წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


მუსაკიოთი ინგლისური კლუბები ინტერესდებიან
ავტორი: vazha
  • ბრიტანული პრესის თანახმად, უახლოეს მომავალში "როსონერი" ოფიციალური შეთავაზებებს მიიღებს ინგლისური კლუბებისგან მატეო მუსაკიოს თაობაზე.

    შარშანდელ სეზონში უმეტესად სათადარიგო სკამზე ჯდომისა და მიმდინარე ზაფხულში მატია კალდარას დამატების შემდეგ, პრესაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ არგენტინელი მცველი კლუბს გამოიცვლიდა. მისით მაშინაც არაერთი გუნდი ინტერესდებოდა, თუმცა მათი რიცხვი გაცილებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე სეზონში მატეო კლუბის ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს, თანაც საკმაოდ მაღალ დონეზე.

    როგორც წყაროშია აღნიშნული "ლესტერი", "ევერტონი", "უიტრფორდი" და "ფულჰემი" დაინტერესებულნი არიან მუსაკიოს შეძენით. აღნიშნული გუნდები სულ მალე ოფიციალური წინადადებით მიმართავენ "როსონერის", რათა ზამთრამდე შეათანხმონ ტრანსფერი.

    ძნელი სავარაუდოა, რომ კლუბი არგენტინელს შეელევა, რადგან მატია კალდარა ჯერაც ვერ მომჯობინდა სრულად. ამას ემატება ჯენარო გატუზოს კომენტარი, რომელიც მან ერთი კვირის წინ გააკეთა და აღნიშნა, რომ მუსაკიო მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი პერსონაა. თუმცა როგორც პრესაში იწერება, სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, შესაძლოა მატეომ კლუბი შეიცვალოს და ბრიტანეთში გადაბარგდეს.
    скачать dle 11.3
    # 2
  • შემოსულია
  • 10 ოქტომბერი 2018 22:19
    Sxvagan mozebnon ingliselebma mcveli, musacho milanshi mshvenivrad aris
    # 1
  • გასულია
  • 10 ოქტომბერი 2018 16:45
    ეს ძაან საჭირო კაცია არ შეიძლება ამისი გაშვება
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.