წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


ბრაიდა: "დაბრუნდება თუ არა დეულოფეუ "ბარსელონაში"?..."
ავტორი: FARAONE
  • "მილანის" ყოფილმა და ამჟამად "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, არიედო ბრაიდამ "Radio Anch’io Sport"-თან ინტერვიუში, დეულოფეუს "ბარსაში" შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

    "დეულოფეუ შესანიშნავი ფეხბურთელი და ის ამას "როსონერიში" ნაჩვენები თამაშით ადასტურებს. დაბრუნდება თუ არა "ბარსელონაში"? ამაზე საუბარი რთულია, გუნდის სტრატეგია შეიცვალა და ვნახოთ რა მოხდება.

    "მილანთან" კარგი მოგონებები მაკავშირებს და სწორედ ამ გუნდში დაიწყო ჩემი პროფესიული კარიერა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და საქმიანობას დიდებულ კლუბში ვაგრძელებ.

    ბერლუსკონი? კლუბის გაყიდვის შემთხვევაში, იმედი მაქვს ადრიანო გალიანი "როსონერის" არ დატოვებს, რადგან მილანურ გრანდებში აუცილებლად უნდა მუშაობდნენ იტალიელი მენეჯერები",
    -დაასრულა ბრაიდამ.скачать dle 11.3
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.