მონტელა: "შესვენებამდე "მილანი" არც ისე კარგად გამოიყურებოდა" » მილანის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი

მონტელა: "შესვენებამდე "მილანი" არც ისე კარგად გამოიყურებოდა"

გუშინდელი მატჩის შემდეგ, "როსონერის" მთავარი მწვრთნელი პრესას გაესაუბრა და ბიჭების თამაში შეაფასა.


"ლაპადულა? მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ჯანლუკა ძალიან სასარგებლოა გუნდისთვის და მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მეტოქის კართან. ჩვენ გვაქვს ღრმა შემადგენლობა. ვცდილობთ გამოვიყენოთ ყველა ფეხბურთელი, ისინი რომლებიც, უფრო დასვენებული არიან, ვიდრე მოედანზე გამსვლელი ფეხბურთელები.

პირველი ტაიმი არ მომეწონა. მასპინძლები კარგად მოქმედებდნენ, ცდილობდნენ ჩვენთვის გარკვეული პრობლემები შეექმნათ. თამაში არასტაბილური გამოდგა. შესვენების შემდეგ, ჩემი გუნდი დალაგებულად მოქმედებდა. "მილანის" მიერ შესრულებული ფეხბურთი, ხარისხიანი და ჩქარი იყო, ამიტომ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ.

მიზნები? მთელი 90 წუთის განმავლობაში სტაბილური თამაში უნდა ვაჩვენოთ, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი. სატურნირო მდგომარეობას ამ მომენტში, დიდი მნიშვნელობა არაა აქვს.

დაზიანება? უახლოეს დღეებში შევაფასებთ ბონავენტურასა და მატი ფერნანდესის მდგომარეობას, ორივემ დატოვა მოედანი პატარა დისკომფორტის გამო. სამწუხაროა, როდესაც ასეთი პრობლემები იქმნება. ჩილელს უნიკალური თვისებები აქვს, მაგრამ ტრავმები არ ასვენებს. იღბალმა ზურგი აქცია.

პალეტა? მე შევაფასე, პალეტას, კუცკას და ნიანგის სიტუაცია, ასე, რომ მათ დასვენების საშუალება მივეცი. გარდა ამისა, ჯეკის სკამზე დატოვებასაც ვფიქრობდი. გომეზს აქვს ყველა ის თვისება, რომ პერიოდულად სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინოს.

გუნდის გაყიდვა? არაფერი არ ვიცი. გალიანისთან მხოლოდ თამაშზე ვისაუბრე. ახლა გუნდი 2 დღით დაისვენებს, ამის შემდეგ კი მომდევნო მატჩისთვის დავიწყებთ მზადებას."
dle


5

27 ნოემბერი 2016 17:39

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 622
მაგრაი სპეციალისტაი ჩვენი მონტელა

4

gabi

27 ნოემბერი 2016 17:35

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მე საერტოდ ეს ტაქტიკა არ მევასემბა მაგრამ რადგან ეს კაცი გუნდს ამ ფეხბურთელებით ასე კრგად ათამაშებს იყოს რას მიშლის.ყიდვით კიდე ლუკაკუს, ვიტსელს,ფაბრეგასს,შვაინშტაიგ
ერს და 1 ტოპ კლასის მცველს მაგალითად ტიაგო სილვას ვისურვებდი. მეტი ჯერ არაა საჭირო თან კარგი ახალგაზრდები გვეზრდებიან

3

27 ნოემბერი 2016 16:19

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 241
ძლიერი მწვრთნელია მარა ჩვენც უეჭველი გვვჭირდება მაღალი კლასის ნახევარმცველი და მცველი რა თორე მთელი სეზონი გაუჭირდებათ ესე ისკო მინდა მე ძალიან მაგრად ბელოტი უფრო ზაფხულის თემა უფროა ჯერ ჯერობით არარი მაგის პრობლემა ლაპადულაც არი და ბაკაც

2

27 ნოემბერი 2016 13:34

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2293
კარგი ფეხბურთი ითამაშა გუნდმა საერთო ჯამში და ეს მონტელას დამსახურებაა.დიდი ფულის დახარჯვის იმედი არ მაქვს ზამთარში,იანებ ბადელი და ფაბრეგასი მოიყვანონ.სულეს თუ მოიყვანენ ჰოფენჰაიმიდან ხო კანფეტი იქნება.სულ რაღაც 25_30 მილიონის თემა იქნება ეს ტრანსფერები არადა გუნდ სერიოზულად გააძლიერებს..ეს ფეხბურთელები თუ მოიყვანეს პრობლემა არ გვექნება ლიგაზე გასვლის

1

27 ნოემბერი 2016 13:10

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797
uttosport-ი წერს, რომ "ინტერმა" თვალი "პარი სენ ჟემენის" ნახევარმცველს, მარკო ვერატის და "რეალის" ფეხბურთელს, ხამეს როდრიგესს დაადგა.

ცნობილია, რომ გუნდი მზად არის ამ ორი ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ჩვენ გვძინავს აბა ვაააახ

კაია კაი მონტელიტო,,, ჯიგარი ხარ გენაცდვალე,,,, გამჭრიახ გონებაში

ინფორმაცია


კომენტარის დამატება შეიძლება 10 დღის შემდეგ.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 11
2 აეკი 8
3 რიეკა 7
4 აუსტრია 5

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელს უფრო მეტი დამსახურება აქვს მილანის წინაშე?

რიკარდო კაკას
ანდრეი შევჩენკოს
ფილიპო ინძაგის



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 6
რეგისტრირებული: 0
სტუმარი: 6