2016 - დიდი ცვლილებების დასაწყისი » მილანის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი

2016 - დიდი ცვლილებების დასაწყისი

2016 წელი "მილანისათვის" არ იყო იოლი, გამარჯვებებს ყოველთვის თან სდევდა დასანანი მარცხები, გუნდი არასტაბილურად გამოიყურებოდა, თუმცა, წლის ბოლოს იმედის მცირედი ნაბერწკალი გაჩნდა - გუნდმა, მიმდინარე სეზონის ეგიდით, უკვე მეორედ დაამარცხა "იუვენტუსი", იტალიის თასის ფინალში განცდილი მარცხისათვის რევანში აიღო და ქვეყნის სუპერ-თასს დაეუფლა!


შესაძლოა ბევრმა თქვას, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი თასია, რომელიც ხარისხით ბევრად ჩამორჩება სკუდეტოს და კიდევ უფრო "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში გამარჯვებას, თუმცა ეს
ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი ტიტული იმ გრანდისათვის, რომელიც ამას 5 წელი ელოდა.

დიახ, "როსონერიმ" ბოლოს წინა (ოფიციალური) თასი სწორედ 5 წლის წინ მოიპოვა, დაამარცხა რა მოსისხლე მტერი, თანაქალაქელი "ინტერი" სუპერ-თასის შეხვედრაში.. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, არაერთი თავკაცი და ტაქტიკა მოისინჯა, საბოლოოდ კი ვინჩენცო მონტელამ გაამართლა - უკანასკნელი ტიტულიდან 5 წლის შემდეგ, იმავე ასპარეზზე, "შავ-წითლებმა" მეორე მარადიული მტერი, ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი, ტურინის "იუვენტუსი" დაამარცხეს.

აღნიშნული სტატია არ ეძღვნება ამ შეხვედრის მიმოხილვას, რადგან რთულია 5 წლის განმავლობაში დაგროვილი ემოცია რამდენიმე აბზაცში გააერთიანო, თუმცა აუცილებელია შევაჯამოთ ის წელი, რომელიც გარდამავალი უნდა იყოს კლუბის რამდენიმეწლიან წარუმატებელ წარსულსა და წარმატებულ მომავალს შორის - 2016 წელი ის წელია, როდესაც კლუბს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი პრეზიდენტი, სილვიო ბერლუსკონი გამოეთხოვა.

წლის მოვლენა - სუპერ-თასის მოგება "იუვენტუსთან"
ჯერ კიდევ მაისში ველოდით, რომ ჩვენი საყვარელი კლუბი ტურინელთა მონარქიას დაასრულებდა და დონ სილვიოს 30/30 ექნებოდა, თუმცა მაშინ გამარჯვებული "ბებერი სინიორა" აღმოჩნდა და ჩვენს დეკემბრის იმედით ვიყავით - იმედისა, რომელიც საქართველოსა და იტალიის გარეთ გვეგულებოდა და რომელმაც, როგორც აღმოჩნდა, გაგვიმართლა.

არავინ იცის რაც მოუტანს ეს ტიტული ახალგაზრდა "მილანს", მაგრამ აუცილებელია აღინიშნოს, რომ გუნდი უკვე ზედიზედ მესამე თამაშია ტურინელებთან თამაშის ხარისხით არ აგებს, უკანასკნელ ორ შეხვედრაში კი, საერთოდ, ანგარიშითაც კი იმარჯვებს - საუბარია იმ "იუვენტუსზე", რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი მეტოქეა.

დაბრუნდება თუ არა "როსონერი"? არც ეს ისიც ვინმემ, თუმცა ფაქტია, რომ მონტელას ახალგაზრდა "ბანდას" ეს თასი ძალიან სჭირდებოდა, რადგან ისინი ჩვენი გულების გარდა, ისტორიასაც უნდა შემორჩნენ.

