წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


ლეონარდომ კიდევ ერთ ტალანტს დაუმიზნა
ავტორი: vazha
  • როგორც იტალიური პრესა იტყობინება, ლეონარდო პირადად არის დაინტერესებული ჰოლანდიური "აიაქსის" ტალანტის, მატიას დე ლიგტის ტრანსფერით.

    ახალგაზრდა ცენტრალური მცველის აგენტი მინო რაიოლაა, რომელიც მალდინისა და ლეონარდოს კარგი მოგობარია - ეს გარემოება "როსონერის" 19 წლის მოთამაშისათვის ბრძოლაში ფავორიტად აქცევს. წყაროში აღნიშნულია, რომ დე ლიგტის გადაბირებით "რომა" და "იუვენტუსიც" არიან დაინტერესებულნი.

    მიმდინარე წლის ზაფხულში ახალგაზრდა მცველის ტრანსფერით "ტოტენჰემიც" იყო დაინტერესებული, თუმცა ჰოლანდიურმა კლუბმა იგი 60 მილიონად შეაფასა და ბრიტანელებს ფასი ეძვირათ. ამ სეზონში დე ლიგტმა ეროვნულ ჩემპიონატში 7 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე თითო-თითო გოლი და საგოლე გადაცემაა.скачать dle 11.3
    # 6
  • გასულია
  • 13 ოქტომბერი 2018 12:50
    ki kargi mcvelia shemdgari ukve tan 19 clis ari da namdvili lideris tvisebebit am asakshi ukve kapitnobs aiaqss tumca pasi dzviria magram es umaxlesi donis mcveli dadgeba amis ki mjera radgan visac nanaxi gaqvt amis tamashi uechveli sheamchnevdit nestas da maldunis nazavs arvici ras izamen mara eg da romana chatvale milans didi momavaliaqvt amattan ertad da is dzveli trio maldini nesta ai ra carmomidga uceb ganaxlebuli versiit dzan magari igrokia imena riberi da levandovski ar gaandzria adgilidan vapshe...
    # 5
  • გასულია
  • 12 ოქტომბერი 2018 23:43
    რა 60 ხო არ აწვალებენ, არ მაქვს ამის თამაში ნანაი მაგრამ, ეხლა ის მდგომარეობა არ გვაქვს ახალგაზრდა ტალანტში 60 მილიონი გადავიხადოთ, მაგ ფასად კარგ ნახევარმცველის დათრევა შეიძლება, ან რომც მოვიდეს რა მიხდება მერე? 60 მილიონი გადავიხადოთდა ზამენაზე იჯდეს? თუ კალდარას ან რომანიოლის ამოაგდებს.
    # 4
  • გასულია
  • 12 ოქტომბერი 2018 22:26
    80 იც ღირს ეს ბიჭი უმაგრესია ასაკისმიუხედავად იტალიაში მაგრად დაიხვეწება ეს ტრანსფერი მილანისთვის შეუძლებელი მგონია ძაან კლასნი ტიპია თუ არი შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენონ
    # 3
  • გასულია
  • 12 ოქტომბერი 2018 20:34
    ციტატა: george.white
    ზიეჩი დაითრიონ აიაქსიდან )))

    ამდენი შემტევიც ზედმეტია.
    --------------------
    # 2
  • გასულია
  • 12 ოქტომბერი 2018 20:32
    ზიეჩი დაითრიონ აიაქსიდან )))
    # 1
  • გასულია
  • 12 ოქტომბერი 2018 20:25
    რა 60 მილიონი
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.