მომავლის იტალიის ნაკრები - 2022 წელი » მილანის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი

მომავლის იტალიის ნაკრები - 2022 წელი

იტალიურ ინტერნეტ სივრცეში საინტერესო სიახლე დაიდო, შეადგინეს ახალგაზრდა ფეხბურთელთა გუნდი, რომელიც იტალიის ნაკრების წევრები უნდა გახდნონ მომავალში.


ცოტა ხნის წინ, მასიმილანო ალეგრიმ გამოთქვა სურვილი, რომ 2022 წლისთვის იტალიის ნაკრებს ჩაიბარებდა. ამ მომენტისთვის ის ფეხბურთელები იქნებიან წინა ფონზე, ვინც 90_იანი წლების მიწურულს ან 2000 წელს დაიბადნენ. მათ შორის, რა თქმა უნდა, შედიან ჯანლუიჯი დონარუმა და მანუელ ლოკატელი. ასევე მოიზეს კინი, რომელიც "იუვენტუსის" ამომავალი ვარსკვლავია.

calciomercato.com_მა გამოაქვეყნა იმ პერსპექტიურ ფეხბურთელთა სია, რომლებიც 90_იანი წლების ბოლოს დაიბადნენ და რომლებიც იტალიის ნაკრების მომალვებად მოიაზრებიან. 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში ჩატარდება. მაგ დროისთვის მასიმილიანო ალეგრი 55 წლის იქნება. ახლა კი ფეხბურთელები:

მეკარე - ჯანლუიჯი დონარუმა - 17 წლის. ის "მილანს" წარმოადგენს. ამ ეტაპზე საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა.

მცველები- განელი ფეხბურთელი, რომელიც წარმოშობით იტალიდანაა, კლოდ აჯემპონგი. კლოდი "სასუოლოში" თამაშობს და 18 წლისაა. მისი დებიუტი სერია ა_ში წელს მოხდა.

დაცვის ცენტრში ფილიპო რომანას და ალესიო რომანიოლის დიუეტი ითამაშებენ. ალესიოზე მთელი მსოფლიო საუბრობს. ცოტა რამ რომანაზე, ფილიპო "იუვენტუსს" ეკუთვნის, მაგრამ არენდის წესით "ნოვარაში". 14 წლამდე იტალიის ყველა ასაკობრივი ნაკრების კაპიტანი იყო.

მარცხენა მცველი - ფედერიკო დი მარკო. ამჟამად ფედერიკო "ემპოლიში" თამაშობს, მაგრამ "ინტერის" საკუთრებაა. დაცვითი სამუშაოების გარდა, მას კარგად გამოსდის შეტევებში ჩართვაც. ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატზე 5 იტალიუტი გოლიდან 4 გაიტანა.

ნახევარმცველები- მანუელ ლოკატელი (18 წლის) და ლორენცო პელეგრინი (20), ორივემ მონაწიელობა მიიღო "სასუოლო"-"მილანის" მატჩში და ორივემ გოლის გატანაც შეძლო.

ფილიპო მელეგონი 1999 წელს დაბადებული პოზიციით გამთამაშებელია, რომელიც "ატალანტას" პრიმავერას წარმოადგენს.

თავდამსხმელები - მოიზეს ბოტი კინი - ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც სეზონი კარგად დაიწყო და 3 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

ანდრეა პიანამონტის აქვს შესანიშნავი სტატისტიკა პრიმავერას ჩემპიონატში. "ინტერის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 4 მატჩში 4_ჯერ გაიტანა.

ფედერიკო კიეზა დაიბადა 1997 წელს. წარმოადგენს "ფიორენტინას". წინასასეზონო მზადება კიეზამ მთავარ გუნდთან ერთად გაიარა. 2016 წლის 20 აგვისტოს მას სერია ა_ში დებიუტი ჰქონდა "იუვენტუსისი" წინააღმდეგ. ფედერიკოს მამა წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ენრიკო კიეზაა. dle


4

16 ოქტომბერი 2016 13:57

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Ise azrad ratom aravis mogividatrom daniele ruganis verc romanioli ver amoagdebs da verc romana romanioli zalian zlieria magram cota tvinis naklebobas ganicdisromana ki ruganis minimun naxevari tavit chamorcheba tu romana gaqachavs sami centrit mogviwevs tamashi tu orit vitamashebt xan romanioli sheewyvileba ruganis xan romana :)) p.s mere ra rom rugani juventusshi tamashobs kargi mcvelia da ras izav

3

15 ოქტომბერი 2016 21:35

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797
Kargia.... 3 milaneli da samive mkvlelebi

2

15 ოქტომბერი 2016 15:28

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Kalabriiaa ))

1

15 ოქტომბერი 2016 14:51

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 609
სამი მილანელი ასწორებს არცერთი არუნდა გაუშვან

ინფორმაცია


კომენტარის დამატება შეიძლება 10 დღის შემდეგ.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 11
2 აეკი 8
3 რიეკა 7
4 აუსტრია 5

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელი პოზიციაა გასაძლიერებელი?

მეკარე
დაცვა
ნახევარდაცვა
თავდამსხმა
სხვა



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 12
რეგისტრირებული: 1
სტუმარი: 11
ddq