წლის ახალწვეული - ხესუს ფერნანდეს სუსო
უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ "როსონერი" არ აქტიურობს სატრანსფერო ბაზარზე. გამონაკლისი არც გასული წელი გახლდათ, გუნდმა რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა, თუმცა მცირედი გამონათების გარდა(მაგალითად, "სერია ბ"-დან გადმოსული ლაპადულა), სერიოზული ვერაფერი ვიხილეთ.

ესპანელი სუსო, მოთამაშე, რომელმაც გასული წელი არენდით "ჯენოაში" გაატარა. ერთი შეხედვით არაფრის მომცემი წინადადება, თუმცა იქ საჭირო 6 გოლი და მისდამი ინტერესი გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ სინიშა მიხაილოვიჩი მას არ ენდობოდა, მოთამაშე პროგრესირებდა და ვინჩენცო მონტელა არ იქნებოდა ვინჩენცო მონტელა, ეს რომ არ შეემჩნია. მან პირადად დაბლოკა ნახევარმცევლის მორიგი არენდა(საუბარი იყო რუსეთში განათხოვრებაზე) და შედეგიც მიიღო - სუსომ მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ყველაფერი გაააკეთა: დაარიგა საგოლე გადაცემები, თავად გაიტანა გოლები, პროდუქტიული იყო დაცვითი კუთხითაც, დეტალურად ასრულებდა თავკაცის მითითებებს. ესპანური პრესის თანახმად, უკვე შემდეგ მატჩშივე იგი ნაკრების ფორმას მოირგებს, კლუბი კი მას ახალ კონტრაქტს უმზადებს.

2016 - დიდი ცვლილებების დასაწყისი


წლი სიურპრიზი - მანუელ ლოკატელი
ბოლო წარუმატებელი წლების მიუხედავად, "მილანის" ახალგაზრდული გუნდი კვლავაც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ამის ნათელი მაგალითია ნახევარმცველი, რომელიც უკვე სახელდება კლუბის მომავალ კაპიტანად - მოთამაშე, რომელმაც ამჟამინდელი ტრავმირებული კაპიტანი ჩაანაცვლა და თანაც საკმაოდ კარგად.

ლოკატელიზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ამ სტატიაში ისიც საკმარისია, "იუვენტუსის" წინააღმდეგ გოლი რომ გავიხსენოთ. ვინჩენცო მონტელას ბევრი აკრიტიკებდა მონტოლივოს ტრავმის შემდეგ მანუელის ძირითად მოთამაშედ დამკვიდრების გამო, თუმცა სულ მალე კრიტიკოსები დადუმდნენ. თავად თავკაცი კი მასზე ამბობს: "მთავარია იგი თავდაჯერებული იყოს, არ შეცდეს მარტივ სიტუაციებში და დანარჩენი თავისით მოვა. ნებისმიერ შემთხვევაში, მას დიდი მომავალი ელის."


წლის მცველი - ალესიო რომანიოლი
ყოველთვის არასასიამოვნოა, როდესც დაცვის ცენტრში პარტნიორებს ხშირად იცვლი: წელი დაიწყო ალექსთან ერთად, შემდეგ იყო სხვადასხვა ვარიანტი და საბოლოოდ პალეტა. მიუხედავად ამისა და მიუხედავად გუნდის არასტაბილური თამაშისა, ახალგაზრდა ალესიო ნაამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული იყო არა მხოლოდ "როსონეროში", არამედ მთლინად იტალიაში. რომანიოლი რომ გუნდის ძირითადი ბირთვი და მისი საკვანძო ფიგურაა კარგად ჩანს სატრანსფერო ფანჯრის გაანალიზების შედეგადაც - კლუბმა ლონდონის "ჩელსის" 50 მილიონიანი წინადადება დაბლოკა და ამით ყველა კითხვას პასუხი გასცა. იტალიელი მცველი კი პროგრესს აგრძელებს და უკვე აქტიურად იკიდებს ფეხს ეროვნულ ნაკრებშიც.

წლის ნახევარმცველი - იურაი კუცკა
"მილანისა" და "ჯენოას" სასიყვარული ურთიერთობის შესახებ ყველასათვის კარგადაა ცნობილი. კუცოც ამ სიყვარულის ნაყოფია და როგორც ბევრი სხვა, ისიც კრიტიკის ობიექტი გახდა საწყის ეტაპზე, თუმცა სწორედ მან და არა 20 მილიონად შეძენილმა ბერტოლაჩიმ აჩვენა ის შედეგი, რის გამოც იგი წლის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახდა. იურაი თანაბრად მოსწონდა როგოც სინიშას, ისე ვინჩენცოს. პირველმა მათგანმა დააპირა მისი "ტორინოში" გადაყვანა, თუმცა მეორემ ეს ტრანსფერი დაბლოკა და ბევრისათვის არასასურველი და უხეში ბიჭი, "ახალი მილანის" საკმანძო მოთამაშედ აქცია.

წლის თავდამსხმელი - კარლოს ბაკა
"ბაკა out/stay" - კლუბის სატრანსფერო პერიოდის ყველაზე დამინტრიგებელი მონაკვეთი. მიუხედავად უამრავლი მცდელობისა კოლუმბიელი მოთამაშე "როსონერიში" დარჩა და როგორც ადრიანო გალიანი აცხადებს, მას არც ზამთარში დატოვებს. "მილანს არ ჰყავს ისეთი დონის ნახევარმცველები, როგორსაც კარლოსი იმსახურებს" - წერდა ზაფხულში იტალიური პრესა და აქტიურად განიხილავდნენ მის ტრანსფერს "ვესტ ჰემსა" და "არსენალში". სახელდებოდა საფრანგეთის ჩემპიონიც, რომელსაც ბაკას ყოფილი თავკაცი, უნაი ემერი ჩაუდჯა სათავეში, თუმცა, საბოლოოდ, ფორვარდი "მილანში" დარჩა და 2016 წლის ბოლოს მის ანგარიშზე 17 გოლია. მიუხედავად ბოლო შეხვედრების ჩაგდებისა, იგი ნამდვილად იმსახურებს "წლის თავდამსხმელის" ტიტულს.

წლის იმედგაცრუება - კეისუკე ჰონდა
დამეთანხმებით, ამ "ტიტულისათვის" ძალიან ბევრი მილანისტა "იბრძოდა", თუმცა გამარჯვებული იაპონელი მოთამაშე გახდა. საერთოდ, ჰონდასთვის არცერთი მილანური სეზონი არ იყო ადვილი - ჩავარდნები, ჭორები მისი გაყიდვის შესახებ, შემდეგ რამდენიმე კარგი შეხვედრა, სტატიები სამურაის დაბრუნებაზე და ასე გრძელდება დაუსრულებლად.

2016 - დიდი ცვლილებების დასაწყისი

წლის იმედი - ჯიჯი დონარუმა
ადამიანი, რომელმაც სააკუთარი ხელებით მოუტანა კლუბის პირველი ტიტული უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. არავინ იცის, კიდევ რამდენ ტიტულს მოიგებს ჯიჯიო, თუმცა აქ კიდევ ერთი დეტალი - ეს არის მოთამაშე, რომელიც იწვევს აბსოლუტურად ყველა ტიფოზის ღიმილს, ფეხბურთით დაინტერესებული ყველა პერსონა გულშემატკივრობს მას, ის ხომ ჯერ კიდევ 17 წლისაა?! ერთხელ, სინიშა მიჰაილოვიჩმა განცხადა, რომ მის ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილებად მიიჩნევს, თავი დროზე, დონარუმას სასტარტოში დაყენებას, ვინჩენცო მონტელა კი ამბობს, რომ სანამ ის კლუბში იქნება, ჯიჯიო არსად წავა. წასვლაზე გამახსენდა და.. ლონდონის "არსენალი" და მანჩესტერ "სიტი" ამ იანვარშივე აპირებენ სოლიდური თანხის შეთავაზებას "როსონერისათვის".

წლის გოლი - კეისუკე ჰონდა, "მილანი" 2:1 "ჯენოა", 63-ე წუთი


წლის მატჩი - "მილანი" 3:0 "ინტერი" - 2016 წლის 31 იანვარი
შესაძლოა ბევრი შემეკამათოს და ასეთად "იუვენტუსთან" რომელიმე შეხვედრა მიიჩნიოს, თუმცა ტურინელებზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ახლა მინდა ყურადღება გავამახვილო თამაშზე, რომელიც არანაკლებ პრინციპული იყო - "მილანური დერბი", რომელშიც "ნერაძური" განადგურდა.


წლის ფეხბურთელი - ჯაკომო ბონავენტურა
აქაც შეიძლება შეკამათება და რომანიოლის, სუსოს ან/და დონარუმას დასახელება, თუმცა, ვფიქრობ, ჯაკომო სწორედ ის მოთამაშეა, რომლის გარეშეც დღევანდელი "მილანის" წარმოდგენა შეუძლებელია. ბონავენტურა ბრწყინვალედ გადაეწყო სინიშას ტაქტიკიდან მონტელას წყობაზე და გუნდის ლიდერად იქცა. სწორედ მისი უნივერსალიზმი დაეხმარა კლუბს სუპერ-თასის დაუფლებაში. dle


14

29 მარტი 2017 06:06

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Алиэкспресс дарит СКИДКИ НА ВСЕ ТОВАРЫ ДО 90% !!!

13

26 დეკემბერი 2016 12:59

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 797
Sg...avtor sagol bijebs suyvelas sagol,,, rac magrebi vart milanelebi vart

12

25 დეკემბერი 2016 15:32

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Paleta imsaxurebs dafasebas ar vicii montelam ra ukna mara chemi azrot am wreshi yvelaze gakorcheuli iyo mte italiashi me dzaan meimedeba da met dafasebas imsaxurebs

11

25 დეკემბერი 2016 13:27

  • ჯგუფი: ადმინისტრაცია
  • |
  • სიახლეები: 177
  • |
  • კომენტარები: 875
https://www.youtube.com/watch?v=VmM-rgFN6Bs : )

10

25 დეკემბერი 2016 13:23

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 566
ბრავო !! ავტორ წლის იმედგაცრუებაში ვერ დგეთანხმები !:) არასდროს მქონია ჰონდას იმედი! :):)

9

25 დეკემბერი 2016 12:42

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2167
ყოჩაღ მაგარი სტატიაა :) მაგარი ბიჭები გვყავს: დონარუმა, იმედია ბუფონმა რაც ვერ შეძლო ეს ბიჭი იზამს,წინ კიდე უამრავი წელი აქვს 20მაინც ხო იქნება:) რომანიოლი შეუცვლელი, ლოკატელი ბრავო მართლა,იმედია მონტოლივოს დაბრუნების მერე ძირითადში იქნება ეს ბიჭი რადგან საჭიროა დიდი დრო რომ უფეო განვითარდეს, ბონას გარეშე კიდე წარმოუდგენელია გუნდი, კაცი დაუღლელობა, კაცი მონდომება,კაცი ერთგულება! სუსოზე რაღა ვთქვა, ეს ბიჭი რომ დავინახე ეგრევე მივხვდი რომ დრო იყო საჭირო იბრალოდ ათამაშებისთვის, კიდე ბევრია სამუშაო, კერძოდ ფიზიკურად არის გასაძლიერებელი უჭირს მაღალ დონზე 90წთ

ყოჩაღ მაგარი სტატიაა :) მაგარი ბიჭები გვყავს: დონარუმა, იმედია ბუფონმა რაც ვერ შეძლო ეს ბიჭი იზამს,წინ კიდე უამრავი წელი აქვს 20მაინც ხო იქნება:) რომანიოლი შეუცვლელი, ლოკატელი ბრავო მართლა,იმედია მონტოლივოს დაბრუნების მერე ძირითადში იქნება ეს ბიჭი რადგან საჭიროა დიდი დრო რომ უფეო განვითარდეს, ბონას გარეშე კიდე წარმოუდგენელია გუნდი, კაცი დაუღლელობა, კაცი მონდომება,კაცი ერთგულება! სუსოზე რაღა ვთქვა, ეს ბიჭი რომ დავინახე ეგრევე მივხვდი რომ დრო იყო საჭირო იბრალოდ ათამაშებისთვის, კიდე ბევრია სამუშაო, კერძოდ ფიზიკურად არის გასაძლიერებელი უჭირს მაღალ დონზე 90წთ

8

25 დეკემბერი 2016 12:26

  • ჯგუფი: ადმინისტრაცია
  • |
  • სიახლეები: 177
  • |
  • კომენტარები: 875
ყოჩაღ ვაჟა, იგრძნობა შენი ხელი სტატიაში...

მილანს რაც შეეხება... მოდით ვიყოთ რეალისტები. ძალიან კარგი გუნდია ეს მილანი, მაგრამ არა საუკეთესო. რამდენიმე დიდი ფეცბურთელი გვჭირდება აუცილებლად...

7

25 დეკემბერი 2016 12:14

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: niko_niko
მშვენიერი სტატიაა მომეწონა.

ჯიჯიო, რომანიოლი, სუსო, ლოკატელი, ბონავენტურა ეს ხალხი არიან ახალი მილანის სულისჩამდგმელები იმ მილანის რომელმაც ახალი ერა უნდა დაიწყოს და კუთვნილი ადგილი დაიბრუნოს საფეხბურთო ელიტაში, იმედი მაქვს ამ ბიჭებს ახალი სახეები დაემატებიან და მილანის დამდვილ გულშემატკივრებს რომლებიც გამარჯვებების დროსაც და კრიზისის დროსაც ვქომაგობდით და ვქომაგობთ ამ გუნდს ისევ გაგვახარებენ ტიტულებით

ახალი სახეების ხილვა ნამდვილად საჭიროა კარგად პროგრესირებს გუნდი და კიდე ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს თუ დაამატებენ კარგი იქნება. სხვისი არ ვიცი მაგრამ მე ჩემი გემოვნებით რამოდენიმე მყვას შერჩეული. როდრიგო ცაიო, რიკარდო როდრიგესი, რეიჩალდ ბაზოერი, ვილფრედ ნდიდი, კორენტინ ტალისო, ანდრეა ბელოტი. ვალენსიას მარჯვენა მცველი მომწოს მაგრად ჯოაო სენსელო მაგრამ 30 მილიონად ბარსამ იყიდაო წავიკითხე

6

25 დეკემბერი 2016 11:57

  • ჯგუფი: ადმინისტრაცია
  • |
  • სიახლეები: 364
  • |
  • კომენტარები: 715
კარგი სიახლეა ვაჟა :**


5

25 დეკემბერი 2016 11:19

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 997
ციტატა: niko_niko
მშვენიერი სტატიაა მომეწონა.

ჯიჯიო, რომანიოლი, სუსო, ლოკატელი, ბონავენტურა ეს ხალხი არიან ახალი მილანის სულისჩამდგმელები იმ მილანის რომელმაც ახალი ერა უნდა დაიწყოს და კუთვნილი ადგილი დაიბრუნოს საფეხბურთო ელიტაში, იმედი მაქვს ამ ბიჭებს ახალი სახეები დაემატებიან და მილანის დამდვილ გულშემატკივრებს რომლებიც გამარჯვებების დროსაც და კრიზისის დროსაც ვქომაგობდით და ვქომაგობთ ამ გუნდს ისევ გაგვახარებენ ტიტულებით

100 %

ინფორმაცია


კომენტარის დამატება შეიძლება 10 დღის შემდეგ.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 11
2 აეკი 8
3 რიეკა 7
4 აუსტრია 5

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელი პოზიციაა გასაძლიერებელი?

მეკარე
დაცვა
ნახევარდაცვა
თავდამსხმა
სხვა



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 9
რეგისტრირებული: 0
სტუმარი: 9