''მილანის'' ერთდროულად 9 ფეხბურთელს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწორება. ეს მოთამაშეები არიან: ამბროზინი, ინძაგი, ნესტა, რომა, ზეედორფი, ვან ბომელი, იეპესი, ძამბროტა. მიმდინარე წლის ზაფხულს განმეორდება იგივე ისტორია, რომელიც გასულ ზაფხულს მოხდა, როდესაც რამოდენიმე ვეტერანი სწორედ მსგავს სიტუაციაში იყო. სეზონის დასრულებისთვის ვია ტურატიზე იმ მოთამაშეთა ვინაობის გაგებას იმედოვნებენ, რომლებიც კლუბს დატოვებენ.

ერთ-ერთი ვეტერანი, მასიმო ამბროზინი თითქმის მთელი საკუთარი კარიერის განმალობაში ''მილანში'' თამაშობდა. გუნდის კაპიტნის ანგარიშზე ''როსონერის'' რიგებში 16 ჩატარებული სეზონია. კარიერას კი იგი ''ჩეზენაში'' იწყებდა, როდესაც ეს გუდნი სერია ბ-ში ასპარეზობდა, შემდეგ კი მასიმომ ''მილანის'' სკაუტთა ყურადღება დაიმსახურა. ''შავ-წითლებში'' მოსვლის შემდეგ კი მას ერთი წლით ''ვიჩენცაში'' მოუწია წასვლა, სადაც მაშინ ''უდინეზეს'' ამჟამინდელი თავკაცი, ფრანჩესკო გვიდოლინი მუშაობდა.

მაისში ამბროს 35 წელი შეუსრულდება, თუმცა ახლაც იგი საკმაოდ საიმედოდ თამაშობს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, MilanNews-თან ინტერვიუში, თავად ფეხბურთელის აგენტმა, მორენო როჯიმ ისაუბრა.

მორენო, არის თუ არა სიახლეები ამბროზინისთან დაკავშირებით?
''არა, ჯერჯერობით არაფერი ახალი არ არის. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თუ ''მილანს'' მასიმო სჭირდება, მაშინ იგი დიდი სიამოვნებით გააფორმებს ახალ კოტრაქტს. თუმცა ახლა ჯერ კიდევ თებრვალია და ამაზე საუბარი ადრეა.''

ხელმძვანელობას და მოთამაშეებს კარგი ურთიერთობები აქვთ, რომელიც ნებისმიერი საკითხის მშვიდ გარემოში გადაწყვეტის გარანტიას იძლევა...
''ეს სიმართლეა. ასე, რომ თუ კლუბს ჩემს კლიენტთან ხელშეკრულების გახანგძლივება მოუნდება, მაშინ ჩვენ მოლაპარაკებათა მაგიდაზე დავჯდებით და ყველაფერს მშვიდად განვიხილავთ. ასე რომ შემიძლია გითხრათ, რომ მასიმოს წასვლასთან დაკავშირებით არსებული ჭოირები - მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტთა ფანტაზიის ნაყოფია.''
 

წყარო




  •  22-02-2012, 19:21
  •  სიახლეები, ინტერვიუები
  •  9


საიმედოობის ნაკლებობას განიცდის, ხშირად უშვებს შეცდომებს...

ციტატა: Alix
აი მეც დავბრუნდი

ომგ :D

-----------------------


22 თებერვალი 2012 21:07 | ადმინი

 

 

 

 



ამ ცხრიდან ნესტა იეპესი და ზეედორფი უნდა დარჩეს დანარჩენები გასაშვებია, თუ ვინმე კარგი მიყვანეს ამათი გაშვებაც შეიძლება


22 თებერვალი 2012 20:51 | მილანელი

 

 

 

 



giopato7,
ესეც არ შეიძლება რო ვთქვათ ადრე მაგარი იყო კარგად თამაშობდა მარა დაბერებას თავისი მოაქ ხო იცი?

-----------------------


22 თებერვალი 2012 20:41 | მილანელი

 

 

 

 



რავი რაა. ამ ტრავმიანობის ფონზე არავის გაშვება შეილება. :X

-----------------------


22 თებერვალი 2012 20:40 | ჟურნალისტი

 

 

 

 


5. Pato

თუმცა ახლაც იგი საკმაოდ საიმედოდ თამაშობს.

მილანი-იუვენტუსი-0:2 გოლი გაიტანა ვიგაცა კასერესმა ვისი ბრალი იყო :D :D :D

-----------------------


22 თებერვალი 2012 20:03 | რედაქტორი

 

 

 

 


4. Geto

ციტატა: giopato7
არასდროს არ მევასებოდა

-რატოოოოოოოოოო

-----------------------


22 თებერვალი 2012 19:47 | მილანელი

 

 

 

 



არასდროს არ მევასებოდა

-----------------------


22 თებერვალი 2012 19:37 | მილანელი

 

 

 

 



აუ ტო წავიდეს რა

-----------------------


22 თებერვალი 2012 19:34 | მილანელი

 

 

 

 


1. Alix

აი მეც დავბრუნდი new70


22 თებერვალი 2012 19:22 | მილანელი

 

 

 

 

ინფორმაცია
 
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

 
 



დამცავი კოდი:
დამცავი კოდი
შეიყვანეთ კოდი: