წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


ლოპესი არგენტინელ მილანისტებს აქებს
ავტორი: vazha
  • "როსონერის" ყოფილი მოთამაშე, არგენტინელი მაქსი ლოპესი იტალიურ პრესას გაესაუბრა და "მილანის" ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, შეეხო მისი თანამემამულეების ასპარეზობასაც.

    "იგუაინს ჯერ კიდედ 5 წლის ასაკიდან ვიცნობ, ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. როდესაც იგი "იუვენტუსიდან" "მილანში" გადადიოდა ბევრი ვისაუბრეთ და ვუთხარი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მას შეუძლია ამ გუნდთან ერთად ბევრს მიაღწიოს. დღეს გონსალო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია.

    ჯენაროს ბევრი აკრიტიკებს 4-3-3-ის გამო, თუმცა, ჩემი აზრით, ეს იდეალური სათამაშო სქემაა იგუაინისათვის.

    ბილიასთან ერთად არგენტინის ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი და ვფიქრობ, იგი განსაკუთრებული საფეხბურთო ინტელექტით გამოირჩევა.

    მუსაკიოს თამაშის გაკვირვებული ვარ. მას ვიცნობ და ვიცი მისი შესაძლებლობები, თუმცა მარტივი არაა "ლა ლიგიდან" იტალიის ჩემპიონატში გადმოსვლა და ასე მარტივად შეთამაშება."
    - განაცხადა ლოპესმა.
    скачать dle 11.3
    # 2
  • გასულია
  • 11 ოქტომბერი 2018 15:48
    ციტატა: skindori
    Amaze tavis droze didi molodini iyo magram ver gaqacha, xeltatmanivit icvlis gundebs, ertgan didxans ver cherdeba

    ვანდას მერე აურია ამან დდდდ
    # 1
  • გასულია
  • 10 ოქტომბერი 2018 22:17
    Amaze tavis droze didi molodini iyo magram ver gaqacha, xeltatmanivit icvlis gundebs, ertgan didxans ver cherdeba
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.