-გიორგი ბასილაშვილი, 18 წლის
მიუხედავად იმისა, რომ საიტის ერთ-ერთი "ადმინი" და გამორჩეული მომხმარებელი ხარ, მომხმარებელთა დიდი ნაწილი მიანც არ გიცნობს კარგად.. გვიამბე შენ ცხოვრებაზე,: ინტერესებზე, ჰობიზე..
-ჩემი ცხოვრება ფეხბურთია და შესაბამისად ამ სპორტის გარეშე ჩემი ცხოვრებაც წარმოუდგენელია.. ასევე ძალიან მიტაცებს,მუსიკაც,მაგრამ ჩემთვის ფეხბურთი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ჩემი ჰობი ალბათ მაინც მუსიკაა,რადგან ფეხბურთზე წარმატებული მუსიკაში ვარ.
საინტერესოა. რა წარმატებაზეა საუბარი?
-ბავშვობიდან ფეხბურთი მიტაცებდა,მაგრამ დაახლოებით 10 წლის ასაკში მივხვდი,რომ მუსიკაში უფრო მეტის მიღწევა შემეძლო, ვიდრე ფეხბურთში... 10 წლის ვიყავი,როდესაც მუსიკაზე შევედიმ კერძოდ ხალხურ საკრავებზე. სიმღერა 16 წლის ასაკში დავიწყე,დავდიოდი თსუ-ს უნივერსიტეტში არსებულ ერთ-ერთ ანსამბლში. მონაწილეობა არდ-გენზეც მივიღე, ასევე ხშირად ვიყავი ტელევიზორშიც,მაგრამ ამ ცხოვრებაში ყველაფერი მალე მბეზრდება და დაახლოებით 1 თვის წინ, მუსიკასაც თავი დავანებე.
რასაკვირველია საყვარელი მუსიკოსი და მუსიკალური ჯგუფიც გეყოლება.. გვიამბე მათ შესახებ
-ვუსმენ ყველაფერს,რაც მომწონს და გამორჩევით ვერავის გამოვარჩევ,თუმცა ამ ბოლო დროს,ყველაზე ხშირად ბრუნო მარსს ვუსმენ.
ახლა მეორე ჰობიზე გვითხარი: ფეხბურთში როგორ წარიმართა შენი კარიერა ?
-ფეხბურთის თამაში დაახლოებით 8-9 წლის ასაკიდან დავიწყე... ვითამაშე უამრავ გუნდებში, პოზიციით გამთამაშებელი ვიყავი და ძალიან კარგადაც გამომდიოდა ამ პოზიციაზე თამაში,თუმცა რაც "მილანში" ალეშანდრე პატო გამოჩნდა, იმის შემდეგ თამაში თავდამსხმელად გადავწყვიტე,რადგან ბრაზილიელის თამაშმა ძალიან მომხიბლა. ფეხბურთშიც ჩემი რთული ხასიათის და რთული პერიოდების გამო ვერ შევძელი წარმატებით თამაში და საბოლოოს ამ სპორტსაც დაახლოებით 1 წლის წინ დავანებე თავი...
საინტერესო გავიგოთ რაზე ოცნებობს გიორგი ბასილაშვილი?
-მე საერთოდ ძალიან მეოცნებე ადამიანი ვარ. ოცნება,რომ არ არსებობდეს, ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა... რა თქმა უნდა მიოცნებია მილანში რიკარდო კაკას, კლარენს ზეედორფის,ანდრეი შევჩენკოს და ასეთი ფეხბურთელების გვერდით თამაშზე,თუმცა ნეტავი მილანში ვიყო და ჯანდაბას, ბონერას გვერდითაც ვითამაშებდი(იცინის)
ძალიან საინტერესოა.. შენი ცხოვრების უახლეს მიზნებზე რას გვეტყვი ?
-ამ ბოლო დროს იმდენი პრობლემა,მქონდა რომ მთლიანად არეული ვარ... ჩავიჭერი ეროვნული გამოცდების ბოლო გამოცდაზე.... ძალიან მინდოდა პროგრამისტი გავმხდარიყავი,მაგრამ მათემატიკამ არ მომცა ამის საშუელება(იცინის) ძალიან მებრძოლი ადამიანი ვარ და ჩემსას მაინც, აუცილებლად მივაღწევ... ძალიან მსურს რომელიმე უცხო ქვეყანაში წასვლა და იქ ცხოვრება... ჩემსას სანამ არ მივაღწევ,არ მოვისვენებ და იმედია ჩემი ოცნებები ნელ-ნელა ახდება... ყველაფერს დრო და ცხოვრება გვიჩვენებს.
გასაგებია.. ამაზეც მინდოდა მეკითხა. ბოლო დროს რაღაც "შეცვლილი" ხარ, თუნდაც საიტზე დადებული სტატია გავიხსენოთ.. დარწმუნებული ვარ და მომხმარებელს აინტერესებს ამის მიზეზი. პირადად ჩემთვისაც ბევრს უკუთხავს რამე თუ იცი ამისშესახებო..
