პრე-მატჩი - "ფიორენტინა" - "მილანი"

image
დღეს, ჩვენი დროით, 23 საათსა და 45 წუთზე "მილანი" ფლორენციაში "ფიორენტინას" ეწვევა და 3 ქულის მოპოვებას შეეცდება. სერია ა-ს დასრულებამდე 13 ტურია დარჩენილი და სატურნირო ცხრილში ადგილებისთვის ბრძოლა გადამწტვეტ ფაზაში შედის. "როსონერიმ" ათეულში ადგილი გაიმყარა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესასვლელად 10 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა სჭირდება, რაც ძალიან რთული იქნება. ერთის მხრივ, ქულათა რაოდენობის და მეორე მხრივ "ატალანტას" ფორმიდან გამომდინარე. ოთხეულისთვის ბრძოლაში არ "რომა" უნდა დავივიწყოთ, რომელიც ბერგამოელებს 6 ქულით ჩამორჩება.

გასული წლის ზაფხულში, "მილანმა" ახალი მწვრთნელი დანიშნა - მარკო ჯამპაოლო, რომელიც მანამდე სამპდორიას თავკაცი იყო და გუნდს ლაღ და ლამაზ ფეხბურთს ათამაშებდა, სწორედ ამ მიზეზით შეარჩიეს იგი "როსონერის" ბოსებმა. თუმცა მალევე იგი სტეფანო პიოლიმ ჩაანაცვლა. იებისა და ეშმაკების პირველი დაპირისპირება სეზონში სწორედ მარკოს დროს იყო. სეზონის დასაწყისში ლომბარდიელებს ამ თამაშამდე 5 თამაშში 2 გამარჯვება და 3 მარცხი ჰქონდა, ცუდი შედეგი ერთი მხრივ ფორმაციის ჩამოუყალიბებლობას, ხოლო მეორე მხრივ - ფეხბურთელების შეუგუებლობას ბრალდებოდა. მეექვსე ტურში მოდის დედაქალაქს, იები ეწვივნენ და არც თუ დაძაბულ ბრძოლაში მასპინძლები 1:3 დაამარცხეს. იმ თამაშმა "მილანის" ბევრი სისუსტე გამოაჩინა, კარგ ეპიზოდებად კი მხოლოდ დონარუმას პენალტის მოგერიება და რაფაელ ლეაოს სადებიუტო გოლს თუ მივიჩნევთ.

მას შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. "ფიორენტინას" კარგი სტარტი ცუდმა გაგრძელებამ ჩაანაცვლა, "მილანმა" კი პირიქით - საკუთარ თავში ძალები მონახა და თავი ზედა ათეულში დაიმკვიდრა, ფლორენციელები კი ქვედა ათეულის ბინადრებად გვევლინებიან.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანმა" ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაიმატა და თითქოს გუნდი თავიდან დაიბადა. უკან მოიტოვა ცუდი სტარტი და სასიამოვნო წაუგებელი სერიაც შემოგვთავაზა. ბერგამოში ნაჭამი სირცხვილის შემდეგ, "როსონერიმ" დღემდე მხოლოდ 1 მატჩი დათმო "ინტერთან", სადაც პირველ ტაიმს 2:0 იგებდა კიდეც, თუმცა მეორე ტაიმში რადიკალურად განსხვავებული სურათი ვიხილეთ და საბალოო ჯამში 4:2.

"მილანს" რომ საუკეთესო სეზონი არ აქვს, ამას გატანილი გოლებიც გვიჩვენებს 26 გატანილი გოლით. მხოლოდ "სპალს", "ბრეშას" და "უდიენეზეს" უსწრებს, "სამპდორიასთან" ერთად არასაპატიო, ბოლოდან მეოთხე ადგილს იკავებს. საერთო ბურთების შეფარდება გუნდს -5 აქვს. "ფიორენტინას"[/bს რაც შეეხება, მათ მოწინააღმდეგეთა კარი 31 ჯერ აიღეს, საკუთარ კარში კი ბურთი 35 ჯერ გაუშვეს.

