მონტელას პრესკონფერენცია » მილანის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი

მონტელას პრესკონფერენცია

ვინჩენცო მონტელას ინტერვიუ "სამპდორიასთან" მატჩამდე.


ძალიან ამაყი ვარ გენუაში დაბრუნებით, "სამპდორიასთან" მატჩი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულია. ვფიქრობ, რთული მატჩი გველის. "სამპდორია" ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობს. ვეცდებით, ვიყოთ სწრაფები და ორგანიზებულები.

ძალიან კმაყოფილი ვარ, იმით, რომ ამ სეზონში ძალიან კარგად ვიყენებთ სტანდარტულ მდგომარეობებს. შარშან, ამ კუთხით იტალიაში მე-3 ადგილს ვიკავებდით, ეს ჩვენი ძლიერი მხარეა, ჩვენ სტანდარტების დიდებული შემსრულებლები გვყავს.

ვფიქრობ, მომატება აუცილებლად გვჭირდება. მომდევნო თამაშები ძალიან რთული იქნება, კერძოდ, გამოვყოფდი დერბის "ინტერთან", ასევე მატჩებს "რომასთან", "იუვენტუსთან" და "ნაპოლისთან". ჩვენ მოტივირებულები ვართ, რათა სეზონი კარგად დავიწყოთ, ახალი მოთამაშეებით ამის გაკეთება კი ძალიან რთულია.

სუსო? მას ჩემი დახასიათება არ სჭირდება. იგი გასულ სეზონში შესანიშნავი იყო, წელს კი ახალი პოზიციიდან გამომდინარე, ბევრად მეტი გოლის გატანა მოუწევს.

ყოველ 3 დღეში ერთი მატჩი გვაქვს, ამიტომ მცირე ცვლილებები ყოველ მატჩში იქნება.

"მილანი" არ ფლობს დიდ უპირატესობას მეტოქეებთან? რატომ? მხოლოდ "ნაპოლის" აქვს ბურთის კონტროლის უკეთესი მაჩვენებელი. დარტყმებში კი ვლიდერობთ. მართალია, რიცხვები ყველაფერს არ ამბობენ, მაგრამ, მათზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ "მილანი" კარგად თამაშობს, ასევე, "მილანს" იტალიაში ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობა ყავს.

რა თქმა უნდა, იქნება აღმავლობაც და ჩავარდნებიც, ჩვენი ახალი და ახალგაზრდა გუნდი ვართ. ტაქტიკურად ზრდა კვლავ გვჭირდება, თუმცა ამ მხრივ, სწორ გზაზე ვართ.

ანდრე სილვა? ის ძალიან კარგად ვითარდება. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ის მხოლოდ 21 წლისაა და იტალიის ჩემპიონატთან შეჩვევა კვლავ სჭირდება.

გუნდში ყველაზე გამოცდილი თავდამსხმელი ნიკოლა კალინიჩია, მაგრამ ჩვენ ყველა მოთამაშე გვჭირდება. ბევრი გოლი პირველ წრეში? ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ ამის გაკეთებას შევძლებთ.

ჩვენ ძალიან ბევრს ველით ბონუჩისგან და ბილიასგან, ისინი გუნდში ყველაზე გამოცდილი მოთამაშეები არიან, ისინი ყველასთვის მისაბაძი მაგალითები არიან, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. თუმცა მე მთლიან გუნდზე ვარ კონცენტრირებული და არა მხოლოდ ამ ორ მოთამაშეზე.
dle

ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 11
2 აეკი 8
3 რიეკა 7
4 აუსტრია 5

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელს უფრო მეტი დამსახურება აქვს მილანის წინაშე?

რიკარდო კაკას
ანდრეი შევჩენკოს
ფილიპო ინძაგის



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 9
რეგისტრირებული: 0
სტუმარი: 9