-მიზეზიი შეიძლება ბევრს გაეცინოს,მაგრამ ამის მიზეზი "სიყვარულია" საშინელებაა,როდესაც ამ ქვეყნად უბედნიერესი ხარ,ოცნების კოშკებს აგებ,მომავალს გეგმავ შენს საყვარელ ადამიანთან და ერთ დღესაც საყვარელ ადამიანს კარგავ და შესაბამისად ეს ოცნების კოშკებიც ინგრევა... თუმცა ბოლომდე მებრძოლი ვარ და რა თქმა უნდა არც ამ საკითხში ვაპირებ დანებებას,რადგან ამ ცხოვრებაში ჩემი აზრით, მთავარი სიყვარულია... ამ ლამაზი გრძნობის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია..როდესაც მიყვარს და ბედნიერი ვარ, ამ ქვეყნად ყველაზე ძლიერი და მხიარული ვარ.
წარმატებას გისურვებთ.. ახლა გვითხარი რომელია შენი საყვარელი მწერალი(პოეტი) ნაწარმოები, ფილმი, მსახიობი..
-სიმართლე გითხრა,რაც ეს კომპიუტერი გამოიგონეს,იმის შემდეგ წიგნების კითხვა ნაკლებად მიტაცებს,მაგრამ ჩემი საყვარელი პოეტი გალაქტიონია... ძალიან მიყვარს მისი ლექსები და ნაწარმოებები, ასევე ძალიან მიყვარს შოთა რუსთაველი და მისი "ვეფხისტყაოსანი" იქ, ტარიელში ჩემს თავს ვხედავ(იცინის)
-ჩემი საყვარელი ფილმია: ციდან 3 მეტრზე. ხოლო საყვარელი მსახიობი არ მყავს.
ფეხბურთის გარდა სპორტის სხვა რომელიმე სახეობით ხომ არ ხარ გატაცებული ? დაგვისახელე აქაც რამაოდენიმე შენი რჩეული
-სპორტის რომელიმე სხვა სახეობით ნამდვილად არ ვარ დაკავებული,მაგრამ ფეხბურთის შემდეგ ყველაზე მეტად ჩოგბურთი მიყვარს და ამ სპორტში ჩემი რჩეული ნოვაკ ჯოკოვიჩია.
კარგი. მაშინ ახლა უშუალოდ ფეხბურთზე გადავიდეთ: დამისახელე შენი დროის სიმბოლური ნაკრები
-მეკარე: დიდა
-მცველები: ბეილი, მალდინი, ნესტა, კაფუ
-ნახევარმცველები:ჯერარდი, კაკა, რონალდინიო,
-თავდამსხმელები:მესი, იბრაჰიმოვიჩი, შევჩენკო.
-მწვრთნელი : ჟოზე მაურინიო.
გამოკვეთილად საყვარელი ფეხბურთელი(ყოფილი ფეხბურთელი) თუ გყავსი
-ვინაიდან ფეხბურთი კაკამ შემაყვარა, შესაბამისად მილანში და ზოგადად მსოფლიოში ჩემი საყვარელი ფეხბურთელი რიკარდო კაკაა,მაგრამ ამ ფორმაციის მილანში დღეს ჩემი ფავორიტი ალეშანდრე პატოა.
ვინ მიგაჩნია ფეხბურთის ისტორიის ყველაზე გამორჩეულ მოთამაშედი და ვინაა შენი აზრით დღეისათვის საუკეთესო ?
-ფეხბურთის ისტორიით ყველაზე გამორჩეულ მოთამაშედ, რონალდინიო მიმაჩნია...ხოლო დღესდღეობით ჩემი აზრით საუკეთესო მესია.
"მილანზე" გადავიდეთი დაახლოებით თუ გახსოვს როდიდან ქომაგობ "როსონერის"? გახსოვს მისი მონაწილეობით ნანახი პირველი მატჩი?
-"მილანს" დაახლოებით 2004 წლიდან ვქომაგობ და პირველი მატჩის კარგად მახსოვს... "მილანმა" "დეპორტივო" დაამარცხა 4-1 და სწორედ იმ დღის შემდეგ დაიკავა "მილანმა" ჩემს გულში ადგილი.
თუმცა, განმეოდებით მატჩში რაღაც ამოუცნობი ფაქტი მოხდა.. თუ გახსოვს ის თამაში? შენი აზრით რა "დაემართა" გუნდს ?
-რა თქმა უნდა მახსოვს,თუმცა მინდა,რომ არ მახსოვდეს... მილანელები ზედმეტმა თავდაჯერებულობამ დაღუპა და სწორედ ეს გახდა იმ მატჩის წაგების მიზეზი...
ამავეს ფიქრობ კიდევ ერთ ისტორიულ "კრახზე" - სტამბულის ფინალზე ?
-ჩემი აზრით, მაგ მატჩზე უარესი "მილანის" ისტორიაში არ არსებობს... ახლაც თვალწინ მიდგას იმ მატჩის მეორე ტაიმი, ახლაც ვერ ვხვდები როგორ შეძლო "მილანმა" იმ მატჩის წაგება.. ალბათ იქაც წინასწარმა ზეიმმა და მეორე ტაიმში ზედმტმა თავდაჯერებულობამ გამოიწვია ეს საშინელი და დაუვიწყარი მარცხი.
დღევანდელ "მილანზე" რას ფიქრობ ? რაიმე ტიტულის მოგებას ელი მისგანი შეუძლია გუნდს რეალური კონკურენცია გაუწიოს "ბარსელონასა" და "რეალს"?
-"მილანისგან" წელს იტალიის სერია A-ს და იტალიის თასის მოგებას ველი.. ძალიან მინდა,რომ გუნდმა კვლავ შეძლოს ჩემპიონთა ლიგის მოგებაც,მაგრამ ამ შემადგენლობით ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება.. ბერლუსკონი და გალიანი უნდა მიხვდნენ,რომ გუნდს მაღალი დონის ფეხბურთელები სჭირდება და ამისთვის ფულის დახარჯვაა საჭირო! დღევანდელ "მილანს" სჭირდება ერთი კარგი ნახევარმცველი,ერთი გამთამაშებელი და ერთიც კარგი მარცხენა მცველი. "ბარსელონას" და "რეალს" შესაძლოა რეალური კონკურენცია მხოლოდ შეტევის ხაზში და დაცვის ცენტრში გავუწიოთ, თუმცა ამ ბოლო დროს "მილანის" შეტევაც არ არის იდეალური... ალეშანდრე პატოს ბარბარა და ბურთი ერთამეთში არ უნდა აერიოს და უნდა მიხვდეს,რომ შეტევაში მარტო ზლატანი ვერაფერს გახდება.
ვის ყიდვას ურჩევდი გუნდს, შენს მიერ ზემოთ ნახსენები სუსტი რგოლების გაძლიერების მიზნითი
-გამთამაშებლის პოზიციაზე, ძალიან მომწონს განსო და ლუკას მარსელინიო და "მილანს" ამ ორიდან ერთ-ერთის ყიდვას ვურჩევდი... დაცვის მარცხენა ფლანგს რაც შეეხება, ბეილი იდეალური ვარიანტი იქნებოდა,თუმცა ბერლუსკონი მასში 40 მილიონის გადამხდელი ნამდვილად არ არის... ნახევარდაცვაში კი ჰამშინი, მონტოლივო,ან შვაინშტაიგერი, იდეალური იქნებოდა...
"არსენალი"-"მილანის" დაპირისპირებაზე რას ფიქრობ ? რის ხარჯზე შეიძლება არსენ ვენგერის გუნდის დამარცხება ?
-ალბათ დამეთანხმები,რომ "არსენალის" ნახევარდაცვას ჩვენს "ბებერ" ნახევარდაცვას სისწრაფეში ძალიან დაჩაგრავს... ჩვენ გვყავს იდეალური თავდასხმა და თუ მონტოლივოს შევიძენთ,ნაწილობრივ ნახევარდაცვაშიც მოგვარდება პრობლემები... "მილანი" "არსენალს" იმ შემთხვევაში დაამარცხებს,თუ გუნდს არ ეყოლება ტრავმირებული ფეხბურთელები.
მწვრთნელთა დუელზე რა აზრის ხარ ? "გაუქაჩავს" ალეგრი ვენგერსი და საერთოთ მიესალმები ახალგაზრდა, დამწყები მწვრთნელის "მილანის" დონის კლუბში დანიშვნას ? მიუხედავად შარშანდელი სკუდეტოსი..
-ალეგრის დიდი გულშემატკივარი არ ვარ,მაგრამ ვფიქრობ კარგი მწვრთნელია და "მილანთან" ერთად ყველაფრის მოგება შეუძლია,ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ხსენებულ ფეხბურთელებს უყიდის ბერლუსკონი. ალეგრიმ წელს შეძლო და ისეთი წინააღმდეგობა გაუწია "ბარსელონას" როგორიც ბოლო წლებში არცერთ გუნდს და მწვრთნელს არ გაუწევია.. ჩემი აზრით, ალეგრის ვენგერის დამარცხება იმ შემთხვევაში შეუძლია,თუ ყველა ფეხბურთელი მწყობრში ეყოლება.
დღეს განხმორციელებულ ტრანსფერებზე რას ფიქრობი მესბა,მერკელი,სტრასერი..
