წინა / მომდევნო მატჩი

სერია A - ცხრილი
გამოკითხვა

მოგწონთ განახლებული ACM.Ge?


მონტელას მატჩის შემდგომი ინტერვიუ
ავტორი: FARAONE
  • გთავაზობთ "მილანი" მთავარი მწვრთნელის, ვინჩენცო მონტელას "ბაიერნთან" მატჩის შემდგომ ინტერვიუს.

    "შედეგით რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. მე მომწონს ფეხბურთელების დამოკიდებულება და დიდი ენთუზიაზმი. ამ შეხვედრამდე მხოლოდ ერთი ვარჯიში გავმართეთ, თუმცა მიუხედავად ამისა საკმაოდ კარგი თამაში ვაჩვენეთ და შესაბამისი შედეგიც დაფიქსირდა.

    რაც შეეხება დაცვაში თამაშს, მცველები შესანიშნავად მოქმედებდნენ. ჩვენ გვქონდა უმნიშვნელო შეცდომები, რომლებსაც მომავალში აუცილებლად გამოვასწორებთ. მთელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა.

    ჩვენი ახალწვეულების მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ. წარმატებას თანმიმდევრულად მივაღწევთ, ახლა ცოტა დროა საჭირო, რათა გუნდმა შეთამაშება შეძლოს და სწორედ ასეთი გამარჯვებები გვეხმარება. ჩვენი ყურადღება მომდევნო მატჩისკენაა მიმართული.

    ბილია? ის დიდებული ფეხბურთელია. მოთამაშე, რომელიც "მილანს" კარგა ხანია არ ჰყოლია. მე მსიამოვნებს მისი თამაშის ყურება. ის არ იყო ბოლომდე მზად 45 წუთით სათამაშოდ, თუმცა მონტოლივოს მცირე დაზიანების გამო, ბილიას თამაშში ჩართვა მაინც გადავწყვიტე.

    ბაკა? ის სრულიად ჯანმრთელია და არანაირი პრობლემა აქვს. ეს იყო ტექნიკური გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ დავტოვე ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე. ის მზად უნდა იყოს ხუთშაბათს გასამართი შეხვედრისთვის.

    რენატო სანჩესი? მე არ ვსაუბრობ სხვა გუნდის ფეხბურთელებზე, თუმცა გეტყვით რომ რენატო საკმაოდ პერსპექტიული მოთამაშეა, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისათვის რომ მომავალში დიდი ფეხბურთელი გახდეს",
    -დაასრულა მონტელამ.скачать dle 11.3
    # 2
  • გასულია
  • 23 ივლისი 2017 02:45
    კიიი გეთანხმები მეც მაგ აზრზე ვარ ზუსტად
    # 1
  • გასულია
  • 22 ივლისი 2017 20:31
    მთავარია თავში არ აგივარდეს მონტელა და უკლასო ფეხბურთელები არ შეაჩვიო ძირითად შემადგენლობას. ბილია მონტოლივოზე ორი თავით მაღლა დგას და დღეს მარტლა დირიჟორობდა გუნდს, კუტრონეს კიდე მეტი შანსი უნდა მიეცეს და დაიდება შედეგიც.
    --------------------
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.