ვინ არის ლუკას პაკეტა?

image
ბრიტანული ანალიტიკური სპორტული ვებ-პორტალი "squawka.com" აქვეყებს სტატიას ლუკას პაკეტას შესახებ, რათა გულშემატკივარმა უკეთ გაიგოს ვინ არის იგი და რატომ მოიყვანეს "მილანში".

1) ვინ არის ლუკასი?
პაკეტა 21 წლის ფეხბურთელია, რომელიც "ფლამენგოში" 10 წლის ასაკიდან თამაშობს(სხვადასხვა ასაკობრივებში). ძირითად გუნდში დებიუტი 2016 წელს ჰქონდა რიო დე ჟანეიროში ამხანაგურ ტურნირზე. ოფიციალური დებიუტი კი ბრაზილიის ჩემპიონატში 2017 წლის მაისში ჰქონდა. მას შემდეგ გუნდში 90 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 18 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

ლუკასს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2018 წლის სექტემბერში ჰქონდა - ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ(2:0), სადაც 71-ე წუთზე ფელიპე კოუტინიო შეცვალა.

2) რა პოზიციებზე თამაშობს ლუკასი?
ყველაზე ზოგადი განმარტებით, პაკეტა უნივერსალი ნახევარმცველია. ოფიციალური დებიუტის შემდეგ, მან ბრაზილიის ჩემპიონატის ეგიდით, საკუთარი კლუბის მაისურით, ხუთ განსხვავებულ პოზიციაზე ითამაშა მინიმუმ 5-5 შეხვედრა.

როგორც თავად მოთამაშე აცხადებს, თავს ყველაზე კომფორტულად შემტევ ნახევარმცველად თამაშისას გრძნობს. ასეთ დროს იგი აქტიურად მონაწილეობს შეტევების ორგანიზებაში და დიდ საფრთხეს უქმნის მეტოქის დაცვის ხაზს, თუმცა, გუნდის საჭიროებიდან გამომდინარე, ლუკასი არც დაცვით მოქმედებებზე ამბობს უარს და მან "ფლამენგოში" რამდენიმე თამაში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც ითამაშა.

ბრაზილიის ჩემპიონატის სტატისტიკით, პაკეტა საშუალოდ ერთ თამაშში ოთხჯერ ატყუებს მეტოქეებს 1-1-ზე თამაშისას, რაც ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პაკეტა ძალიან ძლიერია მეორე სართულზე ორთაბრძოლებში. მის ანგარიშზე, ბრაზილიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, 95 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლაა, რაც ჩემპიონატში მეხუთე საუკეთესო შედეგია. შედარებისათვის, საკუთარ კლუბში იგი მეორეადგილოსანს 29 მოგებული ორთაბრძოლით უგებს.

ლუკასი ძლიერია ართმევებშიც. იგი საშუალოდ ერთ თამაშში 6-ჯერ ართმევს მეტოქეს ბურთს.

3) რომელი გუნდები ინტერესდებოდნენ ლუკასით?
21 წლის ბრაზილიელით რამდენიმე ევროპული ტოპ-კლუბი ინტერესდებოდა, მათგან განსაკუთრებით აქტიურობდნენ ესპანური "ბარსელონა", ინგლისური "ლივერპული" და "მანჩესტერი", ფრანგული "პსჟ" და იტალიური "იუვენტუსი", თუმცა ამ საკმაოდ რთულ სატრანსფერო ბრძოლაში გამარჯვებული "მილანი" დარჩა.

პაკეტას ტრანსფერის შესახებ ორი რამ იწერება:
1) ლეონარდოს დიდი როლი, რომელმაც პირადად მოაგვარა სატრანსფერო დეტალები "ფლამენგოს" მენეჯმენტთან და ბრაზილიური კლუბის მიერ მოთხოვნილი 50 მილიონი 35-ზე ჩამოწია - ანუ ფლამენგო სხვა კლუბებს ლუკასის სანაცლოდ 50 მილიონს სთხოვდა, "მილანს" კი 35-ზე დათანხმა.
2) რიკარდო კაკას როლი, რომელმაც პირადად მოაგვარა ყველაფერი თავად მოთამაშესთან, დაარწმუნა "როსონერის" სამომავლო პროექტის ადეკვატურობაში.

საინტერესოა, რომ აღნიშნული ორი პიროვნების "ჩარევამდე", ლუკასისათვის ბრძოლაში ფავორიტად პარიზული კლუბი ითვლებოდა. მათმა ლიდერმა, ნეიმარმა, პირადად მოსთხოვა გუნდის ადმინისტრაციას ახალგაზრდა ბრაზილიელის გადაბირება და როგორც პრესა იტყობინება, ფრანგები სულ მალე აპირებდნენ ოფიციალური წინადადების გაკეთებას, თუმცა "მილანმა" დაასწრო..

4) გახდება თუ არა პაკეტა ახალი კაკა?
ბრაზილიური ფეხბურთის ამ თაობიდან რთულია ვინმე შევადაროთ კაკას, თუმცა თუ ლუკასის ადაპტაცია წარმატებით ჩაივლის, მას ექნება ყველა პირობა იმისათვის, რომ იტალიაში რიკარდოს წარმატებული გზა გაიმეოროს.

მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ოპტიმალური პოზიცია ცენტრალური შემტევი ნახევარმცველია, იგი თავს კარგად გრძნობს 4-3-3-შიც. ასეთ შემთხვევაში, იგი კარგად შეავსებს ჰაკანი-იგუაინი-სუსოს ტრიოს.

ჯერ-ჯერობით პაკეტასა და კაკას შორის მხოლოდ იმ მსგავსებაა, რომ ორივე მათგანმა ადრეულ ასაკში, დიდი კონკურენციის პირობებში, უპირატესობა "მილანს" მიანიჭეს - 2003 წელს კაკა სან-პაულოდან გადავიდა "სან სიროზე", 15 წლის შემდეგ კი იგივე გაიმეორა ლუკასმაც.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 018/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?