-მერკელი ძალიან კარგი ფეხბურთელია და მიხარია,რომ ამდენი ვეტერანის შემდეგ,ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცემა თამაშის შანსი.. სტრასერს არაფერს ვერჩი,მაგრამ მას მძიმე ტრავმა აქვს და ჩემი აზრით,მისი დაბრუნება ამ ეტაპზე ნამდვილად არ იყო საჭირო. მესბას რაც შეეხება, მასზე ბევრი არაფერი ვიცი და ნამდვილად არ ვიცი გაამართლებს თუ არა,თუმცა როდესაც გუნდს ყველაფრის მოგებაზე აქვს პრეტენზია, მესბასნაირ ფეხბურთელებს არ უნდა ყიდულობდეს.
უხერხული კითხვა უნდა დაგისვა: ქართულ ფეხბურტზე რას ფიქრობ ?(ვიცინი)
-მეც უხერხულად გიპასუხებ(იცინის):ფეხბურთი ინგლისში დაიბადა,ბრაზილიაში განვითარდა და საქართველოში გარდაიცვალა...
გასაგებია..სანაკრებო დონეზე რომელი ნაკრების გულშემატკივარი ხარი მომავალ ევროპის ჩემპიონატის ფავორიტად ვინ მიგაჩნიაი ელი რომელიმე "პატარა ნაკრებისგან" განსაკუთრებულად კარგ თამაშსი
-ნაკრებებიდან 2002 წლიდან ბრაზილიას ვგუშემატკივრობ, ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატის ფავორიტები: ესპანეთი,გერმანია და ჰოლანდია არიან. პატარა ნაკრებებიდან დიდი სურვილი,მაქვს,რომ საქართველოს ნაკრებმა მიაღწიოს წარმატებას,მაგრამ ისიც საკითხავია,გავალთ თუ არა ევროპის ჩემპიონატზე.. რატომღაც შვეიცარიის ან თურქეთის ნაკრებისგან ველი წარმატებას.
იმედია.. საიტზე გადავიდეთ: როგორც უკვე აღვნიშნე ერთ-ერთი გამორჩეული წევრი ხარ.. ალბათ ყველას აინტერესებს როგორ მოხვდი ACM-ზე ?
-საიტზე, ამ საიტის მთავარი ადმინისტრატორის ბიგერას წყალობით მოვხვდი... დაახლოებით 3 წლის წინ, მეზობელ საიტზე ვიყავი,მაგრამ იქ რაღაც უთანხმოების გამო ამ საიტზე მომიწია წამოსვლა და ვთვლი,რომ სამოთხეში მოვხვდი.. აქ სხვა საიტებისგან განსხვავებით, ყველაზე კარგი და მეგობრული ატმოსფეროა. ეს საიტი ჩემი სახლია.. კომპიუტერთან დაჯდომა,ამ საიტზე შემოსვლით იწყება და ინტერნეტ სივრცეში ყველაზე დიდ დროს ამ საიტზე ვატარებ.
ფაქტიურად მომდევნო კითხვაზეც გამეცი პასუხი, მაგრამ მაინც გკითხავ: რას ნიშნავს შენთვის ACM.Ge ?
-ACM.Ge ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე წარმოვიდგენ... ეს საიტი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა და მინდა,რომ იმაზე უფრო წარმატებულები გავხდეთ,ვიდრე ახლა ვართ. აქ ბევრი მეგობარი შევიძინე და ამ საიტის დაარსებისთვის, მინდა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო -ბატონ ნიკა ქშუტაშვილს, გურო სოფრომაძეს
-და ყველა იმ ადამიანს,ვინც ამ საიტის განვითარებისთვის მუშაობს.
მადლობა შენ, რომ ჩვენს გვერდით ხარ..
მგონი დღეისათვის საკმარისია, ვფიქრობ გიორგი ბასილაშვილი "დაწვრილებით" გავაცანი ჩვენი საიტის მომხმარებელს.. მადლობას გიხდი, რომ დრო გამონახე(დრო კი არა მთელი დღე ფაქტიურად-ჩემი "უნამუსობის" გამო) და ინტერვიუზე დამთანხმდი.. წარმატებას გისურვებ როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე "მილანისა" და საიტის მხრივაც :)
-მადლობა თქვენ... ამ საიტის დაარსებისთვის და ასეთი მეგობრული ატმოსფეროსთვის.. ეს საიტი,რომ არ არსებობდეს,ალბათ ყურადღებას სხვა ვერაფერზე გადავიტანდი და მალე ასათიანის კლინიკაში ამოვყოფდი თავს(იცინის)
- 18-01-2012, 22:04
- სიახლეები, ინტერვიუ მილა
- 28
 