[b]"ფიორენტინას"
მთავარ იმედად, 22 წლის იტალიელი შემტევი ფედერიკო კიეზა უნდა მოვიაზროთმ. 21 თამაშში მან 6 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. საშუალოდ გოლს კი ყოველ 294 წუთში ერთხელ იტანს. ფედერიკომ წინა ტურში "სამპდორიასთან" დუბლი გაიფრომა, მანამდე კი არც "ატალანტას" მოერიდა და მარცხის მიუხედავად მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა მაინც მოახერხა.

"მილანის" შემთხვევაში, ყურადღების ცენტრში ანტე რებიჩია. ბოლო 7 თამაშში ხორვატს 6 გოლი და 1 ასისტი დაუგროვდა. ცუდი სტარტის შემდეგ, როდესაც მის წასვლაზეც აქტიურად იწერებოდა, როგორც ჩანს, ხორვატმა მოახერხა იტალიაში საკუთარი თავის კიდევ ერთხელ პოვნა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ანტე საშუალოდ 1 თამაშში 41 წუთს თამაშობს და ყოველ 106 წუთში გააქვს გოლი.

ცალკე ინტრიგად რჩება ახალგაზრდა იტალიელი ფორვარდი, პატრიკ კუტრონე, რომელიც ზამთარში "ვულვზიდან" "ფიორენტინას" შეუერთდა. პატრიკი "როსონერის" აღზრდილია და თავის გუნდისადმი სიყვარულით თავი, ალბათ ყველა გულშემატკივარს დაამახსოვრა. მისი გოლის ხილვა ორმაგად ახარებდა ყველას, ერთი შედეგის მხრივ, მეორე კი მის აღნიშვნაში დანახული ემოციით, მისი სახით "მილანის" ტიფოზებს იმედი ჩაესახათ, რომ გუნდი საკადრის ადგილს დაუბრუნდებოდა, თუმცა კუტრონემ სასურველი შედეგი ვერ აჩვენა. ჯერ იგუაინის, ხოლო შემდეგ პიონტეკის ჩრდილში აღმოჩნდა. საბოლოოდ კი ანდრე სილვას ვერ გაყიდვას და რაფალ ლეაოს ტრანსფერს შესწირა ხელმძღვნელობამ და გუნდი ძალით დაატოვებინეს.

დიდი სიყვარულის მიუხედავად, პატრიკი აუცილებლად შეეცდება თავის შანსის გამოყეენბას და ყველასთვის იმის ჩვენებას, რომ მისი ჩამოწერა თავის დროზე შეცდომა იყო.

საერთო ჯამში, "მილანის" ფორმა მის გულშემატკივარს ოპტიმიზმის საფულძველს აძლევს. "როსონერის" მთავარი დაპირისპირებები ჯერ კიდევ წინ აქვს და იქამდე საკუთარი მაქსიმუმი უნდა აჩვენოს და რაც შეიძლება მეტი ქულა მოაგროვოს, რათა პრინციპულ მეტოქეებთან დაპირისპირებისას თამაშს ინტერესს სატურნირო ცხრილიც სძენდეს. რა თქმა უნდა, "ფიორენტინა" შეეცდება "მილანიდან" ქულა წაიღოს და შესაბამისად ადვილი დაპირისპირება ნამდვილად არ იქნება. ეს ყოველივე, იმის ფონზეც, რომ ბოლო დროს იები მხოლოდ სატურნირო ცხილის ლიდერებთან მარცხდებიან.

გამარჯვების შემთხვევაში "მილანი" 38 ქულას მოაგროვებს, "ნაპოლის" გადაასწრებს და ევროპა ლიგის ზონაში შევა. მარცხის შემთხევაში კი დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის საგზურს დაემშვიდობება.скачать dle 11.3
  • ნახვები: 213/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook