ბონავენტურა: "სუსო დავიდ სილვას მაგონებს" » მილანის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი

ბონავენტურა: "სუსო დავიდ სილვას მაგონებს"

სუპერთასის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა, ჯაკომო ბონავენტურამ ინტერვიუ იტალიურ Premium Sport_ს მისცა .


"მილანის" სეზონზე: "ეს სეზონი ნორმალურად დაიწყო, მაგრამ ჯერ არაფერი დარსულებულა. ჩემპიონატი გრძელდება და დამთავრებამდე რთული გზა უნდა გავიაროთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პროგრესი და გუნდურად მუშაობა".

სხვაობა ახლანდელ "მილანს" და ორი წლის წინანდელ გუნდთან: "ამ გუნდმა ბევრი ქულის მოგროვება კარგი თამაშით მოახერხა. ჩვენი ახლანდელი საფეხბურთო სტილი რწმენას გვაძლევს, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. მონტელა მოთამაშეებს მენტალურად აღზრდაში ეხმარება. მან ჩამოაყალიბა ახალგაზრდებისგან ისეთი შემადგენლობა შეკრა, როლმებსაც სწავლა და მუშაობა სურს. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო".

მონტელაზე: "მან შეძლო შედეგის დაბრუნება და შეცვალა ატმოსფერო გუნდში. მე მაშინვე გაკვირვებული ვიყავი მისი სიმშვიდით. მას აქვს თამაშის ნათელი იდეა, რომელიც დაიწყო დანიშვნის პირველივე დღიდან. ჩვენ გავიაზრეთ მისი აზრები და შევძელით მისი ტაქტიკური სქემების ამუშავება".

დონარუმასა და ლოკატელიზე: "ისინი განსხვავებულები არიან. ჯიჯიომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება შარშანვე მოახერხა. ადვილი არ არის, ასეთ ადრეულ ასაკში ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო დიეგო ლოპესი და გახდი გუნდში ნომერ პირელი მეკარე. ახლა ის კვლავ განაგრძლობს სწავლას. ლოკატელის პროგრესი მხოლოდ დასაწყისია, იგი გუნდს კარგად კრავს და არის ძალიან სასარგებლო ფეხბურთელი. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს ბევრი მატჩი სერია ა_ში ჩატარებული. იგი არის ახალზარდა და უნდა განაგრძლოს მუშაობა, რათა გახდეს დიდი მოთამაშე".

სუსოზე: "მე მას "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელ დავიდ სილვას ვამგვანებ. ამ სეზონში მისმა თამაშმა დაგვარწმუნდა, რომ არენდით მისი გაშვება წარმატებული გამოდგა. ესპანელი ძალიან კარგად ირჯება წელს და იმედი მაქვს, რომ კვლავ წაადგება გუნდს. ვფიქრობ, რომ მას შეუძლია იმაზე ბევრად დიდი გახდეს, ვიდრე ახლაა".

ბონავენტურა: "სუსო დავიდ სილვას მაგონებს"


ლაპაზულაზე: "ძლიერი ხასიათის მოთამაშეა. ის თამაშობს როგორც მშიერი ფეხბურთელი. მისი შიმშილი დადებითი თვისებაა. ეს ყველაფერი კარგი არის როგორც თავისთვის, ასევე გუნდისთვისაც".

ის ფაქტი, რომ გუნდში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი არაა: "ძალიან ახალგაზრდური გუნდი გვყავს. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი გამოცდილება და გამძლეობა. შემადგენლობაში ახალი და გამოცდილი ფეხბურთელების მოყვანა, გაგვაძლიერებს და თამაშის ხარისხს შევმატებს".

"ბავშვური მოგონებები ფეხბურთზე: "მახსვოს, მამაჩემთან ერთად მატჩების ყურება. მას ძალიან უყვარდა ფეხბურთი და მან მომცა თამაშის სურვილი. ეს სასიამოვნო მოგონებაა. ფეხბურთის თამაშის დაწყების შემდეგ დავაფასე ეს სპორტი. ჩემი პირველი მატჩი სტადიონზე? ეს იყო ბავშვობაში, ადგილობრივ კლუბ "სან სევერინოში". რომლის პატარა სტადიონმაც უდიდესი სიხარული მომანიჭა. პირველი დიდი სტადიონი? "სამპდორიას" საშინაო არენა "მასარი", რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველაზე ლამაზი მატჩი მაყურებლის რანგში? რა თქმა უნდა, იტალიის გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც ტელევიზიით ვუყურე. სქუადრა აძურა - ეს არის ის, რაც ყველა იტალიელს აერთიანებს".

ჩვენი დროის საუკეთესო "ათიანი": ვფიქრობ, რომ ეს არის მესი. მას აქვს წარმოუდგენელი შესაძლებლობები და არის ძალიან ლამაზად მოთამაშე ფეხბურთელი. ამ ეტაპზე, მასზე დიდი "ათიანი" არ არსებობს. ჩემი პოზიცია? ალბათ ეს არის - გამთამაშებელი, მაგრამ ხანდახან ფლანგზე თამაში მიწევს. თუმცა, როგორც ვთქვი, მე ვარ ტრეკვატისტა, საიდანაც შემიძლია გუნდელებს საგოლე შანსები შევუქმნა". dle


4

27 დეკემბერი 2016 23:06

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 838
ორივე ძაან მაგარი ბიჭები არიან, ამათ ერთი ორი მაღალი კლასის ფეხბურთელი გვერდში და მაგრად იფრენენ

3

27 დეკემბერი 2016 22:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბონავენტურა და სუსო ბოლოს წლების ერთერთი საუკეთესო ტრანსფერია სუსოს ზუსტი და სწორი დარტტყმა რავიცი რა ბევრს არ აქვს

2

27 დეკემბერი 2016 22:20

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2143
სუსო პროგრესი უნდა განაგრძოს და ერთ-ერთი საუკეთესო გახდება მის პოზიციაზე
-----------------------
"We are a team of devils. Our colours are red as fire and black to invoke fear in our opponents."

1

27 დეკემბერი 2016 21:01

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 284
მე კიდე რობენს :D მარჯვენა კრაიდან რო შეიჭრება(ბოდა) ხოლმე და გადაიტანდა ცაციაზე ბურთს და ლაწ ბაჭია ეგრევე გოლი :D მაგრად ვამგვანებ აი ძაან ცოტა სწრაფი თუ გახდება სუსო იმენა ეგაა რა

უნდა მოუმატოს კიდე და კიდე <3

ინფორმაცია


კომენტარის დამატება შეიძლება 10 დღის შემდეგ.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 11
2 აეკი 8
3 რიეკა 7
4 აუსტრია 5

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელი პოზიციაა გასაძლიერებელი?

მეკარე
დაცვა
ნახევარდაცვა
თავდამსხმა
სხვა



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 6
რეგისტრირებული: 1
სტუმარი: 5
Cotne.13