი 2018 01:09
    ჩემი ოცნებაა ეს ტრანსფერი მაგრად მევასება მარკო
    # 1
  • გასულია
  • 4 ოქტომბერი 2018 00:21
    ამაზე სულ იწერება მაგრამ კი არი პარიზში
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.