ოფიციალურად: მუსაკიო "მილანის" ფეხბურთელია » მილანის ოფიციალური ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: მუსაკიო "მილანის" ფეხბურთელია

მატეო მუსაკიო "მილანის" ახალი ფეხბურთელია. ორშაბათს კლინიკა "La Madonnina"-ში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, არგენტინელი მცველი მილანელოზე მივიდა, შემდეგ კი "Casa Milan"-ს ეწვია სადაც კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისი ტრანსფერი გუნდს 18 მილიონი ევრო დაუჯდა.


"მილანი" ადასტურებს "ვილიარეალის" მცველის, მატეო მუსაკიოს გაფორმებას, რომელმაც კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ფეხბურთელის პროფილი

მატეო პაბლო მუსაკიო დაიბადა როსარიოში, არგენტინა, 1990 წლის 26 აგვისტოს. წარმოშობით ალბანელ მცველს ასევე აქვს იტალიური პასპორტი. ის ფიზიკურად ძლიერი მცველია - 180 სმ, 73 კგ - აქვს დიდებული ხასიათი და ძალიან მოძრავია. არგენტინელი ძალიან კარგია მარკირებაში და ბურთის ბლოკირებაში, უყვარს მოძრაობის დაწყება და მოკლე გადაცემებით თამაში.

ოფიციალურად: მუსაკიო "მილანის" ფეხბურთელია

მისი პროფესიონალური კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც "რივერ პლეიტის" ძირითად გუნდში გადავიდა. მატეომ "მილიონარიოსში" 3 სეზონი ითამაშა, ჩაატარა 11 მატჩი და მოიგო კლაუსურა 2008 წელს. 2009 წელს მისი ესპანეთში ტრანსფერი შედგა. ევროპაში დებიუტი კი 2010 წლის თებერვალში შედგა, როდესაც 2-1 დაამარცხეს "ბილბაოს ატლეტიკი". ესპანეთში 249 მატჩი ჩაატარა, გაიატანა 7 გოლი.

ოფიციალურად: მუსაკიო "მილანის" ფეხბურთელია

მატეომ სულ რაღაც 6 მატჩი ჩაატარა არგენტინის ნაკრებში, ხოლო დებიუტი 2011 წელს შედგა, ნიგერიასთან ამხანაგურ შეხვედრაში. მისი ბოლო გამოჩენა ნაკრებში ბოლივიის წინააღმდეგ იყო, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში. 2016/2017 წლებში 23 მატჩი ჩაატარა.

ACMILAN.COM
dle


7

30 მაისი 2017 21:36

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 678
აი ესაა ტრანსფერი :D ნაღდი ...კესიე და როდრიგესიც მოგვარებული თემაა მარაა მაინც ასე მილანის ფორმით რო ხედავ გულს ამშვიდებს :D

6

30 მაისი 2017 16:33

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 609
წარმატებები აბა შენ იცი ძმაო

5

30 მაისი 2017 13:42

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3916
Daiwyo fexburtelebis gamilaneleba, dges kesiec gamilaneldeba, rodrigessac moiyvanen, ert cent mcvels tu iyidian kide mtlad shedugabddeba milanis dacvis xazi

4

30 მაისი 2017 13:27

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 115
კარგიააა კარგიაა კარგია ფორზა მუსაჩო

3

30 მაისი 2017 13:26

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 296
Warmatebebi imedia udzlieresi dacva gveyoleba romanastan ertad

2

30 მაისი 2017 13:24

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3787
ბილიამ მილანი აირჩიაო. 22 მილიონს იხდიან

1

30 მაისი 2017 13:19

  • ჯგუფი: ვიზიტორი
  • |
  • სიახლეები: 2
  • |
  • კომენტარები: 660
რა ნომერი აიღო ნეტა

ინფორმაცია


კომენტარის დამატება შეიძლება 10 დღის შემდეგ.
ტურის მოთამაშე

სატურნირო ცხრილი

გუნდი
ქულა
1 მილანი 11
2 აეკი 8
3 რიეკა 7
4 აუსტრია 5

ბომბარდირები <>

დისკვალიპიკაცია

კონტი

გვიპოვეთ Facebook-ზე

გამოკითხვა

რომელი პოზიციაა გასაძლიერებელი?

მეკარე
დაცვა
ნახევარდაცვა
თავდამსხმა
სხვა



პარტნიორები

Шаблоны для DLEторрентом
სულ ონლაინში: 5
რეგისტრირებული: 0
სტუმარი: 5