სახელი, გვარი, ასაკი..
-დიანა ენდელაძე, 17 წლის(ნუ თითქმის 18ის)(იცინის)

მიუხედავად იმისა, რომ "წლის მილანელად" დასახელდი(ამაზე დაწვრილებით ოდნავ მოგვიანებით და საიტზე ჰიპერ-აქტიურად მოღვაწეობ, მაინც ცოტა რამ ვიცით შენზე.. გვიამბე სინამდვილეში როგორია ჩვენი საიტის ერთადერთი მანდილოსანი ?
-სინამდვილეშიც თითქმის ისეთივე ვარ, როგორსაც მიცნობთ. ცოტა ჯიუტიც, მაგრამ ვინც კარგად მიცნობს ადვილად მითანხმებს... მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც ძალიან უყვარს ფეხბურთი, წიგნები, ფილმები და ა.შ. (იცინის)

კარგი, მაშინ სანამ "უფრო ჩაგეძიები" მითხარი შენი რჩეული მწერალი, პოეტი, წიგნი(ნაწარმოები), მსახიობი, ფილმი, მომღერალი..
-წიგნები და ფილმები - ესენი ის თემებია, რომლებზედაც არაფერი არ უნდა გეკითხა, და მიხვდები რატომაც. მოკლედ, კითხვა ბავშვობიდან დავიწყე. ჩემი პირველი სერიოზული ნაწარმოები იყო "ბიძია თომას ქოხი" და "ანა ფრანკის დღიური" - ამ უკანასკნელიდან რამდენიმე თავი ზეპირადაც ვიცი, იმდენჯერ მაქვს წაკითხული (იცინის) შემდეგ, უფრო მაღალი საფეხურის სათავგადასავლო წიგნებით დავინტერესდი. კერძოდ, ჟიულ ვერნის, ალექსანდრ დიუმა (უფროსი-უმცროსი) და მაინ რიდის რომანები. მათი წიგნების წაკითხვისას სასიამოვნო წუთები მახსენდება - ზაფხულის არდადეგების პერიოდი, როცა სოფელში წასვლა ჯერ კიდევ მიხაროდა. "კაპიტან გრანტის შვილები", "საიდუმლო კუნძული", "ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო", "სამი მუშკეტერი", "ოცი წლის შემდეგ", "ორი დიანა", "გრაფი მონტე კრისტო", "თეთრი თათმანი", "უთავო მხედარი".. ეს იმ წიგნების მოკლე ჩამონათვალია, რომელიც წიგნების კარადაზე პირველ თაროს იკავებს. შემდეგ, როდესაც დაახლოებით 13-14 წლის ვიყავი დეტექტიური ჟანრის წიგნებმა გამიტაცეს... და ვფიქრობ, რომ აქ საუკეთესო არტურ კონან დოილია. მე შერლოკ ჰოლმზე სერიოზულად ვიყავი შეყვარებული (კონან დოილის "დაკარგული სამყარო" და "მოწამლული სარტყელიც" კარგი წასაკითხია). ღამეებს ვათენებდი ჰოლმსის და უოტსონის თავგადასავლების კითხვაში. ასევე, არანაკლებ ძლიერია ამ ჟანრში აგათა კრისტი. ჰოლმსის შემდეგ საყვარელი "გამომძიებლები" ჰერკიულ პუარო და მის მარპლი არიან. შემდეგ, ისტორიული რომანებითაც დავინტერესდი... დიუმას "დედოფალი მარგო", ჰიუგოს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი", სკოტის "აივენჰო" და "რობ როი"... ჰმ, მეტს რაღაც ვერ ვიხსენებ. (იცინის)
შემდეგ მოდიან: ოსკარ უალდი ("დორიან გერის პორტრეტზე" ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ საცოდაობაა, არ წაიკითხოთ) ონორე დე ბალზაკი ("შაგრენის ტყავის" წაკითხვის შემდეგ ერთი კვირა ვარაუდით დავდიოდი), რემარკი (ჩემი აზრით საუკეთესო გერმანელი მწერალი. ნებისმიერ დროს წავიკითხავ მის "სამ მეგობარს" და "ტრიუმფალურ თაღს"), ცვაიგი, თეოდორ დრაიზერი (რომელმაც ამერიკის ინდუსტრიულ ერაზე არც ისე კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა, თუმცა რომანები შესანიშნავი აქვს), ჯეკ ლონდონი (ამ მწერალმა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი "მარტინ იდენით" და "დიდი სახლის პატარა დიასახლისით") სტენდალი ( "პარმის სავანე" და "წითელი და შავი" საოცრებაა! რამოდენინეჯერ უნდა წაიკითხო, რომ ყველაფერი კარგად გაიგო)...
ეს რათქმაუნდა, არასრული სიაა...შეიძლება ჩემთვის ბევრი მნიშვნელოვანი ავტორი ან წიგნი გამომრჩა. რაც შეეხება ქართველებს, მიჭირს, რომელიმე გამოვყო. აკაკი თუ ილიაი მგონი უხერხული კითხვაა... გამსახურდია თუ ჯავახიშვილი? არანაკლებად უხერხულია პასუხის გაცემა.
პოეზიაც მიყვარს, ძირითადად ჩემი თანამემამულეების... რომანტიკოსებიდან დაწყებული, გალაკტიონით დამთავრებული. თუმცა, ბოლო ხანებში ბოდლერის და ვიიონის შემოქმედების გაცნობა დავიწყე და ძალიან მომეწონა.
-რაც შეეხება ფილმებს... მიყვარს ტიტრებიანი ფილმები (ეს ხუმრობით). ისე კი, უპირატესობას ვანიჭებ ფილმებს, რომლებშიც მოქმედება დიდხანს გრძელდება. ანუ, მთავარი გმირის ცხოვრების რამდენიმე დღეები კი არ არის სურათში აღწერილი, არამედ თვეები და წლები... მომწონს:"Pearl Harbor", "Knockin", "Hachiko- A Dog's Story", "Changeling", "marley and me", "What's Eating Gilbert Grape", "Gladiator" "Stepmom", "One day" , " Sherlock Holmes" "Notebook"... მოკლედ, ძალიან ბევრია. ასევე, მიყვარს კომედიური ჟანრის ფილმებიც : "The Hangover" (ორივე ნაწილი).. ჯეკი ჩანის, ჯიმ კერის და ჯონი დეპის ფილმები ცალკეა გამოსაყოფი... მუსიკას რაც შეეხება, ვუსმენ იმას, რაც მომწონს. ამ ბოლო დროს ადელი ამეკვიატა, ისე კი ჩემი playlist-? უფრო უცნობი შემსრულებლების სიმღერებითაა სავსე.

შთამბეჭდავია.. ახლა შენს ჰობიზე გვიამბე რაიმე
-მიყვარს წერა... თავისუფალ დროს ვორდს არ ვახარებ... შესაბამისად, წელს ის დასვენებულია ))

ლოგიკურია წლევანდელ წელზეც ვისაუბროთ: როგორც ვიციაბიტურიენტი ხარ, არჩეული გაქვს მომავალი პროფესია ?
-კი, მომავალი პროფესია დიდი ხანია არჩეული მაქვს. საერთაშორისოზე ვაბარობ (როგორც ყველა (იცინის)) და მინდა გამოვიდე დიპლომატი.

საინტერესოა, მეც ძალიან მიყვარს დიპლომატია.. გყავს ამ სფეროში მისაბაძი პიროვნება ?
-ბერნარ კუშნერი (ვხუუმროობ)(იცინის)

ფეხბურთი მიყვარსო აღნიშნე.. გოგონასთვის "განსხვავებული" ჰობი ხომარაა ? როგორ დაიწყო შენი და ფეხბურთის "ისტორია" ?

-მე და სპორტი ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს.. ეს ჩემი ოჯახის დამსახურებაა... სახლში მუდამ კალათბურთზე, ფეხბურთზე და ჩოგბურთზე საუბრობდნენ და მეც, დამაინტერესა(იცინის). უფრო ხშირად ფეხბურთს "მაყურებინებდნენ" და ნელ-ნელა ეს სპორტი ყველაზე მეტად შემიყვარდა.

საინტერესოა, უშუალოდ მილანი როდის გამოჩნდა შენს ცხოვრებაში ?
-ოოო, კარგი კითხვაა! "მილანი" კაკას საშუალებით გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.. თვითონ კაკა კი პირველად ვნახე ე.წ "ჯეირანზე".. ადრე ბიჭებს ძალიან მოგწონდათ ფეხბურთელების სურათებიანი თაბახის პატარა ფურცლებით თამაში. ვათვალიერებ და დავინახე... ვაღიარებ, პირველად თვალი იქმნა ტყვედ ქმნილი(იცინის)

და უნდა ვივარაუდოთ, რომ კაკას გამო შენც დაიწყე "ჯეირანის" თამაში ?
-არა.. არა.. უბრალოოდ ამის შემდეგ დავინტერესდი, როგორი მოთამაშე იყო და გავიგე, რომ იმ გუნდში თამაშობდა, სადაც კალაძე (მის შესახებ ვიცოდი რაღაცები)

ანუ იმის თქვა გინდა, რომ როგორც ყველა "ტრადიციულმა მანდილოსანმა' შენც ფეხბურთისადმი ინტერესი "უბრალოდ, სიმპატიური მამაკაცის გამო" გამოიჩინე ?
-არა და ახლავე აგიხსნი რატომ.: მართალია, თავდაპირველად კაკა ფიზიკურად მომეწონა (ვინ შემედავება, რომ ის ყველაზე სიმპატიური ფეხბურთელიაი ) მაგრამ შემდეგ გავიგე, რომ ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელი იყო და რომ არა ეს მიზეზი, მასზე ყურადღებას დიდად არ გავამახვილებდი... "მილანი" მან გამაცნო...
-პირველი თამაში, როგორც მახსოვს, იყო სტამბულის ფინალი... მაშინ არც ისეთი ფანი ვიყავი, უბრალოდ კაკას თამაშს ვადევნებდი თვალს... და იმ მატჩში გავიცანი ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან შემიყვარდნენ... მალდინი, ნესტა, პირლო, გატუზო, შევა და სხვები... ეს საოცრად ემოციური მატჩი იყო და მე არ მინდა ამ ფინალზე საუბარი (რაც სათქმელი იყო, ჩემს სტატიაში ვთქვი), რადგან როგორც იბრა იტყოდა, იმ მომენტზე ძლიერი ვარ!

თუმცა, არის ბევრი კითხვა, რომელიც შეიძლება მანდილოსანს დაუსვა: კლასიკური თუ სორტული ? (სამოსი)
-უფრო კლასიკური, მაგრამ ყოველდღიურად მოსახერხებელი სპორტულია (თუმცა, სპორტულსაც გააჩნია. არც ძალიან "ჩაჩები" )

რომელ ბბრენდს ანიჭებ უპირატესობას ?
-ელი სააბის კააბები მომწონს

საყვარელი სუნამო ?

-ნინა რიჩი

ახლა "ყველაზე კითხვა": დაკავებულია "ყველაზე მკაცრი" ადმინის გული ?
-შემდეგი(იცინის)

ანუი
-ანუ შემდეგი კითხვა(იცინის)

ფეხბურთის გარდა სპორტის რომელიმე სახეობა თუ მოგწონს გასაკუთრებულად ? დამისახელე შენი რჩეულები..
-კი? მომწონს! თან ძალიან(იცინის), ჩოგბურთი მომწონს.

ფედერერი თუ ნადალი?
-მიუხედავად დღევანდელი სიტუაციისა სარეიტინგო ცხრილში მაინც ვფიქრობ, რომ ნომერ პირველი არის ფედერერი... თუმცა ვაფასებ ნადალის მონდომებას(იცინის)
-ასევე, ძაალიან მომწონს ნოვაკ ჯოკოვიჩი და ენდი როდიკი.. ეს უკანასკნელი ამ ბოლო დროს არც ისეთი წარმატებულია მაგრამ იყო დრო, როდესაც თავისი სიტყვა ეთქმოდა. ქალებში ადრე შარაპოვა მომწონდა, მაგრამ დღეს სიტუაცია შეიცვალა.. შარაპოვას დრო წავიდა..

ახლა ფეხბურთზე გადავიდეთ: დამისახელე შენი დროის სიმბოლური ნაკრები
-თავიანთ საუკეთესო ფორმებში: კასილასი, მალდინი, სილვა, ნესტა, ალვესი, ჯერარდი, პირლო, ზიდანი, რონალდინიო, კაკა, რაული.
-მწვრთნელზე გეტყოდი მაურინიო მეთქი, მაგრამ თუ სუბიექტურად მივუდგები საკითხს, მინდა გითხრა, რომ ის მძულს! მაგრამ, მაინც ჟოზე... ან კაპელო.

გამორჩეულად საყვარელი მოთამაშე გყავს ?

-ბევრს არაფერს გეტყვი, აცმ.გეს საზოგადოებამ ისედაც კარგად იცის, თუ როგორ მიყვარს კაკა... ჩემთვის ის არის ამოსავალი წერტილი. მოვიდა ნოჩერინო და რას ვფიქრობ მეი კაკას დონემდე ვერ მივა... მოვიდა შაარავი - კაკა არ განმეორდება. მოპირდაპირე ქუჩაზე მიდის მაღალი ბიჭი - სად ეს და სად კაკაი! (იცინის)

დღეს ვინ მიგაჩნია კაკას მემკვირდედ ?
-ძნელი სათქმელია. რადგან კაკა ინდივიდუალური ოსტატობის მქონე ფეხბურთელებს განეკუთვნება... მჯობნზე მჯობნი კი ნამდვილად არ დაილევა, მაგრამ კაკას მემკივდრედ მე მხოლოდ მის სისხლით ნათესავს ვაღიარებ.

მოკლედ ამ თემაზე ძალიან სუბიექტური ხარ.. მაშინ დღევანდელ მილანზე გვითხარი რას ფიქრობ ? მისი ლიდერი ვინაა ?
-ჩემი აზრით ლიდერი იბრაჰიმოვიჩია. როცა იბრა მოედანზეა, მე უფრო მშვიდად ვარ... გაცილებით მეტი იმედი მაქვს, რომ მოვიგებთ. ლიდერობის ერთ-ერთი ვარიანტი პატოც იყო, მაგრამ მისი სტაბილურად არასტაბილური მდგომარეობა ვერ გაწვდება ამას.

ალეგრიზე და საერთოთ წლევანდელ მილანზე რა აზრის ხარ ? "გავქაჩავთ" რაიმე ტიტულის მოგებას მიმდინარე სეზონში?
-სეზონი რომ არასასურველი შედეგებით დავიწყეთ, ცოტა ეჭვი შემეპარა, რომ სკუდეტოს რიცხვს 19ამდე გავზრდიდით, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ამის დიდი შანსი გვაქვს. იტალიის თასზეც არ უნდა გაგვიჭირდეს თამაში, თუმცა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების ტრავმები რათქმაუნდა, ხელის შემშლელი ფაქტორია. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, უბრალოდ გიპასუხებ - მე მჯერა ჩემი გუნდის და იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ... შანსები გვაქვს თუ არა, ეს "არსენალთან" მატჩში გამოჩნდება.

მეთოფეები ახსენე და საინტერესო ა რას ფიქრობ რის ხარჯზე შეიძლება მათი გამოგდება ?
-საკუთარი შესაძლებლობების რწმენის ხარჯზე და რათქმუანდა, დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებისაც. "მილანს" შეუძლია "არსენალის" დამარცხება... მთავარია, ფეხბურთელებმა ყურადღებით ითამაშონ და საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგონ.

თუმცა, იგივე რეალისა და ბარსასთან შედარებით მილანი სუსტია.. რას ფიქრობ ვინ უნდა იყიდოს ამ ზამთარში გუნდის ხელმძღვანელობამ ?
-გეტყოდი, ტევესი მეთქი, რადგან ძირითადად მის ტრანსფერზე საუბრობდნენ, მაგრამ ის უკვე ანჩელოტის გუნდში გადავიდა. იმათ, ვისი გადმოსვალც მილანში მინდა, ამის შანსი არ აქვთ... (უფრო სწორედ მე არ მაქვს იმის იმედი, რომ ოდესმე ასე იქნება)

კონკრეტულად "ვის" გულისხმობ ?
-მინდა კარგი, გამოცდლი მეკარე... (ძნელად ასაღებ ბურთებს რომ მოიგერიებს და არ გამიკვირდება).. ნახევარმცველი, რომელიც მოედანზე საცოდავად კი არ ირბენს, არამედ იბრწყინებს... ალბათ ხვდები, ვისაც ვგულისხმობ

ყველანი მივხვდით.. სანაკრებო დონეზე რას გვეტყვი ? ვის ქომაგობ და რატომ ?
-ბრაზილიელებს თავიდანვე, იმიტომ რომ ეს ბიჭები ფეხბურთის სათამაშოდ არიან დაბადებულნი! მათ გამო ღამეებს ვათენებდი კოპა ამერიკის ტურნირის დროს... ოღონდ უკანასკენ კოპას არ ვგულისხმობ. ევროპაში კი გასაგები მიზეზების გამო იტალიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ, თუმცა მუნდიალის მოგების შემდეგ ისინი არც ისე სტაბილურები არიან... თუმცა ეს ყველგან ხდება-ხოლმე. თაობათა ცვლა ყველაფერს გამოაწორებს.

ე.? მილანი და ბრაზილია.. თუ შეგიძლია გაიხსენო ყველაზე ემოციური და სანახაორივი მატჩი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა მილანის მონაწილეობითი ბრაზილიის ნაკრების მონაწილეობითი
-"მილანის" მონაწილეობით იყო ნახევარფინალი "მანჩესტერთან"... განმეორებით მატჩში სან სიროზე. აი მაშინ გაცილებით უფრო ვნერვიულობდი, ვიდრე შემდეგ, ფინალში. ყველა მეუბნებოდა, რომ ფერგიუსონის შეგირდები მოედანზე დიდ ამბავს დაატრიალებდნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად (იცინის) სანამ ანგარიში გაიხსნებოდა, მე ჩემი დამემართა...
-რაც შეეხება ბრაზილიას, ყველაზე ემოციური იყო 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. როცა გერმანიის ნაკრები დაამარცხეს.. მაშინ სოფელში ვიყავი და მახსოვს, სახლში დიდი ამბები იყო. ბევრი ბრაზილიას ბალეშიკობდა, მათ შორის მეც და ნამდვილად სასიამოვნო 90 წუთი გავატარე.

