წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


France Football: ვენგერი "მილანს" უხელმძღვანელებს!
ავტორი: FARAONE
  • როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა "France Football"-ი იყობინება, "არსენალის" ყოფილი თავკაცი, არსენ ვენგერი "მილანს" ჩაიბარებს.

    არსებული ინფორმაციით, ეს პირადად "როსონერის" მესვეურების გადაწყვეტილებაა და დიდი ალბათობით, ფრანგი სპეციალისტი, ახლო მომავალში შეცვლის გატუზოს.

    შეგახსენებთ, რომ გარდა ვენგერისა, იტალიურმა კლუბმა "არსენალიდან" უკვე დაიმატა გუნდის აღმასრულებელი დირექტორი, ივან გაზიდისი.скачать dle 11.3
    # 2
  • გასულია
  • 7 ნოემბერი 2018 04:14
    ფრანგული მედიის ინფორმაციით, არსენ ვენგერი მოლაპარაკებებს აწარმოებს "მილანთან", მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნასთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან და არ არის გამორიცხული, ყველაფერი დღესვე გაცხადდეს.

    "არსენალში" 22-წლიანი ეპოქის დასრულების შემდეგ, ვენგერი დასვენებას აპირებდა, თუმცა ჩანს, 69 წლის მწვრთნელს ჯერ კიდევ ერჩის ძალა საიმისოდ, რომ ახალი გამოწვევა მიიღოს, თან "მილანში", სადაც მოთხოვნები და ამბიციები ყოველთვის მაღალია.

    ეჭვგარეშეა, რომ "მილანში" ვენგერის დანიშვნა უკავშირდება ივან გაზიდისის სახელს. ეს ის გაზიდისია, ვინც წლების განმავლობაში "არსენალის" აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.

    2018 წლის 1 დეკემბრიდან ის ანალოგიურ ფუნქციას უკვე "მილანში" შეასრულებს. რა თქმა უნდა, გაზიდისისთვის გაცილებით კომფორტული იქნება ურთიერთობა ვენგერთან, ვიდრე ჯენარო გატუზოსთან.

    ამასთან, ვენგერს "მილანში" იმაზე ფართო უფლებამოსილება ექნება, ვიდრე ჩვეულებრივი მწვრთნელს. როგორც ამბობენ, ის ტრანსფერებზეც იმუშავებს "როსონერის" სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან ერთად.

    მართალია, ბოლო პერიოდში "მილანი" წარმატებით თამაშობს სერია A-ში და ავად თუ კარგად იგებს მატჩებს (ბოლო 6 მატჩიდან 5-ში გაიმარჯვა), მაგრამ უფროსობა პროგრესის ტემპით უკმაყოფილოა.
    # 1
  • გასულია
  • 7 ნოემბერი 2018 01:00
    Mokled rinos kidev daucdeba fexi da mashinve shecvlian, gamzadebulia kandidati
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.