კარასკო, პელეგრინი, ბენატია - დღის სატრანსფერო სიახლეები!

image
ამ სტატიაში გაგაცნობთ იტალიური საფეხბურთო გამოცემების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, რომლებიც "მილანის" სატრანსფერო სამიზნეებს უკავშირდება.

გამოცემა "Bild" იუწყება, რომ "მილანს" ფერეირა-კარასკოს შეძენაში, "მიუნხენის ბაიერნი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" შეეცილებიან. შეგახსენებთ, რომ კარასკოს ევროპაში დაბრუნება სურს და "როსონერიც" არ ამბობს მასზე უარს, პრობლემა მხოლოდ ფეხბურთელის ხელფასი და ჩინური კლუბის მიერ მოთხოვნილი თანხაა.

"CorSera"-ს ინფორმაციით, "შავ-წითლები" სერიოზულად ინტერესდებიან "რომას" იტალიელი ნახევარმცველის, ლორენცო პელეგრინის გადაბირებით, თუმცა მოლაპარაკებები არა იანვარში, არამედ ზაფხულში დაიწყება.

"იუვენტუსის" მაროკოელი ცენტრალური მცველი, მეჰდი ბენატია ახლოს არის კლუბის დატოვებასთან და მისი შეძენით ყევლაზე მეტად, "მილანი" და "არსენალი" არიანს დაინტერესებულნი, ამის შესახებ "Yahoo Sport" იუწყება.



скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 199/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?