ალბათ ჩემი მხრიდან უყურადღებობად ჩაივლება სტამბულის ფინალზე რომ არ გკითხო.. სტატია უბრალოდ ფანტასტიკური იყო9შენს მიერ დაწერილი), თუმცა, საინტერესოა რას გრძნობდი რეალურადი
-რეალურადი როგორ გითხრა, უბრალოდ გაოგნებული ვიყავი... არ მჯეროდა, რომ სიტუაცია ასე რადიკალურად შემობრუნდა და "ლივერპულმა" თასი ხელიდან გამოგვაცალა... როცა გატუზოს, კაკას, განსაკუთრებით კი მალდინის სახეებს აჩვენებდნენ ჟრუანტელი მივლიდა...
-მეგონა, რომ იმ ბიჭებისთვის აღარაფერს აღარ ჰქონდა აზრი, მაგრამ ჩვენ მალე აავიღეთ "ცრემლები".

2წლის შემდეგ აღებულ რევანშზე რას გვეტყვი ? რადიკალურად განსხვავებული გრძნობები იყო რასაკვირველია..

-სანამ მატჩი დაიწყებოდა ტელევიზორის წინ იატაკი "გავტკეპნე". სახლში ყველა "მილანის" შანსებს განიხილავდა და მე ყურსასმენები მეკეთა.. არაფრის გაგონება არ მინდოდა(იცინის)
-როცა მატჩი დაიწყო, ისეთ განწყობაზე ვიყავი, რომ კომენტატორის ხმა აღარ ისმოდა. და ნუ ინძაგი.... ნამდვილად, სრულიად განსხვავებული გრზნობები იყო! იმ მომენტში 100%ით ბედნიერი ვიყავი. თუმცა, როდესაც "ლივერპულმა" ერთი ბურთი გაგვიტანა ცოტა შევცბი... წარსულში მიღებული გამოცდილების გამო, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მე მინდოდა.

საინტერესოა ბერლუსკონი-გალიანის დუეტზე რა აზრის ხარ ? ამ ბოლო დროს აქტუალური გახდა მათი "გაკრიტიკება-გამართლება"..
-ყოველ ზაფხულს გალიანი მაწამებს, ისევე როგორც თქვენ... იყიდის თუ არ იყიდისი იჯარით თუ ბარტერით...? მოკლედ, ტრანსფერებით ამ ბოლო დროს ხელმძღვანელობა რომ არ გვანებივრებს ფაქტია. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ ნოჩერინოს და შაარავის გადმოყვანა შეცდომა იყო. მოკლედ, მე მართლა ვერ გადავწყვეტ "მილანისთვის" რა იქნება უკეთესი - ძველი ხელმძღვანელობა თუ ახალი .

ალეგრიზე რა მოსაზრება გაქვს ? არის მილანის დონის ? ხომ არ ჯობდა ელონარდოსათვის დრო მიგვეცა ?
-რას ამბობი! არა! მე მისი მუშაობით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ... ნუ "ნაკლებად" იმიტომ, რომ ევროპის მასშტაბითაც მინდა თავი გამოიჩინოს.

მგონი მილანი დროებით ამოვწურეთ.. ახლა ის მითხარი საიტზე როგორ მოხვდი ?
-ჩვეულებრივად.... უბრალოდ მისამართი ავკრიფე და ეს საიტიც ვიპოვე. გასაგები მიზეზების გამო ძალიან მომეწონა აქაური გარემო და ასე, დავრჩი.

და.. ამჟამად რა ადგილი უჭირავს საიტს შენს ცხოვრებაში ?
-ამჟამად ACM.GE ჩემს ფავორიტ ვებ გვერდებს სათავეში უდგას. თუ ინტერნეტთან აღმოვჩნდები, გამორიცხულია, რომ არ შემოვიდე და რამდენჯერმე არ გადავათვალიერო სიახლეები.

გიფასდება.. როგორც იცი საიტზე გამოკითხვა ჩატარდა სადაც თითქმის ყველა ნომინაციაში ერთ-ერთი მოწინავე მომხმარებელი იყავი.. გაიმარჯვე ემოციურში, მკაცრში.. ცხოვრებაშიც ასეთი ხარ ?
-ემოციური ნამდვილად ვარ. რაც შეეხება მკაცრს, დანამდვილებით ვერ გეტყვი. საერთოდ, ვცდილობ, რომ მაქსიმალური გავაკეთო ხოლმე და სხვა პიროვნებისგანაც ასეთივე შემართებას ვითხოვ. შეიძლება ეს სიმკაცრეში ჩამეთვალოსი არ ვიცი...(იცინის) უფრო სამართლიანი...

მეგობრულებშიც ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დაიკავე.. განსაკუთრებით რომელიმე მომხმარებელთან თუ დაახლოვდი ?
-კი?, ისევე როგორც ადმინისტრაციის წევრებთან, აგრეთვე მილანელებთან და ჩვენი საყვარელი კლუბის ერთგულ ფანებთან.

"წლის მილანელზე" პირველი ადგილი დაიკავე.. გვითხარი რამე ამის შესახებ
-ძალიან გამიკვირდა... ნიკოლოზს მთელი კვირა "ვკერავდი", რომ ეთქვა, ვის ფიქრობდნენ, მაგრამ მეტყოდა სიტყვასი! რათქმაუნდა, ძალიან გამიხარდა და კარგია, რომ "ბოსებს" მოსწონთ ჩემი მუშაობა (იცინის). დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ. განსაკუთერებით ამ "ტიტულში" ის მომწონს, რომ შემიძლია იმას გადავულოცო შემდეგ წელს, ვისაც მე მივიჩნევ "წლის მილანელად".

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ "პირადზე" ვერაფერი "გამოგგლიჯე".. ვიცი რომ სულ მალე დაბადების დღე გაქვს, რას უსურვებ საკუტარ თავს მომავალ წელს ?
-ჩემს თავს წელს წარმატებით ჩაბარების მეტს ვერაფერს ვუსურვებ... ჯერ-ჯერობით ესეც საკმარისია.

როგორც მომავალ დიპლომატს უნდა გკითხო: არის ისეთი ქვეყანა, რომელში სამოგზაუროდაც დღესვე წახვიდოდი ?
-დღესვეი ასეთი ქვეყანა არ არსებობს...(იცინის) უბრალოდ, სპონტანურად რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ მიყვარს.. მით უმეტეს სამოგზაუროდ წასვლა... თუმცა, დიდი სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში... დღეს არადა ხვალ კი.

ეს გელას საყვარელი კითხვაა: რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს ?
-ძნელი სათქმელია... ალბათ ტყუილს ან ღალატს. თუმცა, თუ საყვარელი ადამიანია განაჩენის აპელაციაც მოსულა.

ფსიქოლოგიურ ტესტზე რას იტყვი ?
-თანახმა ვარ(იცინის)

ძროხა ვეფხვი ცხვარი ცხენი ღორი დაალაგე შენეულად
-ვეფხვი, ცხენი, ცხვარი, ძროხა, ღორი

ესენი ადამიანის სურვილებს აღნიშნავენ , პასუხები გაინტერესებს ?
-კი??

ვეფხვი გამოხატავს სიამაყეს.. ანუ ჩემი ვარაუდი გამართლდა(ვიცინი) კიდევ ერთი კითხვაც: დღევანდელ თამაშზე რას ფიქრობ ? "რაი სადი როდისში?" შეუძლია შენს(კიარადა ჩვენს) გუნდს გამარჯვება ?
-ვღელავ ძალიან! რათქმაუნდა, ჩვენ შეგვიძლია მოგება... და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რაც არ უნდა სასტიკი ანგარიშით მოიგოს მეორე გუნდმა.

იმედია.. მგონი მოვრჩით.. მადლობა მინდა გადაგიხადო ინტერვიუზე თანხმობისათვის და ასევე ბოდიში მინდა მოგიხადო 3დღიანი "გადაგდებებისათვის".. წარამტებას გისურვებ როგორც პირად ცხვორებაში, ასევე საიტის და მილანის მხრივაც
-დიდი მადლობა შენ, რომ ბოლოსდაბოლოს ჩემთვისაც მოიცალე(ირონიული სიცილი+მეც ვიცინი)ასევე,მადლობა კეთილი სურვილებისთვის. მეც ასევე, ყველა მილანელს წარმატებას გისურვებთ და დიდი მადლობა ჩვენი საიტის მომხმარებლებს, რომელბიც ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურობენ. ასე გააგრძელეთ!
 

წყარო




  •  22-01-2012, 23:09
  •  სიახლეები, ინტერვიუ მილა
  •  66


True Milanista


13 თებერვალი 2012 21:15 | მილანელი

 

 

 

 



MiLaNKa,
მე უფრო სხვანაირი წარმომედგინა შერლოკი,რობერტი დაბალიაა :D

-----------------------


4 თებერვალი 2012 01:42 | მილანელი

 

 

 

 



ბრავო!!! მაგარია ძაან


26 იანვარი 2012 21:40 | მილანელი

 

 

 

 


63. ruxa

MiLaNKa,
ხომ იცი ჩემს იუმორს საზღვარი არ აქვს! - შენშიც იუმორის გრძნობას ვაფასები :) :D:D:D


26 იანვარი 2012 00:27 | მილანელი

 

 

 

 



ruxa, გიორგი, როგორ იცი ხოლმე :D ყველაფერზე ხუმრობა სად გაგონილაა :D

-----------------------


25 იანვარი 2012 22:48 | ადმინი

 

 

 

 


61. ruxa

დიანა ბრწყინვალე პიროვნებაა, რაც ამ ინტერვიუშიც გამოჩნდა. მხოლოდ მისი ერუდირება და მჭერმეტყველება რად ღირს :) მოკლედ ხალხნო - უნაკლო ადამიანია!


24 იანვარი 2012 01:39 | მილანელი

 

 

 

 


60. Alix

ციტატა: KaKa
ვორდს არ ავხარებო, ვორდს კიარა თითებსაც არ ახარებ!მიმიქარავს ილია ჭავჭავაძე დიკოს განათლებულობასთან. იმდენი წიგნი ჩამოტვალა წაკითხვა მომინდა

wink


23 იანვარი 2012 23:29 | მილანელი

 

 

 

 



ციტატა: Geto
კარია .. კაი ფილმებიც მოსწონს.. მოკლედ დაიმსახურა წლის მილანელის სტატუსი !

დიიდიი მადლობა ))

ციტატა: NESTA 13
,shelock holmsze vityodi dabali donisa radgan visac wigni aqvs wakitxuli didad gansxvavdeba wigni da filmi ertmanetisgan.wigni jobia milionjer !

წიგნი ამ შემთხვევაში სულ სხვა არის, რათქმაუნდა... მაგრამ ფილმი ძალიან მაგრად არის გადაღებული. რა გრაფიკაა...ძალიან მაგარია, ჩემი აზრით :D რობერტი შესანიშნავად მოერგო როლს, დაახლოებით ეგეთი წარმომედგინა შერლოკი :D <3

ციტატა: administrator
:D:D მერე რა დიანა დიდხანს მაინც არ გაგაჩერებს, ცათვალე პირობითი გაქვს :დ

რათქმაუნდა, ერთხელ მაინც თუ დაარღვევს ცენზურას, შემდეგ პერსონალურად კონტროლდება :D

ციტატა: vaja
ციტატა: BaChOწიგნებზე მართლა არ უნდა გეკითხა (rofl)რა ვიცოდი.. :D


:D :D :D :D ამიერიდან ეცოდინება, მაინც... :D

ციტატა: KaKa
ვორდს არ ავხარებო, ვორდს კიარა თითებსაც არ ახარებ!

:D :D აუ თქვენ რომ იბრაჰიმოვიჩის ბიოგრაფიას ნახავთ მერე რას იტყვითი! :D

-----------------------


23 იანვარი 2012 20:45 | ადმინი

 

 

 

 



ვორდს არ ავხარებო, ვორდს კიარა თითებსაც არ ახარებ!

მიმიქარავს ილია ჭავჭავაძე დიკოს განათლებულობასთან. იმდენი წიგნი ჩამოტვალა წაკითხვა მომინდა wink

-----------------------


23 იანვარი 2012 19:01 | ადმინი

 

 

 

 



ციტატა: Ika.Milan95
ყოჩაღთ ორივეს ! ძალიან საინტერესო იყოო მართლა ! თითებმა რა დაგიშავა დიკო ? :D რამ გაგამწარა :D ყოჩაღ !

:D

-----------------------


23 იანვარი 2012 17:45 | მილანელი

 

 

 

 



ციტატა: GZR
17 წლის ბავშვისთვის საკმაოდ კარგი ჩანს (იმედია არ მიწყენს ბავშვად, რომ მოვიხსენიე). არ მეგონა თუ ასეთი ასაკის ხალხს, მითუმეტეს ჩვენს დროში კითხვა ასე ეყვარებოდა :) .ასე გააგრძელე. დოსტოევსკი წაიკითხე მოგიანებით ;) საუკეთესოა.

პირიქით, მიხარია რომ დიდი არ გგონივარ :D
გაიხარე ))
დოსტოევსკი წაკითხული მაქვს ;) ეგ და ბულგაკოვი რატომღაც გამომრჩა... ნუ უფრო გამოვტოვე :D ყველას ხომ არ ჩამოვწერდი :D


ციტატა: Ika.Milan95
თითებმა რა დაგიშავა დიკო ? :D რამ გაგამწარა :D

თემას გააჩნია :D

ციტატა: Alexandre Pato
მე მეგონა ფეხბურთი კაკას გარეგნობამ შეგაყვარა,მაგრამ შევმცდარვარ :D

:D :D :D 50%ით

administrator, lame ^_^

დანარჩენებს დიდი მადლობა :D ;))

-----------------------


23 იანვარი 2012 16:27 | ადმინი

 

 

 

 


55. Siswa

კარგი გოგოა


23 იანვარი 2012 16:18 | მილანელი

 

 

 

 



ყოჩაღთ ორივეს ! ძალიან საინტერესო იყოო მართლა ! თითებმა რა დაგიშავა დიკო ? :D რამ გაგამწარა :D ყოჩაღ !

-----------------------


23 იანვარი 2012 15:48 | ადმინი

 

 

 

 



აუ რამხელაა რა წაიკითხავს ამას
ისე კია საინტერესო

-----------------------


23 იანვარი 2012 15:35 | მილანელი

 

 

 

 



ციტატა: Alexandre Pato
ყოჩაღ! ძალიან საინტერესო იყო :* მე მეგონა ფეხბურთი კაკას გარეგნობამ შეგაყვარა,მაგრამ შევმცდარვარ :D

ხოო მაგიტომ ბევრ გოგოს უყვარს კაკა :D მარა მ გოგოების არ მესმის რომლებსაც მესი უყვართ :D

-----------------------


23 იანვარი 2012 15:03 | მილანელი

 

 

 

 


51. Alix

ციტატა: Patoo
კარგია, ორივეს ყოჩაღთ, ვაჟა შემდეგი ვინააა აბა :D

ვნახოთ, ვნახოთ :)


23 იანვარი 2012 15:00 | მილანელი

 

 

 

 



ციტატა: Patoo
კარგია, ორივეს ყოჩაღთ


-----------------------


23 იანვარი 2012 15:00 | ადმინი

 

 

 

 


49. Pato

კარგია, ორივეს ყოჩაღთ, ვაჟა შემდეგი ვინააა აბა :D

-----------------------


23 იანვარი 2012 14:24 | რედაქტორი

 

 

 

 


48. vaja

ციტატა: partexsa
ყოჩაღ კარგი იყო. რა მაინტერესებს იცით ეს ინტერვიუს ჩაწერა რამდენ ხანს გრძელდება ? :)


საერთოთ 2-1საათი გრძელდება ხოლმე.. მაგრამ, ეს 3დღე გაგრძელდა: ორი აბიტურიენტი,, :D

ციტატა: administrator
ცათვალე პირობითი გაქვს :დ


რეალური რჩევაა! :D

ციტატა: BaChO
წიგნებზე მართლა არ უნდა გეკითხა (rofl)

რა ვიცოდი.. :D

-----------------------


23 იანვარი 2012 13:34 | ადმინი

 

 

 

 



ყოჩაღ კარგი იყო. რა მაინტერესებს იცით ეს ინტერვიუს ჩაწერა რამდენ ხანს გრძელდება ? :)

-----------------------


23 იანვარი 2012 12:33 | მილანელი

 

 

 

 



tevesi psj shi gadavvvvvvida ? ? ? aramgonia . . .

-----------------------


23 იანვარი 2012 04:29 | მილანელი

 

 

 

 



კარგია. :)


23 იანვარი 2012 02:39 | მილანელი

 

 

 

 



Captain,
მართლაც :D

-----------------------


23 იანვარი 2012 01:58 | მილანელი

 

 

 

 



საინტერესო იყო. ბრავო ორივეს.

-----------------------


23 იანვარი 2012 01:57 | ადმინი

 

 

 

 



ციტატა: Alexandre Pato
ყოჩაღ! ძალიან საინტერესო იყო :* მე მეგონა ფეხბურთი კაკას გარეგნობამ შეგაყვარა,მაგრამ შევმცდარვარ :D


-----------------------


23 იანვარი 2012 01:47 | მილანელი

 

 

 

 


41. GZR

17 წლის ბავშვისთვის საკმაოდ კარგი ჩანს (იმედია არ მიწყენს ბავშვად, რომ მოვიხსენიე). არ მეგონა თუ ასეთი ასაკის ხალხს, მითუმეტეს ჩვენს დროში კითხვა ასე ეყვარებოდა :) .

ასე გააგრძელე.

დოსტოევსკი წაიკითხე მოგიანებით ;) საუკეთესოა.


23 იანვარი 2012 01:31 | მილანელი

 

 

 

 



ყოჩაღ! ძალიან საინტერესო იყო :* მე მეგონა ფეხბურთი კაკას გარეგნობამ შეგაყვარა,მაგრამ შევმცდარვარ :D

-----------------------


23 იანვარი 2012 01:30 | ადმინი

 

 

 

 



NESTA 13,
ხოოო :D

-----------------------


23 იანვარი 2012 01:20 | მილანელი

 

 

 

 



iBRaHiMoViC,
უმაგრესი ხელმოწერაა :D ის ქალი მელისა სატააა ? :D

-----------------------


23 იანვარი 2012 01:19 | მილანელი

 

 

 

 



:D:D

-----------------------


23 იანვარი 2012 00:39 | მილანელი

 

 

 

 

ინფორმაცია
 
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

 
 



დამცავი კოდი:
დამცავი კოდი
შეიყვანეთ კოდი: