მორიგი ტალანტი "მილანში"?!

image
როგორც იტალიური გამოცემა "Corriere Dello Sport"-ი იუწყება, "როსონერი" სერიოზულად ინტერესდება "ბორდოს" ფრანგი ნახევარმცველის, აურელიან ჩუმენის შეძენით.

წყაროს თანახმად, 18 წლის ფეხბურთელის გადაბირებით, პირადად "როსონერის" აღმასრულებელი დირექტორი, ივან გაზიდისია დაინტერესებული.

ჩუმენი ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ ფეხბურთელად ითვლება საფრანგეთში და "შავ-წითლები" მზად არიან, ტრანსფერი 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გააოფიციალურონ.

скачать dle 11.3
  • ნახვები: 854/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი
სერია A - ცხრილი
Facebook
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?