წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


რინოს პრეს-კონფერენცია "კიევოსთან" მატჩის წინ
ავტორი: vazha
  • დღეს "შავ-წითლების" თავკაცი, რინო გატუზო პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს გაესაუბრა. გთავაზობთ მის კომენტარებს:

    "ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა და ვფიქრობ, ეს არ იქნება მარტივი. შესაძლოა, ბევრი მიიჩნევს, რომ "კიევოს" რთული პერიოდი უდგას და ჩვენ ადვილი თამაში გველის, თუმცა მე ასე არ მგონია. ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, ჩვენ კი შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.

    არ ვარ კონცენტრირებული მხოლოდ 4-3-3 სქემაზე. სათამაშო ტაქტიკას ვარჩევ იმის მიხედვით, რასაც მოედანზე ვხედავ. ჩემს განკარგულებაში არაერთი უნივერსალია, რაც მაძლევს საშუალებას სიტუაციიდან გამომდინარე შევცვალო მოთამაშეთა განლაგება. "ოლიმპიაკოსთან" მატჩის დროს, გოლის გაშვების მომენტიდან გუნდი კარგად გადაეწყო და შედეგიც დადებითი მივიღეთ.

    რასაკვირველია, მანაღვლებს ის ფაქტი, რომ იტალიის ჩემპიონატის ყველა შეხვედრაში გავუშვით ბურთი. დაცვამ უკეთესად უნდა ითამაშოს, თუმცა აქ იღბალიც უნდა ვახსენოთ.

    ზლატანის შესახებ პრესის მეშვეობით შევიტყვე. არ შემიძია ვისაუბრო იმ მოთამაშეებზე, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არ არიან. ასეთ საკითხებზე ლეონარდოსა და მალდინის უნდა მიმართოთ."
    - განაცხადა რინომ.
    скачать dle 11.3
    # 2
  • შემოსულია
  • 7 ოქტომბერი 2018 10:30
    dxes aramgonia raxan eg axsena da gaamaxvila yuradxeba ar miscems acevis sashualebas romanas da dziritadi birtvi ukan darcheba dxes samit nols vigebt..
    # 1
  • გასულია
  • 7 ოქტომბერი 2018 08:27
    დღესაც გავუშვებთ გოლს?
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.