წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


"ფლამენგოს" სპორტ.დირექტორი: "ტრანსფერი ორ კვირაში დასრულდება"
ავტორი: BeeQSooN
  • "ფლამენგოს" სპორტულმა დირექტორმა, კარლოს ნოვალმა, ლუკას პაკეტას "მილანში" ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა.

    "შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის და ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. მოლაპარაკებები გრძელდება და სავარაუდოდ, ტრანსფერი 2 კვირაში დასრულდება".

    ბოლო დღეების განმავლობაში, მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პაკეტას ტრანსფერი "როსონერიში" დასრულებულია და ბრაზილიელი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას მალე გაივლის.

    არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის თანხა 35 მილიონი ევრო იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პაკეტა გახდება ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, რომელიც ბრაზილიის სერია A-დან იტალიაში გადაბარგდა.скачать dle 11.3
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.