წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


აგენტი: "რიკარდო მილანში ბედნიერია"
ავტორი: vazha
  • ჯანლუკა დი დომენიკო, რიკარგო როდრიგესის აგენტი, დღეს დილით იტალიელ ჟურნალისტებს გაესაუბრა და მისი კლიენტის მდგომარეობაზე ისაუბრა:

    "მიმდინარე სეზონში რიკარდო მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს. გასულ წელს მას ბევრი აკრიტიკებდა, თუმცა მათ ალბათ არ ახსოვდათ, რომ სხვა ჩემპიონატიდან მოსვლის დროს "სერია ა"-ში ადაპტაცია არაერთ ტოპ მოთამაშეს უჭირს, მაგალითისთვის, ანდრე სილვას ხსენებაც საკმარისია. რიკიმ ადაპტაციას თავი კარგად გაართვა და დღეს იგი გუნდის საკვანძო პერსონაა.

    მას გუნდთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, "მილანში" ბედნიერია. ლაქსალტი, როგორც კონკურენტი? დიახ, ჩვენ ეს ვიცით და ეს საკმაოდ ლოგიკურია, რადგან ასეთი დონის გუნდში ერთ პოზიციაზე რამდენიმე ძლიერი მოთამაშე უნდა იყოს, როგორც ეს რიკარდოსა და დიეგოს შემთხვევაში ხდება.

    ვადასტურებთ ინგლისური კლუბების მხრიდან ინტერესს, თუმცა როდრიგესი არსებული სიტუაციითა და ამჟამინდელი კლუბით სრულიად კმაყოფილია და ვფიქრობ, ადგილმდებარეობას დიდი ხნის განმავლობაში არ შეიცვლის."
    - განაცხადა ჯანლუკამ.скачать dle 11.3
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.