მუდამ ფრინავი მარკო

ისტორიის დასაწყისი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელზე, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ, მალე წავიდა დიდი ფეხბურთიდან მოთამაშე, რომელსაც მეტოქის კარის დალაშქვრა ნებისმიერი პოზიციიდან შეეძლო. "მარკო ვან ბასტენი"


1964 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ უტრეხტში დაიბადა მარკო ვან ბასტენი. ფეხბურთი მას სისხლში ჰქონდა. მამამისი ორმოცდაათიან წლებში საკმაოდ წარმატებული მოთამაშე გახლდათ. მარკომაც მამის გზა აირჩია და თავიდანვე მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი თავისი მომავლის მწვანე მინდორთან დაუკავშირება. თავდაპირველად, მშობლიურ ქალაქში გუნდ "უვვ"-ში ჩაირიცხა ხოლო, რამოდენიმე წლის შემდეგ ქალაქის მეორე გუნდში განაგრძო მოღვაწეობა ,კერძოდ, კი "უსვ"ში.

13 წლის ასაკში მარკო შეამჩნია ლეო ბერხაკერმა, რომელიც იმ დროს როტერდამის "ფეინოორდის" სკაუტი გახლდათ. მან შესთავაზა მარკოს მამას, რომ მისი შვილი როტერდამში გადაბარგებულიყო, მაგრამ მისგან მტკიცე უარი მიიღო მარკოს მამა მიიჩნევდა, რომ მისი შვილი ჯერ არ იყო მზად მშობლიური ქალაქის დატოვებასთან. მარკომ სამწუხარო ამბავი შეიტყო 14 წლის ასაკში,ექიმთან ვიზიტის შემდეგ მას უთხრეს, რომ მისთვის თამაში არ შეიძლებოდა, მაგრამ მამამისმა ამაზე თვალები დახუჭა და მისცა შვილს კარიერის გაგრძელების უფლება.

1981 წელს მოვიდა იმის დრო, რომ მარკო დიდ გუნდში გადასულიყო და ეს ასეც მოხდა ამსტერდამის "აიაქსი"-ს სკაუტები იყვნენ გაოგნებულნი მისი ნიჭით და დაუყოვნებლივ შესთავაზეს მათ აკადემიაში გადასვლა, მარკომაც დაუფიქრებლად განუცხადა თანხმობა.

1982 წლის აპრილში შედგა მისი დებიუტი "ამსტერდამ არენაზე" "ნეკ"-თან შეხვედრაში. მან შეცვალა ლეგენდალური იოჰან კრუიფი და სადებიუტო მატჩშივე მოახერხა თავის გამოჩენა, ის შეხვედრა მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 5-0. მომდევნო სეზონში მარკომ 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 13 ბურთის გატანა მოახერხა. ჯამში ვან ბასტენმა ამსტერდამულ კარიერაში 172 ჩატარებულ შეხვედრაში 152 მოახერხა მეტოქის კარის აღება. dle

  • qeba
  • 9-10-2017, 18:09
  • 421
  • 2

2

10 ოქტომბერი 2017 14:04

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 1
  • |
  • კომენტარები: 265
გენიოსი იყო ვან ბასტენი...ალბათ როგორც ცენტრფორვარდი, მარტო კიჭა რონალდო თუ ჯობდა...

1

10 ოქტომბერი 2017 10:06

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 342
Jigaria marki

ინფორმაცია


კომენტარის დამატება შეიძლება 10 დღის შემდეგ.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 6
2 აეკი 4
3 ავსტრია 1
4 რიეკა 0

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელ ფეხბურთელს უფრო მეტი დამსახურება აქვს მილანის წინაშე?

რიკარდო კაკა
ანდრეი შევჩენკო



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 28
რეგისტრირებული: 2
სტუმარი: 26
gogi1984 Shio