ვინ გააძლიერებს "მილანის" შეტევას?!

image
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 5 დღე დარჩა და "მილანის" ყველა გულშემატკივარს აწუხებს კითხვა, იქნება თუ არა კიდევ ერთი ტრანსფერი და იქნება თუ არა ეს შემტევი ნახევარმცველი.

პაკეტასა და პიონტეკის შეძენის შემდეგ, "როსონერის" შემადგენლობა ნაწილობრივ დაბალნსდა, თუმცა პრობლემური პოზიციები კვლავ რჩება და ერთ-ერთი აქტუალური მარცხენა გარემარბის პოზიციაა.

განიხილება რამდენიმე ვარიანტი, იანიკ ფერეირა-კარასკო, სტივენ ბერგვინი, არნაუტ გრონეველდი, დენის სუარესი და ასევე ჟერარ დეულოფეუ, რომელიც იტალიურ კლუბში წარსულშიც თამაშობდა.

კარასკოს შემთხვევაში, სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება, თუმცა არ იცვლება ფეხბურთელის მოთხოვნა, რომელსაც საკმაოდ კოლოსარული ხელფასი სურს. "მილანი" მზადაა, ფეხბურთელს დასახელებული თანხის ნახევრი შესთავაზოს, რაზეც ბელგიელი უარზეა.

ბერგვინის შეძენა შედარებით მარტივია ფეხბურთელთან შეთანხმების მიღწევის კუთხით, მაგრამ მეორე საკითხია დათანხმდება თუ არა "პსვ" იჯარის წესით გასხვისებას და საბოლოო ჯამში ეს ტრანსფერიც რთულდება.

გრონეველდი, სუარესი და დეულოფეუ სათადარიგო ვარიანტებად განიხილებიან და ძირითად პრიორიტეტებად მაინც კარასკო და ბერგვინი მიიჩნევიან.

არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, ყველა ნახსენები ფეხბურთელის გადაბირება ძალიან რთული ჩანს და წინასწარ ვარაუდებით საუბარი სწორი არ იქნება.скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 157/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?