"ბრეშამ" ტონალის ფასი დაასახელა

image
"ბრეშას" პრეზიდენტმა, მასიმო ჩელინომ სანდრო ტონალის ფასი დაასახელა. როგორც იცით, ნიჭიერი იტალიელი უამრავი გუნდის ინტერესთა სფეროშია.

ჩელინოს თქმით, იმ გუნდებს, რომელსაც ტონალი საკუთარ კლუბში ხილვა სურს 55-60 მილიონი უნდა გადაიხადოს. როგორც ცნობილია, მოთამაშის სამსახურით "ნაპოლი" და "მილანი" არის დაინტერესებული.

მიმდინარე კონტრაქტი ტონალის 2021 წლის ივნისამდე აქვს. მიმდინარე სეზონში სანდროს ანგარიშზე 23 მატჩია, სადაც 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.скачать dle 11.3
  • ნახვები: 184/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook