"მილანი" მირანჩუკზე აწარმოებს მოლაპარაკებებს

image
Sky Sports-ის ინფორმაციით, "მილანი" მოსკოვის "ლოკომოტივის" და რუსეთის ნაკრების ლიდერით, ალექსეი მირანჩუკით ინტერესდება.

მოთამაშეს კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, რამაც, შესაძლოა, "როსონერის" წისქვილზე დაასხას წყალი. ფეხბურთელის შეძენა იტალიელებს ფასდაკლებით სურთ. ლომბარდიელებს აქვთ იდეა, რომლის თანახმადაც, გაცვლაში შესაძლოა დიეგო ლაქსალტი ჩართონ, რომელსაც სათამაშო დრო აქ აქვს.

მიმდინარე სეზონში ალექსის ანგარიშზე 27 მატჩში 13 გოლი და 5 საგოლე პასია. სულ კი რუსს 218 შეხვედრაში 38 გოლი და 44 შედეგიანი გადაცემა აქვს.скачать dle 11.3
  • ნახვები: 153/0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ნავიგაცია
წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
Facebook