მუდამ ერთი ნაბიჯით წინ. ალესანდრო ნესტა. ნაწილი ll

ალესანდრო ნესტა "მილანისა" და იტალიის ნაკრების ლეგენდარული მცველი, მოთამაშე, რომლის თამაშის ხილვა ერთი სიამოვნება იყო. უდიდესი სათამაშო ინტელექტი და საუცხოო შორეული გადაცემა, რომელიც უმოქმედოს ტოვებდა მეტოქის ცენტრალურ მცველებს.


მოვიდა 2002 წლის ზაფხული და სამწუხაროდ "ლაციოსათვის" ფინანსური კრისიზი დაიწყო. გუნდი ვალდებული იყო გაესხვისებინა ლიდერები. რასაკვირველია, საქმე ალსეანდროსაც შეეხო, მისი ხილვა მსოფლიოს წამყვან გუნდებს სურდათ. ინტელექტი, ლიდერის თვისებები და გასაოცარი გადაცემა, სუნთქვას უკავებდა გუნდების მთავარ მწვრთნელებს. ალსეანდორს ძალიან ბევრი შემოთავაზება ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი გუნდებიდან, მაგრამ ყველაზე დიდი სურვილი "მილანს" გააჩნდა. ისინი თვლიდნენ, რომ ალესანდრო იდეალური პარტნორი იქნებოდა პავლო მალდინისათვის და დაცვის ხაზის მინდობა სწორედ იტალიელებზე იგეგმებოდა. ასეც მოხდა; სილვიო ბერლუსკონიმ,"მილანის" პრეზიდენტმა, არ დაიშურა 31 მილიონი ევრო და კარლო ანჩელოტის სურვილი აასრულა. ალესანდრო სათამაშოდ "სან სიროზე" გადაბარგდა. 2002-2003 წლების სეზონში ჩემპიონატში საქმე არც ისე იდეალურად მიდიოდა, მაგრამ ევრო სარბიელზე "მილანი" ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო.

2003 წლის მაისში ჩატარდა პირველი იტალიური ფინალი 'ჩემპიონთა ლიგაზე". ოლდ ტრაფორდზე ინგლისში ერთმანეთს კარლო ანჩელოტის "მილანი" და მარჩელო ლიპის "იუვენტუსი" დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალზედ დაძაბული იყო, გუნდებს ეტყობოდათ, რომ ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. საღამო გატანილი ბურთების გარეშე სრულდებოდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. ალესანდრომ იდეალურად შეასრულა თავისი პასუხისმგებლობა და დალაშქრა ბუფონის კარი. ბოლოს კი ანდრეი შევჩენკომ მოუტანა მილანელებს ევროპის პრესტიჟული ტიტული."მილანმა"ის მეექვსედ აღმართა. 2002-2003 სეზონში "როსონერიმ" მესამე პოზიცია დაიკავა და კვლავ ალესანდროს ერგო წლის საუკეთესო მცველის ტიტული. ასევე ნესტა მესამედ აირჩიეს "უეფას" სიმბოლურ გუნდში.

2003-2004 წლების სეზონში "მილანის" მთავარი მიზანი იტალიის ჩემპიონობა იყო. 34 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, სწორედ ასეც მოხდა "როსსონერიმ" 82 ქულით მოახეხა ჩემპიონობა და 17-ედ აღმართა ტიტული.

2004-2005 წლების სეზონი და კვლავ ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ამჟამად, მათი მეტოქე ინგლისური "ლივერპული" იყო. პირველი ნახევრის შემდეგ "იტალიელები" სამ ბურთიანი ჰანდიკაპით ამარცხებდნენ ინგლისელებს. მეორე ნახევარში კი ყველაფერი თავდაყირად დადგა,ინგლისელებმა" მოახერხეს სამი ბურთის გაქვითვა და თამაშში დაბრუნება. საქმე პენალტებამდე მივიდა. ანდრეი შევჩენკომ ვერ მოახერხა დუდეკის მოტყუება და 2004-2005 წლების სეზონის ლიგის თასი ინგლისში გაემგზავრა. რასაკვირველია, ეს იყო შოკი იტალიელებისათვის, მაგრამ მათ ჰქონდათ შურისძიების საშუალება. 2007 წლის 23 მაისს, ამჟამად ათენში, "ეშმაკები" უპირისპირდებოდნენ "წითლებს". ფილიპო ინძაგის დუბლის წყალობით "როსონერიმ" შეხვედრა 2-1 მოიგო და მეშვიდედ აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი.

მსოფლიო ფეხბურთმა ალესანდრო ნესტასგან მიიღო უდიდესი მცველი. მცველი, რომელიც ყველას ემახსოვრება. ეს იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო თავისი თანაგუნდელების ტვირთის საკუთარ მხრებზე ეტარებინა წარმატებით. ალესანდროს დაყენება შეიძლება ისეთ მცველებთან, როგორებიც იყვნენ: ფრანკო ბარეზი, ლილიან ტურამი, ფაბიო კანავარო, პავლო მალდინი და სხვა ლეგენდები. მაგრამ ალესანდრო ნესტას სახელს, როდესაც გაიგებთ თქვენ გაგახსენდებათ მისი უდიდესი პროფესიონალიზმი გასაოცარი აზროვნება და მოედნის ხედვა. dle

  • qeba
  • 12-10-2017, 20:14
  • 453
  • 4

4

14 ოქტომბერი 2017 17:11

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 107
საერთოდ არ მგონია რომ მალდინი რაიმეთი მეტი ყოფილიყო, ერთადერთი რაც მალდინის პრივილეგიას ანიჭებდა გვარი იყო და სხვა არაფერი. ჩეზარეს შვილი იყო და რა თქმა უნდა უდიდესი მცველი, მაგრამ საფეხბურთო თვალსაზრისით ნესტა ბევრ ასპექტში უკეთესიც იყო.

3

13 ოქტომბერი 2017 16:40

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 132
მალდინის ჩრდილქვეშ იყო მაგრამ უძლიერესი იყო და მალდინს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა თითქმის ერთ დონეზე იყვნენ

2

13 ოქტომბერი 2017 11:22

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 31
იყო ბარეზი მალდინი და მესამე არი ნესტა გენიოსი მცვლები.

1

13 ოქტომბერი 2017 11:10

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 276
პაოლო მალდინი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 6
2 აეკი 4
3 ავსტრია 1
4 რიეკა 0

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელ ფეხბურთელს უფრო მეტი დამსახურება აქვს მილანის წინაშე?

რიკარდო კაკა
ანდრეი შევჩენკო



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 23
რეგისტრირებული: 1
სტუმარი: 22
gogi1984