 
 
 

შევეცდები გაგახსენო - ლადოს (ბაჭოს) კლასელი ვარ :)
25 იანვარი 2012 18:33 | მილანელი
 
 
 
 

მეცნობი და ვერ გიხსენებ საიდან....
-----------------------
24 იანვარი 2012 19:57 | ადმინი
 
 
 
 

24 იანვარი 2012 16:47 | მილანელი
 
 
 
 

ნამდვილად
21 იანვარი 2012 05:59 | მილანელი
 
 
 
 

-----------------------

21 იანვარი 2012 00:33 | რედაქტორი
 
 
 
 

20 იანვარი 2012 00:27 | მილანელი
 
 
 
 

-----------------------
19 იანვარი 2012 19:32 | ადმინი
 
 
 
 

19 იანვარი 2012 17:46 | მილანელი
 
 
 
 

-----------------------
19 იანვარი 2012 16:43 | ადმინი
 
 
 
 

სიყვარულმა თითქმის დაღუპა მაგრამ შენ წყვეტ ცხოვრებაში ფეხზე ისევ წამოდგე თუ არა! ვიცნობდი კარგად , მაგრამ ახლა უკეთ გავიცანი1!! :*:*
-----------------------
19 იანვარი 2012 15:21 | მილანელი
 
 
 
 

სიყვარულმა თითქმის დაღუპა მაგრამ შენ წყვეტ ცხოვრებაში ფეხზე ისევ წამოდგე თუ არა! ვიცნობდი კარგად , მაგრამ ახლა უკეთ გავიცანი1!! :*:*
-----------------------
19 იანვარი 2012 10:46 | ადმინი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

:D
-----------------------
„მილანი“ გრანდია, პლანეტის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი და მის ზემოთ მხოლოდ ზეცაა. გპირდებით, „სან-სიროზე“ კარგა ხნის განმავლობაში წარმატებით ვიასპარეზებ“-ანტონიო კასანო
18 იანვარი 2012 23:18 | ადმინი
 
 
 
 

-----------------------

18 იანვარი 2012 23:12 | ადმინი
 
 
 
 

ძაალიან კარგი ინტერვიუ იყოო!!! ყოჩააღ ორივეს!
-----------------------


18 იანვარი 2012 22:58 | ადმინი
 
 
 
 

-----------------------

18 იანვარი 2012 22:53 | მილანელი
 
 
 
 

18 იანვარი 2012 22:46 | მილანელი
 
 
 
 

:D:D:D:D რა ძმაა :D
-----------------------
18 იანვარი 2012 22:35 | მილანელი
 
 
 
 

18 იანვარი 2012 22:32 | მილანელი
 
 
 
 

-----------------------

18 იანვარი 2012 22:27 | ადმინი
 
 
 
 

-----------------------
Its Anazing, He Is Talant And My Favorite Footballer!
Stefan!!!
18 იანვარი 2012 22:26 | ჟურნალისტი
 
 
 
 

18 იანვარი 2012 22:24 | მილანელი
 
 
 
 

-----------------------
18 იანვარი 2012 22:23 | მილანელი
 
 
 
 

18 იანვარი 2012 22:11 | მილანელი
 
 
 
 

ძაან მაგარი ფილმია მეც მაგრად მიყვარს ეგ ფილმი და ყოჩაღთ ორივეს )))
-----------------------

18 იანვარი 2012 22:10 | რედაქტორი
 
 
 
 

-----------------------
„მილანი“ გრანდია, პლანეტის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი და მის ზემოთ მხოლოდ ზეცაა. გპირდებით, „სან-სიროზე“ კარგა ხნის განმავლობაში წარმატებით ვიასპარეზებ“-ანტონიო კასანო
18 იანვარი 2012 22:02 | ადმინი
 
 
 
 
|















აააა გამახსენდი :) გიორგი რუხაძე ხო?
-----------------------
26 იანვარი 2012 18:12 | ადმინი