წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


სან სირო
სტადიონის დაარსების იდეა გასული საუკუნის დასაწყისში მილანის პრეზიდენტს, პიერო პიერის გაუჩნდა. ადგილის შესარჩევად მრავალი ადგილი ნახა, თუმცა საბოლოოდ მილანის გარეუბანი, სან სირო გადაწყვიტა. იმ დროს იქ იპოდრომი იყო გაშენებული.

სტადიონის მშენებლობა 1925 წელს დაიწყო. საბოლოო სახე კი უკვე 13 თვეში მიიღო. არენა ოფიციალურად 1926 წლის 19 სექტემბერს გაიხსნა და მხოლოდ ფეხბურთისთვის იყო განკუთვნილი. სტადიონზე განლაგებული იყო ოთხი ერთმანეთისაგან დაშორებული ტრიბუნა, რომელიც მხოლოდ 35 000 ადამიანზე იყო გათვლილი.

პირველი შეხვედრაში მილანი და ინტერი დაუპირისპირდნენ და ყველასათვის მოულოდნელად ამ უკანასკნელმა 6:3 სძლია როსონერის. პირველი ოფიცილური მატჩი იტალიის ჩემპიონატში უფრო მოგვიანებით ჩატარდა. მილანმა "სამპიერდარენეზესთან” 1:2 წააგო. მაშინ ამბობდნენ, რომ ამ კლუბისთვის სან სირო დათარსული იყო.

ამ სტადიონზე იტალიის ნაკრებმა პირველი მატჩი 1927 წლის 20 თებერვალს ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ გამართა და ფრედ 2:2 ითამაშა.скачать софт