თამაში ცოტა მოგვიანებით დაახლოებით 3-ის 15 წუთზე დაიწყო და პირველივე წუთებიდან ორივეგუნდი გამწავებას ცდილობდა. თავდაპირველად არ იყო დაგეგმილი ბექა კობიაშვილის თამაში, თუმცა ბექამ შეძლო მოსვლა და ლომის წვლილი დაიდო გუნდის გამარჯვებაში. თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ანგარიში ლევან ტუხაშვილმა გახსნა, ჩვენი შეტევის და თავდასხმაში კობინაციური თამაშის შემდეგ ტუხას ცარიელ კარში მოუწია გატანა, 1-0. რამოდენიმე წუთში მარცხენა ფლანგიდან შეტევაში ჩაერთო ემზარ ნადირაძე, რომელმაც მახვილი კუთხიდან გაიტანა, 2-0. მართალია მაიპესმა შეგვაწუხა 2-0-ის შემდეგ, თუმცა ბექა კობიაშვილმა მოახერხა ანგარიშის 3-მდე გაზრდა. პირველი 10-15 წუთიანი მონაკვეთის შემდეგ მაიპესის აქტიურობამ იმატა და ტაიმის ბოლოსკენ შედეგიც გამოიღო, ჩვენი კაპიტანი უძლური აღმოჩნდა საჯარიმოს ახლოდან ძლიერი დარტყმის შემდეგ. პირველი ტაიმი 3-1 დასრულდა. მეორე ტაიმში მაიპესი კიდევ უფრო გააქტიურდა, ამავდროულად ჩვენი რიგებიდან მოხდა 1 შეცვლა, ბექა ჭეჯიას მაგივრად მოედანზე ლუკა გოგუაძე შევიდა, რომელმაც ჩვენდა სამწუხაროდ ვერ შეძლო თამაშში კარგად ჩაბმა და 10 წუთში ისევ დატოვა მოედანი. მეორე ტაიმში მაიპესი კიდევ უფრო აქტიურობდა და მათ მალევე გაიტანეს 3-2. ამის შემდეგ თამაში მაინც მაიპესის უპირატესობით მიდიოდა, თუმცა კობიმ მარცხენა ფლანგიდან გარღვევა გააკეთა და თავადვე გაიტანა. ეს მომენტი სდაო იყო, თუმცა მსაჯმა ჩათვალა ეს გოლი. ამის შემდეგ მაიპესმა ერთამდე შეამცირა სხვაობა, 4-3. როდესაც ჩვენ გუნდს თამაში უნდა განეახლებინა ბექა კობიაშვილმა მოულედნოლად დაარტყა და მაიპესის მეკარის შეცდომის გამო ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. მაიპესმა კიდევ ერთხელ შეძლო ჩამორჩენი აღმოფხვრა, 5-4. დუბლი გაიფორმა ემზომ, მან მარცხენა ფლანგზე კობის შესანიშნავი პასი გოლად აქცია, ზუსტად დაარტყა და მეკარეც უძლური აღმოჩნდა. შეხვედრას წერტილი კობის პოკერმა დაუსვა, თუმცა მაიპესმა მაინც გაქვითა 1 ბურთი. საბოლოო ანგარიში 7-5.
შეფასებები
დავით ლაბაძე 8.5 (კ) (მ) - დღეს მან იტვირთა მეკარეობა და საკმაოდ კარგად გამოუვიდა, მართალია 1-2 მომენტში შეცდა, თუმცა დამაჯერებლად იმეკარევა, ბოლო 5 წუთი კი ნახევარდაცვაში ითამაშა და ასევე იქაც საკმაოდ ამწვავებდა.
ემზარ ნადირაძე 8.5 - დღეს 2 გოლი გაიტანა, დავაშიც კარგად ითამაშა მაგრამ რამოდენიმე შეცდომა დაუშვა, გაიტანა 1 ძალიან ლამაზი გოლი.
ერეკლე ხიდეშელი 8.5 - დღეს დაცვაში იდგა კედელივით და ძალიან ბევრ მომენტში გადგვარჩინა ისევე როგორც ემზომ, თუმცა ერეკლე აქცენტს უფრო დაცვაზე აკეტებდა რის გამოც კონტრშეტევებზე ვერ გამოიყურებოდა მაიპესი კარგად.
ლევანი ტუხაშვილი 8.0 - გოლი გაიტანა ბევრს მოძრაობდა, როგორც წესი, 2 ჯერ შეიცვალა, დაცვაში უფრო ეფექტური იყო ვიდრე შეტევაში.
ბექა ჭეჟია 8.0 - მართალია გოლი ვერ აიტანა, თუმცა ბევრს მუშაობდა წინ კობისთან ერთად და მომენტებსაც ქმნიდა ფლანგიდან, თუმცა მაიპესი კარგად კეტავდა მასს. მეორე ტაიმში შესვლის მერე დაცვაში უფრო კარგად გამოიყურებოდა.
ბექა კობიაშვილი 9.0 - შესანიშნავი თამაში აჩვენა, პოკერი შეასრულა, თუმცა რამოდენიმე მომენტში პასი არ გააკეთა, დანარცენი 10 იანზე შეასრულა.
ლუკა გოგუაძე არ შეფასდა - ითამაშა ცოტახნით, თუმცა კარგად ვერ შევიდა თამაშში და მლევე უკან დაბრუნდა.
ირაკლი მიგრიაული 8.0 - რამოდენიმე მომენტში კარგად ითამაშა, თუმცა პოზიცურად ვერ ითამაშა სათანადოდ და ასევე გუნდთან უცხოდ იყო, პირველ ჯერზე კარგი თამაში აჩვენა.
ცხრილს და სხვა ინფორმაციებს ხვალ შემოგთავაზებთ.
- 22-01-2012, 19:24
- სიახლეები, საიტის გუნდი
- 20
 
 
 
 

-----------------------
23 იანვარი 2012 15:18 | ადმინი
 
 
 
 

კი მომიწია აბიატობა :D
23 იანვარი 2012 13:04 | მილანელი
 
 
 
 
 
 
 
 

22 იანვარი 2012 20:45 | მილანელი
 
 
 
 

მეკარე კი არა ცენტრალური მცველი გყავს მაგარი რომელსაც ნახევარდაცვაც შეუძლია, მოსულიყვნენ მეკარეები და არ ჩავდგებოდი
22 იანვარი 2012 20:44 | მილანელი
 
 
 
 

-----------------------
22 იანვარი 2012 17:18 | მილანელი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ვინ იქნებოდა :D
22 იანვარი 2012 14:27 | მილანელი
 
 
 
 

-----------------------

22 იანვარი 2012 14:24 | მილანელი
 
 
 
 

-----------------------
22 იანვარი 2012 13:28 | მილანელი
 
 
 
 

22 იანვარი 2012 13:12 | მილანელი
 
 
 
 
22 იანვარი 2012 12:32 | მილანელი
 
 
 
 

-----------------------
22 იანვარი 2012 12:03 | მილანელი
 
 
 
 
22 იანვარი 2012 11:18 | მილანელი
 
 
 
 

-----------------------

22 იანვარი 2012 11:09 | ადმინი
 
 
 
 

-----------------------
22 იანვარი 2012 03:57 | მილანელი
 
 
 
 

22 იანვარი 2012 03:06 | მილანელი
 
 
 
 
 
 
 
 
|













-----------------------
23 იანვარი 2012 19:51 | ადმინი