მონტელას წინასამატჩო პრესკონფერენცია » მილანის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი

მონტელას წინასამატჩო პრესკონფერენცია

გუნდის მთავარმა თავკაცმა მოახლოვებულ მატჩამდე ინტერვიუ ჩაწერა...


კონცენტრაციის ნაკლებობა
"ძალიან ბევრი რამ კონცენტრაციას გვაკარგვინებს, რაც არ მომწონს, მაგრამ ეს არავის ბრალია, ეს შექმნილმა სიტუაციამ მოიტანა. გუნდის იზოლირება მინდა, რამე თუ ისინი უნდა ფოკუსირდნენ მომდევნო მატჩზე და პოზიტიური სეზონის შემდეგ ევროპის ლიგისკენ დიდი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. განვვითარდით და ბევრი ბარიერი გადავლახეთ, არ უნდა დავნებდეთ და ყურადღება არ უნდა გაგვეფანტოს. ახლა როგორც არასდროს, ფსიქოლოგიური ასპექტი დიდ როლს ითამაშებს."

მონტელას წინასამატჩო პრესკონფერენცია


მატჩი
"მომთმენები და დაკვირვებულები უნდა ვიყოთ. ჩვენ ამჟამად "კროტონეზე" უკეთესი გუნდი ვართ, მაგრამ ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ. ჩვენ მათ მონდომებას უნდა დავუპირისპირდეთ. ფიზიკურად, ეს საუკეთესო კვირა იყო ვარჯიშის მხრივ: გუნდი მზადაა და ყველაფრის კარგად გაკეთება შეგვიძლია. კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ფიზიკურად კარგ კონდინციაში ვართ, ამ თამაში მოგება მოგვიწევს."

"კროტონე"
"ისინი არასდროს ნებდებიან, როგორც გუნდი ძალიან მომწონს. სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ხმის მიცემისას, დავიდე ნიკოლას ავირჩევ, რადგან მან დიდებული ჯგუფი შექმნა, კარგად ორგანიზებული, რომლებიც მუდამ შეტევას ცდილობენ, ბოლო 4 მატჩში 10 ქულაც მოაგროვეს."

მიზანი
"ჩვენ დარტყმისას სიზუსტე გვაკლია, ამას მიხვდებით თუ დახედავთ რამდენ მომენტს ვქმნით. ამ ბოლოს სწორედ ამ ასპექტის გაუმჯობესებაზე ვვარჯიშობდით. სუპერთასზე "თითქმის დაუმარცხებლების" დამარცხების შემდეგ, ევროპის ლიგისათვის ბრძოლას დავუბრუნდით, ჩვენ იქ მოხვედრა და "გემრიელი ნამცხვარი" გვინდა. სეზონის დასაწყისში "მილანის" არავის სჯეროდა, თავად "მილანსაც", მაგრამ ყველაფერი კარგად მოვახერხეთ, შევქმენით რაღაც კარგი: ვფიქრობ ჩვენ თამაშის ყურება სასიამოვნოა. სათითაოდ და ყველა ერთად მზადაა მაქსიმალური გააკეთოს გუნდისთვის, უბრალოდ ბოლო მომენტში მიზნის გასწორება გვჭირდება."

მონტელას წინასამატჩო პრესკონფერენცია


ევროპის ლიგა
""ატალანტა" არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს. მათ წინააღმდეგ თამაში ადვილი არ გახლავთ, მაგრამ ფოკუსირება მხოლოდ ჩვენს თავებზე უნდა მოვახდინოთ, რადგან თუ ამ მატჩს მოვიგებთ, მათთან სხვაობას 2 ქულამდე შევამცირებთ. მოწინააღმდეგე, რომელიც ევროპის საგზურისთვის გვეცილება, ძალიან ახლოს არიან და ვწუხვარ, რადგან მათზე უკეთეს პოზიციაზე ყოფნა შეგვეძლო, უაზროდ რომ არ დაგვეკარგა ქულები იმ გუნდებთან, რომლებიც ცხრილის ქვემოთ არიან. პლეი-ოფიც დამაკმაყოფილებელი იქნება, თუ მეექვსეზე გავალთ, არც ეგ იქნება ცუდი."

სატრანფერო ფანჯარა
"ყველას გვინდა შემადგენლობის გაძლიერება - ზურგის გამაგრება ნაკლები ცვლილებებით, დანარჩენი უბრალოდ უმნიშვნელოა. ვფიქრობ გარდაუვალია ამაზე საუბარი. ფასონე და მირაბელი საქმეს კარგად აკეთებენ და როდესაც მილანელოზე სავარჯიშოდ დავბრუნდით, მათ გვითხრეს, რომ მხოლოდ მოედანზე გვეფიქრა და სატრანსფერო ფანჯარას ისინი მიხედავდნენ. და ეს ისაა, რასაც გავაკეთებთ კიდეც კარგად." dle

  • Kaka
  • 30-04-2017, 13:14
  • 1096
  • 21

21

30 აპრილი 2017 16:30

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 997
ციტატა: Kaka
ციტატა: AC_MILAN_29
კეიტამ იხმარა რომა!!

აუ, გასვეტება რა იცით. ორჯერ შეეხო ნორმალურად, ერთი ცარიელ კარში შეაგდო და მეორე კიდე ნიჩევო. სულ რომას უჭირავს ბურთი

ვასვეტებ თუ რაღაცაა აგერ ფაქტი კია არის, ბაკა ორასჯერ ეხება ბურთს და რა?

20

30 აპრილი 2017 16:20

  • ჯგუფი: ადმინისტრაცია
  • |
  • სიახლეები: 177
  • |
  • კომენტარები: 875
ციტატა: AC_MILAN_29
კეიტამ იხმარა რომა!!

აუ, გასვეტება რა იცით. ორჯერ შეეხო ნორმალურად, ერთი ცარიელ კარში შეაგდო და მეორე კიდე ნიჩევო. სულ რომას უჭირავს ბურთი

19

30 აპრილი 2017 16:20

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3790
არავინ აღარ თქვათ ბალდე ნიანგიაო.შემსრულებელიც არი და მთელი თამაში არ გაჩერებულა ისე აწუხებდა რომას მცველებს

18

30 აპრილი 2017 16:19

  • ჯგუფი: ადმინისტრაცია
  • |
  • სიახლეები: 177
  • |
  • კომენტარები: 875
აგერ ძმაო სჭირდებოდათ და გაარღვიეს რომა. ჩვენ გვჭირდება და ემპოლებს და პესკარებს ვერ ვუგებთ

17

30 აპრილი 2017 16:19

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 997
კეიტამ იხმარა რომა!!

16

30 აპრილი 2017 16:08

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2168
არცერთი დიდი მწვრთნელი არ მოვიდოდა მილანში სამუშაოდ, არცერთი. ანჩელოტიმაც თავის დროზწ ნახუიზე გაუშვა გუნდი. ამ კაცს თუ ხალხი მოუყვანეს ყველას დედაც ისე შემაყვარა ამ კაცმა თავი :))

15

30 აპრილი 2017 15:58

  • ჯგუფი: ჟურნალისტი
  • |
  • სიახლეები: 173
  • |
  • კომენტარები: 1320
ციტატა: George.White
ბაზარი არაა პენალი გაეტანათ + და მოკლედ ფეხბურთელების ბრალი იყო ))

ბიჭო ხო აი რატო უნდა გალანძო ეს ტრენერი რომელიც უფროვარდოთ თამაშობს პროსტა არ მესმის რა კრიტერიუმით ლანძღავენ რითი აფასებენ ცუდ მხარეს პენალტი გამაზეს და ბაკამ ცარიელა კარში ბურთს ფეხი ვერმოარტყა

14

30 აპრილი 2017 15:47

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 997
ამ ლაციომ დედა მოიხნა რა წააგოს მაგ ჩემისამ არ შეიძლება

13

30 აპრილი 2017 15:24

  • ჯგუფი: მთავარი მოდერატორი
  • |
  • სიახლეები: 154
  • |
  • კომენტარები: 152
კეიტა ბალდემ რომასაც შეუდო და 12 გოლი აქვს უკვე გატანილი. არადა ნიანგს ადარებდნენ ნენა ნენა

12

30 აპრილი 2017 15:23

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3790
რომამ გაათანაბრა,იქნებ მოიგოს კიდეც

ინფორმაცია


კომენტარის დამატება შეიძლება 10 დღის შემდეგ.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 11
2 აეკი 8
3 რიეკა 7
4 აუსტრია 5

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელი პოზიციაა გასაძლიერებელი?

მეკარე
დაცვა
ნახევარდაცვა
თავდამსხმა
სხვა



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 16
რეგისტრირებული: 1
სტუმარი: 15
ddq