გატუზო: "გუნდი ვითარდება და..."

image
"ნაპოლისთან" მოგებული მატჩის შემდეგ, "მილანის" მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

"ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დავასრულეთ. ჩვენ გავიმარჯვეთ ბრწყინვალე "ნაპოლის" წინააღმდეგ და თითოეულ ფეხბურთელს ვულოცავ ამ წარმატებას.

პიონტეკმა მეორე გოლი არაფრისგან შექმნა. ეს ბიჭი მაოცებს და ვრწმუნდები იმაში, რომ საჯარიმოში მისი შეჩერება ყველას გაუჭირდება. ახლა მთავარია თანაგუნდელებთან შეთამაშება.

სეზონი საკმაოდ კარგად დავიწყეთ, თუმცა ჩვენ გვყავდა არასტაბილური დაცვის ხაზი, ახლა კი როგორც ხედავთ ეს ხარვეზიც გამოსწორებულია. თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ვთამაშობთ და გუნდიც ვითარდება.

ბაკაიოკო? ის არის თანამედროვე ნახევარმცველის პროტოტიპი. ამ ფეხბურთელს განვითარებული აქვს ყველა ის უნარი, რაც მისი პოზიციის მოთამაშეს უნდა ჰქონდეს და ამიტომაც არის შეუჩერებელი",
-დაასრულა გატუზომ.
скачать dle 11.3
  • ნახვები: 1 502/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook