წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


სავიჩევიჩი დერბის შესახებ: "მილანი უკეთეს ფორმაშია"
ავტორი: vazha
  • "შავ-წითლების" ლეგენდარული ნახევარმცველი, დეიან სავიჩევიჩი "La Gazzetta dello Sport"-ს გაესაუბრა და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა:

    "დაძაბული დერბი გველის, ერთად ვნახავთ რა მოხდება, თუმცა, ჩემი აზრით, დღეს "მილანი" უკეთესად თამაშობს. გატუზოს გუნდი კარგ ფეხბურთს აჩვენებს და რაც მთავარია, მოთამაშეები შეხვედრიდან შეხვედრამდე უმატებენ. იგუაინმა დაიწყო გოლების გატანა, იგი კლუბის მთავარი ფიგურაა სუსოსთან ერთად. ესპანელი კარგ ფორმაშია და შესაძლოა იტალიის ჩემპიონატი ასისტ-ლიდერის რანგში დაასრულოს. სუსო გუნდის მთავარი კრეატივია. მას ყველა თვისება აქვს იმისათვის, რომ ლეგენდა გახდეს.

    გონსალო vs იკარდი? ორივე გენიალური მოთამაშეა, თუმცა მე უპირატესობას პიპიტას ვანიჭებ. იგი არ არის მხოლოდ გოლეადორი, იგუაინი აქტიურად მონაწილეობს გუნდის თითოეულ შეტევაში, ყოველ კომპინაციაში. მისი მოსვლით, "მილანი" გაცილებით უკეთესია. იკარდი ძალიან ძლიერი შემსრულებელია, თუმცა იგუაინისაგან განსხვავებით, მას პარტნიორებმა მომენტი უნდა შეუქმნან. პიპიტას შეუძლია თავად შექმნას საგოლე სიტუაციები.

    მალდინი და ლეონარდო სწორ დროს დაბრუნდნენ. გუნდში მილანისტების ნაკლებობა იყო და ახლა ყველაფერი სტაბილურობისაკენ მიდის. ლეოს მცირე დრო ჰქონდა, თუმცა იგუაინის ტრანსფერი განახორციელა. სამომავლოდ საჭიროა ახალი კაკას აღმოჩენა. გუნდს სწორედ მსგავსი ტიპის მოთამაშე აკლია და ლეონარდომ იცის ასეთების აღმოჩენა.

    გატუზო არის ფეხბურთელი, რომელმაც საკუთარი კვალი დატოვა მსოფლიო ფეხბურთში და ვფიქრობ, იმავეს გააკეთებს მწვრთნელის რანგშიც, თუმცა მას დრო სჭირდება.

    ბერლუსკონი და "მონცა"? ეს ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებით მისი ახალი მიდგომა მოთამაშეების იმიჯთან დაკავშირებით."
    - განაცხადა სავიჩევიჩმა.скачать dle 11.3
    # 2
  • შემოსულია
  • 11 ოქტომბერი 2018 12:32
    Vinaa uketesi davinaxavt momaval kviras, kai xania ar dagvimarcxebia san siros xiznebi seria ashi
    # 1
  • გასულია
  • 11 ოქტომბერი 2018 09:48
    გატუზომ ესეთ თამაშებში უნდა დაამტკიცოს როგორც მწვრთნელი გაიზარდა თუ არა
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.